Promod-ის ფერები არასდროს მბეზრდება

FASHIONISTA

25 ივლისი 14:00, 2016 წელი
108

Promod-ისა და Funtime-ის პროექტის Fashionista-ს სეზონი დასრულდა. ბოლო მონაწილე კი 21 წლის სტუდენტი თეონა ჭკადუა გახლავთ.

    

  • ვცდილობ, Promod-ში ხშირად მოვიდე, რადგან აქ ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილი სამოსის შეძენა შემიძლია.

  • ყველაზე ხშირად ყოველდღიურ სამოსს ვყიდულობ. მით უმეტეს, ახლა ზაფხულია და Promod-ში ფერების დიდი არჩევანია.

  • ძირითადად თავისუფალი ბლუზები და მაისურები მომწონს. აქ ის ფერებია, რომელიც არასდროს მომბეზრდება.არჩევანი დიდია, მაგრამ Promod-ის კონსულტანტები ყოველთვის ისე მეხმარებიან, რომ გადაწყვეტილებას იოლად ვიღებ.

  • დღეს შავი შარვალი და აგურისფერი ბლუზა შევარჩიე.

  • ჩემს ლუქს კრემისფერ ფეხსაცმელს მოვუხდენ. 

  • საუცხოო ფერის ჩანთა საზაფხულო განწყობას კიდევ უფრო გამიმძაფრებს. 

  • დალი ხორგუანი, კონსულტანტი: თეონამ ლუქი ძალიან გემოვნებით შეარჩია. ფერები, რომელიც აირჩია, საოცრად მოუხდა. შარვლის სიგრძე ფეხსაცმლის სტილსაც მოუხდა. ერთი შეხედვით, თითქოს მკაცრი ლუქია, მაგრამ ზამშის ჩანთის ფერმა ყველაფერი გაანეიტრალა.

  • ძალიან მომწონს ჩემი შერჩეული სამოსი. ვნახოთ, კონსულტანტები რას მომარგებენ.

  • დალი ხორგუანი, კონსულტანტი: თეონას თეთრი, საზაფხულო კაბა შევურჩიეთ, რომელსაც შავი ბალეტკები შევუხამეთ. ორივე ახალი კოლექციისაა.

  • დალი ხორგუანი, კონსულტანტი: ყვითელი ფერის ჩანთა მის ლუქს კიდევ უფრო ხალისიანს გახდის.

  • კონსულტანტებმა საზაფხულო ფერებში გამომაწყვეს. ყვითელი ფერის ჩანთამ ჩემი კაბა კიდევ უფრო ხალისიანი გახადა. მადლობა Promod-სა და Funtime-ს ამ შესანიშნავი პროექტისთვის.

  • Promod-ისგან სასაჩუქრე ვაუჩერი თეონასაც გადაეცა.