„როცა შოპინგი მინდა, პირდაპირ „Promod“-ში მოვდივარ“

FASHIONISTA
23.05.2016 14:00
664

რუბრიკა „Fashionista“-ში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მატულობს. შესაბამისად, ქალის სამოსის ფრანგული ბრენდის მაღაზია „Promod“ ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის ელის. ამჯერად პროექტის მონაწილეა „საქართველოს ლატარიას კომპანიის“ თანამშრომელი, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და ეკონომისტი მაკა დვალი.

   

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
  • უკვე 5 წელია, „მაღაზია Promod“-ის ერთგული მომხმარებელი ვარ. უფრო მეტად კაბებს ვყიდულობ, თუმცა ფეხსაცმელს, პალტოსა და საცურაო კოსტიუმსაც კი აქ ვიძენ. ამ ბრენდის თითქმის ყველაფერი მაქვს.

  • კარგი ხარისხის ტანსაცმელი ხელმისაწვდომ ფასებშია, მით უმეტეს, ფასდაკლებებზე. ამიტომ, როცა შოპინგი მინდა, პირდაპირ „Promod“-ში მოვდივარ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია, ყოველთვის ზუსტად ვიცი, რის შეძენას ვაპირებ. 

  • დღეს ქვედაბოლოსა და ბლუზს მოვირგებ.

  • ჩემს ქვედაბოლოს შესაფერისი შუზიც შევურჩიე.

  • ჩემს გოგონასთან ერთად მოვედი, რომელიც იუბილარია. ტანსაცმლის შერჩევაში ყოველთვის ქეთი მეხმარება.

  • როგორც ყოველთვის, „Promod“-ში შერჩეული ლუქი დღესაც მომეწონა. დღეს ამ სამოსით მეგობრებთან ერთადაც სადმე სიამოვნებით წავიდოდი. „Promod“-ში არაერთი აქსესუარი მაქვს შეძენილი. ამიტომ არც დღეს დავუშვებ გამონაკლისს და ჩემ მიერ შერჩეულ სამოსთან ამ ყელსაბამსაც მოვიხდენ.

  • მაკა გაბათაშვილი, „Promod“-ის კონსულტანტი: მაკამ ჭრელი ქვედაბოლო, ცისფერი ბლუზა და აგურისფერი შუზები შეარჩია, რომლის ფერიც ქვედაბოლოში დომინირებს. ვფიქრობ, ლამაზი არჩევანია და კარგადაც მოიხდინა. პერანგი - მისი თვალის ფერს, ჩანთა კი ლუქს მოუხდინა.

  • მე კი მაკას ჭრელი შარვალი შევურჩიე, რომელიც მის ფეხებს ძალიან მოუხდება, - აღნიშნა კონსულტანტმა შემდეგი ეტაპის დაწყებისას.

  • მაკა გაბათაშვილი, კონსულტანტი: ბლუზა ლურჯი შევურჩიეთ, ამიტომ ვფიქრობ, მის ლუქს ეს კედიც ძალიან მოუხდება. 

  • მაკა გაბათაშვილი, კონსულტანტი: ვფიქრობ, შავი ტყავით გაწყობილი ლურჯი ფერის სპორტული სტილის ჩანთა ჩვენ მიერ შერჩეულ ლუქს ძალიან მოუხდა.

     

  • ჩემთვის უჩვეულო ლუქია, მაგრამ მომეწონა. კლასიკური სტილი უფრო მიყვარს და ვატარებ კიდეც, თუმცა ვხვდები, რომ სპორტულ სტილშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს.

  • მაკას, ისევე როგორც, „Fashionista“-ს ყველა მონაწილეს, „Promod“-ის სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა. რომელიც მის მიერ შერჩეული ქვედაბოლოსთვის გამოიყენა და შეიძინა.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე