PROMOD - როგორ ემსახურებიან მომხმარებელს ფრანგული ბრენდის კონსულტანტები?!

FASHIONISTA

18 აპრილი 14:00, 2016 წელი
53

ფრანგული ბრენდი PROMOD თბილისში სამი მაღაზიით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი East Point-ში, გართობისა და დასვენების ქალაქში მდებარეობს. სწორედ აქ მოსულ ერთგულ მომხმარებელ თამთას მოუწყო Funtime-მა ექსპრომტად ფოტოსესია. ნახეთ, რაზე შეაჩერა არჩევანი თამთამ და რა შესთავაზეს მას მაღაზიის გამოცდილმა კონსულტანტებმა...

ქართულ ბაზარზე ფრანგული ბრენდი PROMOD კომპანია „ედრესმა“ შემოიყვანა. ამჟამად „პრომოდს“ მსოფლიოს 45 ქვეყანაში 800 მაღაზია აქვს. PROMOD ქალის ბრენდია, სადაც მომხმარებელს ყოველთვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ - კვირაში ერთხელ მაღაზია ახალი კოლექციით მარაგდება. თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ სეზონური და შუასეზონური ფასდაკლებებით. ყოველ ხუთშაბათს კი „პრომოუშენია“, ანუ გარკვეული რაოდენობის ტანსაცმელი გადადის ფასდაკლების სექციაში.

  • კონსულტანტი თამუნა გეორგაშვილი: თამთას გარეგნობიდან გამომდინარე, ვურჩევდი „ჭუჭყიან“ ვარდისფერ პიჯაკსა და თეთრ კლასიკურ ბლუზას.

  • თამთა ქაშიბაძე: დაახლოებით სამი წელია, რაც PROMOD-ის ბრენდის მომხმარებელი ვარ, რადგან, ყოველთვის ხარისხიანი და მოდური კოლექციები აქვთ. აქ ყოველთვის ახალ და საინტერესო ნივთებს აღმოვაჩენ ხოლმე, რომელთა ფასებიც ხელმისაწვდომია.

  • კონსულტანტი: აქცენტს გავაკეთებ მის თხელ და გრძელ ფეხებზე და შევურჩევ მაღალწელიან ქვედაბოლოს. ეს მის ვიწრო წელსაც გამოკვეთს. გეტყვით, რომ მაღალწელიანი სამოსი ფრანგული სტილია და ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალურია.

  • მომწონს, ფანტასტიკურია. ამ სამოსით ნებისმიერ ადგილზე შემიძლია წასვლა, ძალიან კომფორტულია.

  • კონსულტანტი: რაც შეეხება აქსესუარს, ვურჩევდი ღია ფერის სათვალესა და ასევე, ვარდისფერ ჩანთას, ფეხზე კი - ლურჯი ფერის კედებს.

  • ძალიან მომწონს კონსულტანტის მიერ შერჩეული სამოსი. ამ ფორმით აუცილებლად გავისეირნებ მეგობრებთან ერთად.

  • გარდა რჩევის მიცემისა, მაღაზიაში ერთგული მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათით დაასაჩუქრეს.