Fashionista - მოდური გოგონები PROMOD-ის მაღაზიებიდან

FASHIONISTA

19 აპრილი 16:00, 2016 წელი
295

ქალის სამოსის ფრანგულ ბრენდ Promod-თან ერთად, Funtime იწყებს ახალ რუბრიკას Fashionista - აქ წარმოგიდგენთ გოგონებს, რომლებსაც უყვართ მოდურად ჩაცმა. რუბრიკაში მოხვედრის შანსი აქვს ნებისმიერ მსურველს. ამისთვის გაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათი PROMOD-ის ფეისბუკგვერდზე და მოკლედ მიუთითეთ, რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა.

ფრანგული ბრენდი PROMOD, რომელიც ქართულ ბაზარზე კომპანია „ედრესმა“ შემოიყვანა, თბილისში ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი - პეკინის N5-სა და  სავაჭრო ცენტრ East Point-ში. „პრომოდს“ მსოფლიოს 45 ქვეყანაში 800 მაღაზია აქვს, სადაც ქალბატონებს ყოველთვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ - კვირაში ერთხელ მაღაზია ახალი კოლექციით მარაგდება. თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ სეზონური და შუასეზონური ფასდაკლებებით. ყოველ ხუთშაბათს კი „პრომოუშენია“, ანუ გარკვეული რაოდენობის ტანსაცმელი გადადის ფასდაკლების სექციაში. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და ერთ სივრცეში შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ტანისამოსი და აქსესუარები.
ახლა კი კომფორტულად მოეწყვეთ და თვალი მიადევნეთ PROMOD-ის მაღაზიაში მისულ ერთგულ მომხმარებელ თამთა ქაშიბაძეს - ნახეთ, რა სამოსზე შეაჩერებს არჩევანს თამთა და რას შესთავაზებენ მას მაღაზიის გამოცდილი კონსულტანტები...   

  • თავდაპირველად თამთას ვკითხეთ, რატომ ანიჭებს უპირატესობას ამ ბრენდს?
    - პირველ რიგში, იმიტომ, რომ PROMOD ფრანგული ბრენდია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. დაახლოებით, სამი წელია, ამ ბრენდის მომხმარებელი ვარ, რადგან ყოველთვის ხარისხიანი და მოდური კოლექციები აქვთ. რაც მთავარია, ფასებიც ხელმისაწვდომია.

  • თამთამ მაღაზიაში შესვლისთანავე პიჯაკების განყოფილებას მიაშურა და მაშინვე მოიხიბლა ხაკისფერი მოსაცმელით.

  • თამთა: თეთრი ბლუზა და ხაკისფერი მოსაცმელი მომწონს, ერთმანეთს ძალიან უხდება და მეც აუცილებლად მომიხდება (იღიმის).

  • თამთა: ეს ჭრელი შარვალი ჩემს ხაკისფერ მოსაცმელთან არაჩვეულებრივი იქნება. 

  • კონსულტანტმა, რომელიც თავაზიანად მიესალმა მაღაზიაში შესულ თამთას, ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა.
    კონსულტანტი თამუნა გეორგაშვილი: მე, აქცენტს გავაკეთებ შენს თხელ და გრძელ ფეხებზე და გირჩევ მაღალწელიან ქვედაბოლოს. ეს შენს ვიწრო წელსაც გამოკვეთს. თანაც, მაღალწელიანი სამოსი ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალურია. ასევე, გირჩევდი „ჭუჭყიან“ ვარდისფერ პიჯაკსა და თეთრ კლასიკურ ბლუზას. ვფიქრობ, იდეალური შეხამება იქნება. 

  • თამთა: აქ იმხელა არჩევანია, მეშინია, არ დავიბნე.

  • გადავინაცვლოთ სხვა სექციაში.
    თამთა: აბა, აქ რა გვაქვს?! ძალიან ლამაზი და კომფორტული ფეხსაცმელები. ამჯერად, ჩემს ჩაცმულობას ღია ფერის კედები ძალიან მოუხდება. გადაწყვეტილია, ვიღებ.

  • კონსულტანტი: მე კი გირჩევ ლურჯი ფერის კედებს. რაც შეეხება აქსესუარებს - ღია ფერის სათვალესა და ასევე, ვარდისფერ ჩანთას.

  • თამთა: მომწონს, კონსულტანტის მიერ შერჩეული ეს სამოსი, ფანტასტიკურია. ამით ნებისმიერ ადგილზე შემიძლია წასვლა, თანაც ძალიან კომფორტულია.

    თამთას დღეს PROMOD-ის სასაჩუქრე ბარათიც გადასცეს.

  • დაბოლოს, სამოსის ეს კომპლექტი თამთას გემოვნებითაა შერჩეული.

  • ხოლო ეს ლუქი გამოცდილი კონსულტანტის მიერ არის აწყობილი.

    გვაინტერესებს, თქვენ რომელი სამოსის შეხამება მოგწონთ?

    გთხოვთ, მოგვწერეთ თქვენი აზრი კომენტარების ველში.