ფანჯარა 1
წლის ბოლოს შესაძლოა, მნიშვნელოვანი დახმარება გაგიწიოთ იმ ადამიანმა, რომელთანაც მუდმივი საქმიანი კონტაქტი გაქვთ. წარმატება გაქვთ პროფესიონალურ განვითარებასა და საქმიან პრაქტიკაში. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში თქვენ შეიძლება, შემთხვევით ვიღაცის გრძნობებს ცუდად შეეხოთ.
ფანჯარა 2
წლის ბოლოს გაგიჭირდებათ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, ამ დროს კი ვიღაცებმა შესაძლოა, თქვენი კონტექსტიდან სიტყვები ამოიღონ. დიდი შანსია, საკუთრ თავზე რაღაც შეიტყოთ. ნუ იქნებით ძალიან მკაცრი მათ მიმართ, ვინც სამუშაოს შედარებით მსუბუქად უდგება. თქვენი სამაგალითო მიზანდასახულობა სხვებისთვის სტიმულია სრულყოფისკენ სწრაფვისთის.
ფანჯარა 3
ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას შემდეგი რამოდენიმე თვის განმავლობაში. მოგიწევთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ, თუმცა ასეთი მინიშნებები ყოველთვის სწორი ვერ იქნება. მშფოთვარე და ეჭვებით სავსე პერიოდი თებერვლამდე გაგრძელდება, შემდეგ ყველაფერი გაირკვევა და დაიწმინდება, რაც მანამდე ასე გაკლდათ.
ფანჯარა 4
ამ პერიოდში პრიორიტეტების სწორად განაწილება საქმეებში წარმატებებს მოგიტანთ. თუმცა ძალიან ცოტა თუ ახერხებს პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის მოძებნას. შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ და არ არის გამორიცხული, ურთიერთპრეტენზიებმა იმატოს. ეს ის პერიოდია, როცა ბევრი ადამიანი საკუთარ გრძნობებში გაერკვევა და მიხვდება, რომ ახალი ნაბიჯების გადადგმის დროა.
ფანჯარა 5
თუკი აქამდე საქმეზე კონცენტრირება გიჭირდათ, წლის ბოლოს ძალების მოკრებას შეძლებთ და საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელებას შეუდგებით. გადაწყვეტილების მიღებაში
იყავით უფრო თამამი, რაც ადრე გაკლდათ. არ არის გამორიცხული, ახალი იდეები გაგიჩნდეთ და ხორციც შეასხათ მათ. ვიღაცებთან ურთიერთობაში მცირე უთანხმოებებია მოსალოდნელი. ზოგჯერ ამ უთანხმოებების მიზეზი შეიძლება ძველი წყენა იყოს, თუმცა ძირითადად მაინც ურთიერთგაგების დეფიციტს ექნება ადგილი.