რუჯზე მოსახდენი ფერები Promod-ში

FASHIONISTA

4 ივლისი 14:00, 2016 წელი
49

 Funtime-ისა და Promod-ის ერთობლივ პროექტ Fashionista-ს მონაწილე ამჯერად ბანკის თანამშრომელი მარიამ გაჩეჩილაძეა, რომელიც ფრანგული ბრენდის მაღაზიას კლასიკური სამოსის შესაძენად ხშირად აკითხავს...

   

  • Promod-ში ჩემთვის შესაფერის სამოსს ყოველთვის ვპოულობ, ამიტომ მიყვარს აქ მოსვლა.

  • ბანკის თანამშრომელი ვარ და, სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად კლასიკური სტილის სამოსს ვყიდულობ, თუმცა სპორტული ტანსაცმელიც ძალიან მომწონს. 

  • დღეს სპორტული სტილის სამოსი შევარჩიე. ვფიქრობ, ჯინსის შარვალი, ჭრელი ზედა და შესაბამისი ფეხსაცმელი ზაფხულს ძალიან მოუხდება.

  • ნინი გოდუაძე, კონსულტანტი: მარიამმა კარგი არჩევანი გააკეთა. შავგვრემანია და მაისური ისეთ ფერებში შეარჩია, ძალიან მოუხდა. საბოლოო შეფასებით, ბოიფრენდის სტილის ჯინსიც მოიხდინა და ფეხსაცმელი მაისურს შეუხამა.

  • ეს ჩანთა ტევადი და პრაქტიკულია, ამიტომ ამას შევიძენ.

  • ისეთი ლუქი შევარჩიე, გართობის ხასიათზე დავდექი!

  • მომდევნო ეტაპის ჯერი დადგა. მარიამს კონსულტანტების გემოვნებით მოუწევს ჩაცმა...

  • ნინი გოდუაძე, კონსულტანტი: მარიამს ჭრელ, საზაფხულო სარაფანსა და ფეხსაცმელს ჩავაცმევთ. ეს ის ლუქია, რომელიც რუჯსაც ძალიან მოუხდება.

  • ნინი გოდუაძე, კონსულტანტი: ხელჩანთაც ზაფხულის ფერებშია.

  • ნინი გოდუაძე, კონსულტანტი: მარიამი გამხდარია და ჩვენ მიერ შერჩეული ლუქი ძალიან მოუხდა. ვფიქრობ, თავს კომფორტულადაც გრძნობს.

  • ასეთი სტილის სამოსი და განსაკუთრებით ფეხსაცმელი, არასდროს მცმია. ჭრელი კაბა პირველად მოვირგე და საკმაოდ კომფორტულია.

  • ტრადიციისამებრ მარიამსაც გადაეცა Promod-ის სასაჩუქრე ვაუჩერი.