X

„ამ კაბით პაემანზე წავიდოდი“

FASHIONISTA
13.06.2016 14:00
374

Funtime-სა და ქალის ფრანგული ბრენდის Promod-ის ერთობლივ პროექტ Fashionista-ში მონაწილეობის სურვილს სულ უფრო მეტი გოგონა გამოთქვამს. დღეს Promod-ი 20 წლის თათია პატაშურს შეურჩევს სამოსს.

    

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • Promod-თან ახლოს ვცხოვრობ, რაც ხელს მიწყობს, რომ ხშირად შემოვიარო და ვნახო, ახალი რა აქვთ. ეს ის მაღაზიაა, სადაც ყოველთვის ვპოულობ იმას, რასაც ვეძებ ხოლმე.

  • ძირითადად, ჩანთებს, საზაფხულო ქუდებსა და ყოველდღიურ სამოსს ვყიდულობ. აქ საოცრად მრავალფეროვანი არჩევანია.

  • ლურჯი და მწვანე ფერი ძალიან მიყვარს და Promod-ი საშუალებას მაძლევს, ამ ფერებში გამოვეწყო.

  • დღეს ლამაზ, გამოსასვლელ კაბას შევარჩევ. მინდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვა.

  • ამ კაბას საზაფხულო ფეხსაცმელი ძალიან მოუხდება.

  • ჩემი არჩევანი ძალიან მომეწონა. ამ ფორმაში ისეთ გარემოში წავიდოდი, სადაც ბევრი ხალხი დამხვდებოდა და ეფექტს მოვახდენდი.

  • საზაფხულო ქუდები ძალიან მიყვარს და დღეს ჩემს კაბასაც მოვუხდინე. 

  • ნინო ჯანიკაშვილი, კონსულტანტი: თათია ძალიან ეფექტური გოგოა და არჩევანიც არაჩვეულებრივი გააკეთა. კაბა, რომელიც მოირგო, ახალი კოლექციიდანაა, აქტუალური ფერია და მოიხდინა კიდეც. საზაფხულო ქუდიც კარგად შეუხამა ლუქს. ფეხსაცმელი კი ქუდისა და კაბის ფერებს ანეიტრალებს.

  • გადავედით შემდეგ ეტაპზე. თათია კონსულტანტ ნინოს მიერ შერჩეულ სამოსს მოირგებს.

  • ნინო ჯანიკაშვილი, კონსულტანტი: თათიასთვის ახალი კოლექციის კაბა შევარჩიეთ, რომელიც საზაფხულო ფერებშია და ჩვენს არჩევანში ზაფხულის მოსვლა ნამდვილად ჩანს. ვფიქრობ, ძალიან მოუხდება.

  • ნინო ჯანიკაშვილი, კონსულტანტი: როგორც ვვარაუდობდი, თათიას ეს ფერები ძალიან მოუხდა. სახეზე კიდევ უფრო გაანათა. ეს ფერები ხასიათზე დადებითად მოქმედებს. ჩანთაც იმიტომ შევურჩიეთ ლურჯი, რომ ეს ფერი კაბაში დომინირებს.

  • თათია: კონსულტანტის მეირ შერჩეული ლუქი ისე მომეწონა, გადავწყვიტე, Promod-ში ყოველ მოსვლაზე ნინოს ვიპოვი და კიდევ ვთხოვ, რომ არჩევანის გაკეთებაში დამეხმაროს. ამ ფორმაში აუცილებლად პაემანზე წავიდოდი. მადლობა Promod-სა და Funtime-ს ასეთი ლამაზი დღისთვის.

  • ტრადიციისამებრ, Promod-მა სასაჩუქრე ვაუჩერი თათიასაც გადასცა.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე