X

ფეხსაცმელი და ქალის ხასიათი (ტესტი)

FUN-ტესტი
08.01.2017 18:00
877

ფეხსაცმლის სტილი ქალის ხასიათის შესახებ საგულისხმო მინიშნებებს გვაძლევს...

მაღალი ქუსლები
ქუსლებზე ძირითადად ისეთი ქალები დგებიან, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ. ქუსლებზე დგომისას სხვებზე უპირატესად გრძნობენ თავს.

უხეში ფეხსაცმელი
ის გარეგნულად ყოველთვის მიმზიდველია, მოსწონს ფლირტი, ახალი ნაცნობობა, არიან დელიკატურები, მაგრამ, თუ გააბრაზეთ, უხეშობაც არ უჭირთ.

სწორი ძირი
ყოველთვის სხვას არიგებენ ჭკუას და ძალიან ამბიციურები არიან.

მაღალი პლატფორმა
საკმაოდ არაპროგნოზირებადები და ამავე დროს ფრთხილები არიან. ასეთ ფეხსაცმელს ფსიქოლოგების დიდი ნაწილი ატარებს.

დაბალი პლატფორმა
რომანტიკულები არიან, არ უყვართ კონფლიქტი. ისინი ყოველთვის წარმატებას აღწევენ სწავლასა თუ კარიერაში.

ჩუსტის ტიპის ფეხსაცმელი
ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და ამ დროს ბევრს ტირიან. ხასიათით რბილები არიან და ბევრი რამის პატიება შეუძლიათ.

მამაკაცური ფეხსაცმელი
ისინი მუდმივად დაღლილები არიან, სამსახურში ბევრი საქმე აქვთ და საღამოს ენერგია აღარ რჩებათ დიასახლისობისთვის.

სპორტული ფეხსაცმელი
ისინი ძალიან ცვალებადები არიან, მოსწონთ კომფორტი, ღია და გულწრფელი ადამიანები არიან.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია
წყარო: galanews