რომელ ბავშვთან აიგივებთ თავს?
12:00 ორშ. 31 მაისი, 2021 წელი
თქვენი არჩევანით თქვენში დამალული ბავშვისგან საინტერესო გზავნილს მიიღებთ.
1. „არ დამალოთ გრძნობები“
რაც გაიზარდეთ, საკუთარი გრძნობების დამალვა დაიწყეთ. არ გიყვართ გულის გადაშლა და საკუთარი გრძნობების გამჟღავნება. ეს ძალაუნებურად თქვენზე გავლენას ახდენს. ამიტომაც თქვენში დამალული ბავშვი გირჩევთ: „თქვით, რასაც გრძნობთ!“ და ნახავთ, როგორ გაგიადვილდებათ ცხოვრება.
2. „ნუ ეწინააღმდეგებით თავს“
თქვენში მეოცნებე ბავშვი ცხოვრობს. მაგრამ ის მიივიწყეთ, რათა სერიოზული ადამიანი გამხდარიყავით. ნუ ზრუნავთ იმაზე, რას იფიქრებენ თქვენზე. მთავარია, თქვენ რას ფიქრობთ და რა გსურთ!
3. „დღეს დამეგობრებისთვის კარგი დღეა“
ბავშვები ძალიან სპონტანურები არიან. როცა სიყვარულს ხედავენ, მოდიან და გეკითხებიან: „გინდათ ვიმეგობროთ?“ უფროსები კი ხშირად საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და უცნობების გვეშინია. ჩვენ გვიძნელდება ახალი მეგობრების შეძენა.
თუკი მე-3 ბავშვი აირჩიეთ, ეს იმის ნიშანია, რომ უნდა გაიხსნათ, ახალი მეგობრები შეიძინოთ და ახალი შთაბეჭდილებებით აივსოთ.
4. „იყავით ცნობისმოყვარე“
ბავშვებს ყველაფრის ცოდნა სურთ და ამიტომაც ბევრ კითხვას სვამენ. თუკი ეს ბავშვი აირჩიეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობისმოყვარეობის გრძნობა დაკარგეთ.
დაიბრუნეთ აღმოჩენის, კვლევის, საგნებზე სხვა კუთხით შეხედვის უნარი.
5. „ცხოვრება თამაშია“
ცხოვრებისეულ პრობლემებს ძალიან სერიოზულად უდგებით. ბავშვები არ წვალობენ და არ ბრაზდებიან, ისინი მიმდინარე მომენტით ცხოვრობენ.
გახსოვდეთ, ცხოვრება თამაშია. გეყოფათ სასაცილო ამბების გამო ღელვა. დატკბით იმით, რაც მთავარია: ოჯახი, მეგობრები, გატაცებები.
6. „თუკი წარმოდგენა შეგიძლიათ, მაშასადამე რეალურია“
თქვენ ყოველთვის დიდი ამბიციები და პროექტები გქონდათ. მუდამ ხედავდით იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. თუმცა ყოველდღიური საზრუნავის გამო ოცნებების ასრულებაზე ხელი ჩაიქნიეთ. მაგრამ გახსოვდეთ - „არაფერია შეუძლებელი!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან