თუ თქვენ აირჩიეთ №1
თქვენთვის სახლში სისუფთავე და წესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდოს, რასაც ოჯახის წევრებისგანაც ითხოვთ. მთავარია, ამან კონფლიქტები არ გამოიწვიოს. ასე გააგრძელეთ!
თუკი თქვენ №2 აირჩიეთ
თქვენ წესრიგზე იმდენად არ ზრუნავთ, რამდენადაც იმაზე, რომ სახლში ყველაფერი მდიდრულად გამოიყურებოდეს. ამიტომ ინტერიერის გაფორმებისას არ ძუნწობთ. თქვენთან სტუმრობისას ყველა თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ გადარდებთ.
თუკი თქვენ №3 აირჩიეთ
თქვენ სახლის დალაგება უფრო გსიამოვნებთ, ვიდრე სამსახურში სიარული. ყოველდღე ალაგებთ სახლს, რწყავთ ყვავილებს და აცხობთ ღვეზელებს. თქვენთან კომფორტი და სიმყუდროვეა. თქვენი ოჯახის წევრებს ძალიან გაუმართლათ.
თუკი თქვენ აირჩიეთ №4
თქვენ იცით, როდის და რა დაალაგოთ, მაგრამ ამ საქმეს ფანატიზმით არ უდგებით. ინტერიერში მინიმალიზმის მომხრე ხართ. ეს ნატურალურ სისუფთავესა და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს! ეშმაკური გეგმაა, ნამდვილად შექების ღირსი ბრძანდებით.