ამოიცანით ადამიანის ხასიათი მისი ნაძვის ხის მიხედვით

FUN-ტესტი

28 დეკემბერი 13:00, 2019 წელი

დღეს ძალიან პოპულარულია მსგავსი ასოციაციური კონცეფციები. ფსიქოლოგებიც ხშირად მიმართავენ ამგვარ მეთოდს. თქვენ კი ამ მარტივი ტესტის გავლით შეგიძლიათ, შეამოწმოთ, მართლაც ამოიცნობა თუ არა ასეთი ფორმით ადამიანის ხასიათი...

1. ზომა

მინიატურული ზომის ნაძვის ხეს, ნაძვის ტოტს ან საერთოდ ნაძვის ხის გარეშე ახალი წლის შეხვედრას  აბსტრაქტული აზროვნების ადამიანები ირჩევენ. ისინი სამყაროს სხვაგვარად ხედავენ - არა ისე, როგორ „მიღებულია“; სვამენ უცნაურ კითხვებს და იდეების გენერატორები არიან.



სრულყოფილი ზომის ნაძვის ხეს ის ხალხი ირჩევს, ვინც სიმყუდროვესა და ოჯახურ ღირებულებებს უფრთხილდება. როგორც წესი, ასეთიადამიანები კრიტიკულად აზროვნებენ და ცხოვრების შესახებ ექსპერტულ შეფასებებს აკეთებენ. ისინი პედანტები და პერფექციონისტები არიან.


 


2. მასალა

ხელოვნური ნაძვის ხე უმეტესწილად იმ ხალხის არჩევანია, ვისთვისაც პრიორიტეტულია სარგებელი და მოგება. მათ ლოგიკა წინა პლანზე აქვთ და არა მხოლოდ ფულის, არამედ დროის, სივრცის და ენერგიის ეკონომიაზეც ფიქრობენ. ასეთი ადამიანები ადვილად ეგუებიან გარემოებებს.



ბუნებრივი ნაძვი ხე კი დინჯი ხასიათის ადამიანებს უყვართ. ამასთან, საიმედოობა მათი ხასიათის შეუცვლელი თვისებაა. მათ დიდად არ უყვართ ცვლილებები და პატივს სცემენ ტრადიციებს. ეს ადამიანები წვრილმანსაც კი სიღრმისეულად აანალიზებენ. 


3. ფერი


ტრადიციული მწვანე ფერი, გინდ ბუნებრივი და გინდ ხელოვნური ნაძვის ხისა, იმაზე მიუთთებს, რომ ახალი წელი აღიქმება, როგორც კლააიკა - უკიდურესობების გარეშე. ასეთი ვარიანტის მოყვარული ძალიან ჯიუტია. დამაასიათებელი თვისებებია პრაქტიკულობა და მაქსიმალური კონსერვატიულობა.



ფერადი ფაქტურის ნაძვის ხე კი ქრონიკულად არათანმიმდევრული ადამიანების არჩევანია. თუმცა მათ ვერ შეაფასებთ ზედაპირულ ტიპებად - უბრალოდ, ბევრ საკითხში დაუფიქრებლები არიან. მათ ძალიან უყვართ ცვლილებები და, შესაბამისად, ექსპერიმენტებიც, თანაც - ნებისმიერ თემაზე.


 


4. მოსართავების რაოდენობა


თუკი მოსართავები მნიშვნელოვანია, ასეთ ადამიანს შეიძლება, სნობი ვუწოდოთ, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ამას მათში ჩადებული მშვენიერების სიყვარული განაპირობებს. მათ საუკეთესოდ შეუძლიათ განწყობის შექმნა; ამასთან, ცნობისმოყვარე და ძალიან კეთილი ხალხია. მათ ვიზუალური ფიგურალური აზროვნება აქვთ და ადვილად იციან გატაცება იმ საქმით, რომელიც იმწუთას აინტერესებთ.



თუკი გადატვირთული მორთულობა არ უყვარს, ესე იგი, ადამიანს აქვს მომავლის განჭვრეტის უნარი და პრაქტიკულობას აფასებს ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში. ამასთან, მას შეუძლია, პრობლემები წინდაწინ გათვალოს, თანაც - მათ წარმოქმნამდე კარგა ხნით ადრე. 


 


5. საჩუქრების ადგილი


საჩუქრები ნაძვის ხის იმ ადამიანის არჩევანია, ვისაც ცხოვრებისეული მიზნისკენ სწრაფვაში შესაშური სიჯიუტე ახასიათებს. მისთვის სიმშვიდე და საკუთარი თავის კონტროლის უნარიც ასევე თანდაყოლილი თვისებებია.



საჩუქრის ხელში მიცემა კი იმ ადამიანს ურჩევნია, ვისაც პირდაპირობა უყვარს და სიტყვისთვის ჯიბეში არ ჩაძვრება. ისინი ამბიციურები და ხშირად სულსწრაფები არიან, არ უყვართ ზედმეტი დეტალები არაფერში.




***
დაბოლოს - არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ნაძვის ხეს აირჩევთ, მთავარია, მან სიხარული მოგანიჭოთ. გახსოვდეთ, რომ დღესასწაულს ქმინიან არა საგნები, არამედ ის აზრი და დატვირთვა, რაც ამ საგნებშია ჩადებული.


 


 

დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება...