1. დღის რჩევა: თქვენს გზაზე ბევრი წინააღმდეგობაა, რომელიც თქვენ წინსვლას საგრძნობლად აფერხებს. თამამად გასწიეთ წინ და წინააღმდეგობის გადასალახავად საკმარისი ძალა დახარჯეთ. წადით გონივრულ რისკზე და დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.
თუკი საცხოვრებელთან ანდა უძრავ ქონებასთან რაიმე საკითხი გაქვთ გადასაჭრელი, შეეცადეთ, უახლოეს დღეებში მოაგვაროთ: ბანქო ახალ სახლს (ოფისს, ბინას და ასე შემდეგ) გიწინასწარმეტყველებთ.
2. დღის რჩევა: ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იღბლის იმედზე იყავით. უახლოეს დღეებში ბედი მტკიცე და ურყევი ხელით გმართავთ.
გაფრთხილება: ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს და შემთხვევითობებს - მთავარია მათი სწორად გაგება და რეკომენდაციების მიღება.
3. დღის რჩევა: შეეცადეთ, თქვენს საქმეებს, პრობლემებს, ცხოვრებას სხვა მხრიდან შეხედოთ. შეყოვნდით და ანალიზით დაკავდით. შეეცადეთ, თქვენთვის საინტერესო საკითხზე დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ. თქვენი ახალი ცოდნის წყარო ახალი ნაცნობები, ბიზნესპარტნიორები და მეგობრები იქნებიან.
ნუ იტყვით უარს დაგეგმილ მგზავრობაზე ანდა მივლინებაზე - უახლოეს დღეებში ამგვარი მგზავრობა ძალიან სასარგებლო იქნება.
გაფრთხილება: თქვენი მეთოდები, ხერხები, აზრები იმდენად აქტუალური აღარაა. ამიტომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას „ძველი ხერხებით“ ნუ მიიღებთ. ხელს ნუ ჰკრავთ თქვენთვის უცნობ ადამიანს, ცოდნას ანდა ინფორმაციას.
4. დღის რჩევა: თამამად მიიღეთ გამოწვევა, ჩაერთეთ ღია ბრძოლაში, აქტიურად დასახეთ მიზნები, პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც ადრე თავიდან იცილებდით. გამარჯვებების დროა. საუკეთესო პერიოდია ავტომობილის შესაძენად ანდა სამოგზაუროდ.
გაფრთხილება: არ გაუშვათ შანსი. თუკი უახლოეს დღეებში რაღაც არ გამოვა, ის არც შემდეგ გამოგივათ.