X

ყველაზე საზაფხულო ფერები სტუდენტი გოგონებისთვის... და არამარტო

FASHIONISTA
06.06.2016 18:00
394

დღეს Funtime-ისა და ქალის მოდური ბრენდის Promod-ის ერთობლივი პროექტის Fashionista-ს მონაწილეა სტუდენტი თაკო ექვთიმიშვილი, რომელსაც ამჯერად Promod-ის პეკინის ფილიალი მასპინძლობს.

  

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • Promod-ში წარმოდგენილი სამოსი ჩემს გემოვნებას იმდენად ემთხვევა, რომ საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ. ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ, რასაც ვეძებ, აქ ვიპოვი.

  • ძირითადად კაბებს ვყიდულობ. ფერები, რომლებიც Promod-შია წარმოდგენილი ძალიან მომწონს. ეს ის მაღაზიაა, სადაც ნებისმიერი ასაკის გოგონას შეუძლია შესაბამისი სამოსის შეძენა.

  • არჩევანი იმდენად დიდია, გადაწყვეტილების მიღებისას ხშირად ვორჭოფობ.

  • თამუნა გამყრელიძე, კონსულტანტი: თაკომ კომბინეზონი შეარჩია, რომელიც საზაფხულო ფერშია გადაწყვეტილი. რუჯსაც ძალიან მოუხდება და ტრენდულიც არის. უახლესი კოლექციისაა.

  • ვფიქრობ, ამ სეზონსა და კომბინეზონს ფეხსაცმელიც შესაბამისი მოუხდება.

  • თამუნა გამყრელიძე, კონსულტანტი: როცა სხეულის ფორმები ხელს გიწყობს, ასეთი ფერების მოხდენაც არაა რთული. თაკოს მკვეთრი ფერები სახეზეც ძალიან მოუხდა.

  • ყვითელი ფერი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ამ ფერის ჩანთა კომბინეზონსაც მოუხდა, თუმცა მგონია, რომ ჩემს ლუქს რაღაც აქსესუარი აკლია, ამიტომ ქუდს შევარჩევ.

  • კმაყოფილი ვარ. ზაფხულში ქუდი ის დეტალია, რომელიც ყველა გოგონას უნდა ჰქონდეს გარდერობში. ამ სამოსით ზღვისპირა კურორტზე გასართობად სიამოვნებით წავიდოდი.

  • შემდეგი ეტაპის დროც დადგა. თაკოს ჩაცმულობაზე ამჯერად Promod-ის კონსულტანტები იზრუნებენ. 

  • თამუნა გამყრელიძე, კონსულტანტი: თაკოს ჭაობისფერი მაღალწელიანი შორტი შევურჩიეთ, მისი სხეულის ლამაზი ფორმების გათვალისწინებით. მდოგვისფერი ბლუზა კი შორტებს მოუხდება.

  • თამუნა გამყრელიძე, კონსულტანტი: არჩევანის გაკეთება საზაფხულო ფეხსაცმელსა და კედს შორის მოგვიწევს. 

  • თამუნა გამყრელიძე, კონსულტანტი: ჩანთა კედების ფერსა და მთლიან ლუქს მოუხდება. 

  • კონსულტანტის გემოვნებით შერჩეული ლუქითაც კმაყოფილი ვარ. ეს ის ჩაცმულობაა, რომელიც ყოველდღიურადაც ძალიან პრაქტიკულია, უნივერსიტეტში წასასვლელადაც და მეგობრებთან ერთად გასასეირნებლადაც.

  • თამუნა გამყრელიძე, კონსულტანტი: თაკოს ჩვენ მიერ შერჩეული ლუქი ნამდვილად მოუხდა. თითქოს ყოველდღიურია, მაგრამ მოულოდნელად სადმე ღონისძიებაზეც რომ მოხვდეს, ვფიქრობ, თავს მაინც კომფორტულად იგრძნობს. თაკოს, ისევე როგორც Fashionista-ს სხვა მონაწილეებს, Promod-ის სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე