ყველაზე გრილი და მოდური ფერები Promod-ში

FASHIONISTA

18 ივლისი 14:00, 2016 წელი
51

Promod-ისა და Funtime-ის ერთობლივ პროექტ Fashionista-ში მონაწილეობა ამჯერად პროფესიით დიპლომატმა და ყოფილმა მოცეკვავემ, 23 წლის ელენე ჩხიკვაძემ გადაწყვიტა.

   

  • Promod-ში შეძენილი სამოსით ყოველთვის კმაყოფილი ვრჩები. კლასიკურ სტილსაც ვირგებ და სპორტულსაც. ამიტომ აქ ხშირად მოვდივარ.

  • ყველაზე ხშირად ჩანთებსა და მაისურებს ვყიდულობ.

  • არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მიჭირს. როცა მარტო მოვდივარ, Promod-ის კონსულტანტები ზუსტად მირჩევენ სამოსს.

  • დღეს საზაფხულო კომბინეზონს ჩავიცვამ.

  • ჩემს კომბინეზონს, ბალეტკებზე მეტად, კედები მოუხდა. 

  • როგორც ყოველთვის, Promod-ში შერჩეული ლუქით კმაყოფილი ვარ. 

  • მირანდა პაპუაშვილი, კონსულტანტი: ელენემ საზაფხულო, გრილი კომბინეზონი შეარჩია, რომელიც მის გრძელ ფეხებსაც ძალიან მოუხდა, მხრებსაც და ლამაზი ფერის თვალებსაც. ლურჯი ფერის კედები და იმავე ტონში სათვალე ძალიან კარგად ჩაჯდა მის მიერ შერჩეულ ლუქში.

  • მირანდა პაპუაშვილი, კონსულტანტი: ელენეს შევურჩიეთ ტილოს შორტები და პერანგი პრინტით, რომელშიც მისი თვალის ფერი დომინირებს.

  • მირანდა პაპუაშვილი, კონსულტანტი: ელენეს ლუქს კრემისფერი ფეხსაცმელი უფრო მეტად მოუხდა. 

  • მირანდა პაპუაშვილი, კონსულტანტი: ლურჯი ფერის ქამარი მის პერანგსაც მოუხდება და თვალის ფერსაც.

  • კონსულტანტების მიერ შერჩეული ლუქით ძალიან კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, თავს კომფორტულად ვგრძნობ. მადლობა Promod-სა და ჟურნალ Funtime-ს.

  • სასაჩუქრე ვაუჩერი Promod-ისგან ელენესაც გადაეცა.