აირჩიეთ 2 ჯადოსნური ნივთი და გაარკვიეთ, რა არის თქვენი მთავარი პრობლემა

FUN-ტესტი

26 მარტი 13:00, 2018 წელი

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ზღაპარში მოხვდით. აირჩიეთ ორი ჯადოსნური ნივთი: პირველი, რომელიც ამ მომენტში აუცილებლად გჭირდებათ და მეორე, რომლის გარეშეც თავისუფლად გაძლებთ და ამიტომ დიდად არ გჭირდებათ.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა:


ჯადოსნური ჯოხი;


უჩინმაჩინის ქუდი;


მფრინავი ხალიჩა;


ჯადოსნური სუფრა;


ჯადოსნური ძაფის გორგალი;


ახალგაზრდობის ვაშლი;


ჯადოსნური სარკე;


ბროლის ბურთი;


ჯადოსნური ხმალი.



შეგახსენებთ, რომ თქვენ უნდა აგერჩიათ ორი ჯადოსნური ნივთი - 
პირველი, რომელიც ამ მომენტში აუცილებლად გჭირდებათ და მეორე, რომლის გარეშეც ახლა თავისუფლად ძლებთ და ამის გამო ძალიანაც არ გჭირდებათ.

ახლა უკვე შერჩეული ნივთების განსაზღვრება:


მაშ ასე:
პირველად შერჩეული ნივთი, რომელიც ესოდენ გესაჭიროებათ -  ეს ის რესურსები და უნარებია, რომლებიც თქვენ გაქვთ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ იყენებთ ანდა არ გჯერათ, რომ მსგავს რესურსსა და უნარებს ფლობთ.
მეორე ნივთი, რომლის გარეშეც ახლა თავისუფლად ძლებთ - ეს ის რესურსები და უნარებია, რომელთა გარეშეც შეგიძლიათ ცხოვრება, მაგრამ მუდმივად ეძებთ სხვა ადამიანებში, კერძოდ კი - საკუთარ პარტნიორში. სწორედ ეს გაკლიათ ბედნიერი ცხოვრებისთვის.

ჯადოსნური საგნების ინტერპრეტაცია


ჯადოსნური ჯოხი - საკუთარი ძალების რწმენა, დასახული ამოცანების გადაწყვეტისა და ჩანაფიქრის მიღწევის უნარი. ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.


უჩინმაჩინის ქუდი - ეშმაკობა, მოქნილობა ურთიერთობაში, მიზნის მისაღწევად ბლეფის უნარი. ასევე, საქმისადმი არასტანდარტული მიდგომა, ირონიულობა და მახვილგონიერება.


მფრინავი ხალიჩა - მახვილგონიერება, ვითარებაზე ზემოდან ხედვა. გუნდში მუშაობის უნარი. გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.


ჯადოსნური სუფრა - კარგი იდეებისა და პრობლემის გადაწყვეტის გზების სწრაფად გენერირების უნარი.


ჯადოსნური ძაფის გორგალი - ადამიანთა წინამძღოლობის, ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის გზების სწრაფად პოვნის უნარი. ლიდერის თვისებები და სამუშაოს სწრაფად ორგანიზების უნარი.


ახალგაზრდობის ვაშლი - გამოსავლის პოვნის, ანალიზირებისა და სწორი დასკვნების გამოტანის უნარი. თანაგრძნობის, დახმარების გაწევის სურვილი. გულმოწყალებისა და სხვა ადამიანების დახმარების უნარი.


ჯადოსნური სარკე - ინფორმაციის სწორად მიწოდებისა და საკუთარი აზრის გამოთქმის უნარი. არ ეძებთ  შორ გზებს, არაფერს ერიდებით, მხოლოდ პირდაპირ მოძრაობთ.


ბროლის ბურთი - მოვლენების წინასწარ გამოცნობისა და გრძნობის უნარი. კარგადაა განვითარებული ინტუიცია და ნათელმხილველობა.


ჯადოსნური ხმალი - პრობლემის გადაწყვეტისა და მიზნის მიღწევის დროს ძალას იყენებთ. ხელის ერთი მოსმით ჭრით და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებით. რისკი გიყვართ და მიზნის მისაღწევად ყველაფერს ფსონში ჩადიხართ. არ გეშინიათ შეცდომების დაშვების.


 

წყარო
საკნატუნო ამბები

რა არის ის, რაც ქალს მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონს

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია. 
დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.
კულინარია

სპაგეტი ფრიკადელებით - გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი

ამ უგემრიელეს იტალიურ კერძს, სულ რაღაც, ნახევარი საათში მოამზადებთ და თანაც ყველა ინგრედიენტი ადვილად ხელმისაწვდომია.
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.