რა უფრო გიყვართ - კიტრი თუ პომიდორი; ნესვი თუ საზამთრო?

FUN-ტესტი

12 მარტი 13:00, 2018 წელი

მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და გაეცით ამ ორ კითხვას პასუხი. ამით თქვენ შესახებ ძალიან ბევრი რამ გაირკვევა!

კიტრი და ნესვი
ამგვარი არჩევანი უფრო კაცებისთვის არის დამახასიათებელი.
ამ ტიპის კაცები სერიოზულები არიან. ისინი ნაკლებად ექცევიან გავლენის ქვეშ და ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს. მათ შორის ბევრი სპორტსმენი და მოგზაურობის მოყვარულია.
ამგვარ კაცთან ქალი თავს ისე იგრძნობს, როგორც ქვის კედლის მიღმა - მისი პასუხისმგებლობები ოჯახურ ცხოვრებაზეც ვრცელდება.
ამგვარი კაცები მიზანმიმართულები არიან და ხშირად აღწევენ საწადელს.
თუმცა აღნიშნულ ტიპს ნაკლიც აქვს - კიტრ-ნესვის მამაკაცებს რომანტიზმი ნაკლებად ახასიათებთ. ამიტომაც მისგან ქალები ყვავილებს არ უნდა ელოდონ, თუმცა ამაზე სიტყვის ჩარტყმა შეიძლება.
ამ ტიპის ქალები ხშირად აღწევენ საუფროსო სავარძელს და ოჯახურ ცხოვრებაში უსუსურები არიან - ცუდი მზარეულები, ვერ ანაწილებენ ბიუჯეტს, არ უყვართ რეცხვა. თუმცა ამგვარი ქალის სახით კაცი საიმედო და ერთგულ მეგობარს იპოვის.


პომიდორი და საზამთრო
ასეთ არჩევანს მხიარულები და აქტიურები აკეთებენ. მათ მომატებული კომუნიკაბელურობა ახასიათებთ, თუმცა ურთიერთობებისას თანასწორობას ნაკლებად იცავენ: მათი ფეთქებადი ბუნება ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება. 
ამ ტიპის კაცები გურმანები არიან. ზარმაცობენ და ზურგჩანთასა და საძილე ტომარას ჩუსტი და საშინაო ხალათი ურჩევნიათ.
პომიდორ-საზამთროს ქალები ემოციურები არიან, უყვართ ცხოველები,მათ გვერდით ყოველთვის სითბო და სიმყუდროვეა. მათ არ შეუძლიათ ინტრიგების მოწყობა, თუმცა შეუძლიათ, უტაქტონი იყვნენ: ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ.


კიტრი და საზამთრო
ამ ტიპის ადამიანები სულიერ წონასწორობას ხშირად კარგავენ. მათი გარეგანი სიმშვიდე და თავშეკავებულობა შინაგან დაძაბულობას ფარავს.
ამ ადამიანებზე ამბობენ: წყნარი ეშმაკიაო. კიტრ-საზამთროს ადამიანის გვერდით თავს ვულკანის კრატერში გრძნობ - ზოგჯერ არ იცი, რა იქნება ხვალ და რა იდეას ამოაფრქვევს.
კიტრ-საზამთროს ადამიანები ყველაზე შემოქმედები არიან. მათ უყვართ ფიქრი, მათში ბევრია მეცნიერი და გამომგონებელი. მეორე მხრივ, ეს ტესტი კვაჭი კვაჭანტირაძეს რომ გაევლო, კიტრ-საზამთროს ადამიანთა შორის მოხვდებოდა.


ნესვი და პომიდორი
თუკი თქვენთვის ეს შეხამება უფრო ახლოსაა, მაშინ გაწონასწორებული, წყნარი ადამიანი ყოფილხართ. თქვენ შინაგანი ტაქტის გრძნობა გაქვთ, გიყვართ ლამაზი ნივთები და კარგი გემოვნებაც გაგაჩნიათ.
ამგვარი ტიპის ქალები მოსიყვარულეები და მგრძნობიარენი არიან. სიყვარულში დიდ ვნებას ავლენენ. მათგან ერთგული, ნაზი და მზრუნველი მეუღლეები გამოდიან.
აი, ამ ტიპის კაცები კი, სავარაუდოდ, თავის თავში შეყვარებული ეგოისტები არიან.


P.S.  საუკეთესო საქორწილო კავშირები მყარდება:


კაცი „ნესვი-კიტრი“ და ქალი „კიტრი-საზამთრო“


კაცი „ნესვი-პომიდორი“ და ქალი „ნესვი-კიტრი“


კაცი „კიტრი-საზამთრო“ და ქალი „პომიდორი-საზამთრო“


კაცი „პომიდორი-საზამთრო“ და ქალი „პომიდორი-ნესვი“

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გაიგეთ, ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოასწორეთ შეცდომები

ამისთვის გაიარეთ ეს მარტივი ტესტი - დაუფიქრებლად აირჩიეთ ერთ-ერთი საათი, ოღონდ ამ დროს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდენით. მხოლოდ ასე მიიღებთ ზუსტ შედეგს.
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

6 ნივთი, რომელიც ხელს უშლის კეთილდღეობას - როგორც სახლში, ასევე კომპანიების ოფისებში!

თავისთავად ნეგატიური და პოზიტიური ნივთი არ არსებობს, მაგრამ არასწორად განლაგებით, როგორც ფენ-შუი განმარტავს, ნივთებმა შესაძლოა კეთილდღეობას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას...  
ამბები

 „სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონულ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის.