1. წითელი ვარდის არჩევა ნიშნავს: თქვენ ვნებიანი საყვარელი ხართ!
თქვენ მდიდარი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობთ და საძინებელში ცეცხლს ანთებთ. ძლიერ ენერგიას აფრქვევთ და ყველაფერს აკონტროლებთ. თქვენს პარტნიორებს თქვენში სწორედ ეს თვისება მოსწონთ!
2. ყვითელი ვარდის არჩევა ნიშნავს: თქვენ ჰარმონიული საყვარელი ხართ!
ყურადღებიანი და მომხიბლავი. ცხოვრებაში და განსაკუთრებით სიყვარულში წონასწორობის მიღწევას ცდილობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გულსა და გონს უგდებთ ყურს.
3. თეთრი ვარდის არჩევა ნიშნავს: თქვენ იდუმალი საყვარელი ხართ!
ცხელი და მაცდური ადამიანი, რომელიც იშვიათად ამჟღავნებს თავის ნამდვილ ბუნებას. ამგვარად თავს პოტენციური ტრავმებისგან იცავთ.
4. იასამნისფერი ვარდის არჩევა ნიშნავს: მშვიდი საყვარელი ხართ!
გარშემომყოფებზე დამამშვიდებელ გავლენას ახდენთ. პარტნიორში ნდობასა და ერთგულებას აფასებთ.
5. ვარდისფერი ვარდის არჩევა ნიშნავს: უიმედო საყვარელი ხართ!
თქვენ ზღაპრულ ურთიერთობებზე ოცნებობთ. რასაც გასცემთ, მის სანაცვლოდ იგივეს ელით.
6. ნარინჯისფერი ვარდის არჩევა ნიშნავს: თქვენ სპონტანური საყვარელი ხართ!
სპონტანური და აღტაცებული ადამიანი ბრძანდებით. მუდამ საკუთარ ინტუიციას ენდობით. საკუთარ აზრებს თამამად გამოხატავთ და ეს გრძნობა საძინებელშიც მიგყვებათ.