„Promod-ში ახალ კოლექციას ყოველთვის ველოდები...“

FASHIONISTA
30.05.2016 14:00
501

Promod-ისა და Funtime-ის ერთობლივ პროექტ Fashionista-ში მონაწილეობის სურვილი ამჯერად ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, 22 წლის ნათია ჯიქიამ გამოთქვა.

  

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
  • Promod-ს საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ და ვათვალიერებ. ახალ კოლექციას ყოველთვის ველოდები. ხშირ შემთხვევაში კი მაისურებს, შორტებსა და ჩანთებს ვყიდულობ.

  • მაკა გაბათაშვილი, კონსულტანტი: ნათიამ თავიდან ღია ფერის პიჯაკი და ჭრელი მაისური შეარჩია, თუმცა მრავალფეროვნებამ დააბნია და არჩევანი ლურჯი ფერის კლასიკურ სამოსზე შეაჩერა.

  • მაკა გაბათაშვილი, კონსულტანტი: ნათიამ თავისუფალი სტილის კლასიკური შარვალი და პიჯაკი შეარჩია, რომელიც ჩვენი ახალი კოლექციიდანაა. თეთრი კედებიც და მაისურიც კარგად მოუხდინა ლუქს. მართალია, ამ სტილს არ ატარებს, მაგრამ ისე უხდება, ალბათ, ხანდახან კლასიკურადაც უნდა გამოეწყოს.

  • მაკა გაბათაშვილი: ვფიქრობ, ჩანთაც ძალიან უხდება კლასიკურ სამოსს. ამ ვიზუალით სამსახურში წასვლა კარგი გადაწყვეტილება იქნება, რადგან სტილი საქმიანია.

  • შემდეგი ეტაპის დროა. ნათიას ჩაცმულობაზე ამჯერად კონსულტანტები იზრუნებენ. 

  • მაკა გაბათაშვილი, კონსულტანტი: ნათიას თეთრი ჯინსის შარვალი შევურჩიეთ, რომელიც მის გამხდარ ფეხებს მოუხდება. თხელი, საგაზაფხულო ბლუზა და კედები ერთ ფერშია. ვნახოთ, როგორ მოუხდება.

  • მაკა გაბათაშვილი: ჩვენმა არჩევანმა გაამართლა. ეს ლუქი ნათიას ძალიან მოუხდა. შესაბამისი ჩანთა შევურჩიეთ და აშკარაა, რომ მის სამოსს საგაზაფხულო განწყობა ეტყობა.

  • კონსულტანტის მიერ შერჩეული ლუქი ძალიან მომეწონა. ჭრელ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი კლასიკურზე უფრო მეტად მომიხდა. ახლა მეგობრებთან ერთადაც გავისეირნებდი და კინოშიც წავიდოდი.

  • ნათიას, ისევე როგორც Fashionista-ს სხვა მონაწილეებს, სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა. 

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე