რაზე მეტყველებს თქვენი საფულე?

FUN-ტესტი

22 ივნისი 18:15, 2016 წელი

არსებობს ცრურწმენა, რომ ოქროსფერი საფულე ფულს იზიდავს, შავ საფულეში კი ვერასდროს ჩადებთ დიდ თანხას. ასევე ზოგს სჯერა, რომ საფულის გადაგდება არ შეიძლება, რადგან მომავალში მასში დაკარგულ ფულს აღმოაჩენთ. მოკლედ, საფულე იდუმალებით მოცული ნივთია, რომელსაც თქვენი ხასიათის თავისებურებების გამოაშკარავებაც შეუძლია.

თუ თქვენ პატარა საფულე გაქვთ...
პატარა საფულეებში პლასტიკური ბარათები არ ეტევა, ამიტომ იქმნება ილუზია, თითქოს ადამიანს მცირე შემოსავალი აქვს. სინამდვიეში თქვენ ეკონომიური მხარჯველი ხართ, რომელიც ხურდას დახლზე არასდროს ტოვებს. ბოლოს და ბოლოს, თუ მილიონს ერთი თეთრი აკლია, მილიონი აღარ არის. პატარა საფულეში ხურდების თავმოყრა უფრო კომფორტული და ადვილია, ვიდრე დიდში. მასში ასევე შეგიძლათ მოათავსოთ ქეში. ფსიქოლოგების აზრით, ადამიანები, რომლებიც უპირატესობას მცირე ზომის საფულეს ანიჭებენ, დიდ დროს უთმობენ ფიქრს, გამოირჩევიან პუნქტუალობით, სისუფთავით და წესრიგის სიყვარულით. 


თუ თქვენ ტილოს საფულე გაქვთ...
თქვენს გულში ჯერ კიდევ თინეიჯერი ცხოვრობს. გეზარებათ მუშაობა, არასდროს უშვებთ გართობის შანსს ხელიდან, დადიხართ წვეულებებზე, გიჭირთ სერიზული ურთიერთობის წამოწყება, ელვისებური სისწრაფით გეცვლებათ განწყობა და ინტერესები. სამწუხაროდ, რთულია, ადამიანი დაგეყრდნოთ. გეშინიათ პასუხისმგებლობის, ცდილობთ, თავისუფლება მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოთ. მიგაჩნიათ, რომ ასაკი მხოლოდ რიცხვია და სულიერ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. 


თუ თქვენ ნეილონის საფულე გაქვთ...
ადამიანებზე საქმიანი და სერიზული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებთ. სპორტული ტიპაჟი ხართ. ცდილობთ, ჯანსაღი წესით იცხოვროთ, სწორად იკვებებით და ფიზიკურ დატვირთვასაც სათანადო დროს უთმობთ. როგორც გარეგნულად, ასევე სულიერად ძლიერი ხართ, ამიტომ წინააღმდეგობები პანიკაში არ გაგდებთ. კრიტიკულ მომენტებში მისაბაძ გონივრულობას და სიმშვიდეს ავლენთ. გარშემომყოფებს იზიდავთ, კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ. ზომიერებას იჩენთ ხუმრობისას,  ნაცნობს ან კოლეგას თავს უხერხულად არასდროს აგრძნობინებთ.


თუ თქვენ ტყავის საფულე გაქვთ...
თავდაჯერებული პიროვნება ხართ, რომელსაც გარშემომყოფებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგწონთ. გეხერხებათ ფულის შოვნა. თქვენი ქარიზმის წინაშე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები უძლურები არიან. ხშირად ეხვევით სასიყვარულო თავგადასავლებში, მაგრამ თუ გულწრფელად შეგიყვარდებათ, რჩეულის ერთგული იქნებით. ზრუნავთ ოჯახის წევრებზე და მეგობრებზე. ადამიანებს ადვილად პატიობთ შეცდომებს, მაგრამ თუ წითელ ზოლს გადასცდებიან, თქვენი ცხოვრებიდან სარეველასავით იშორებთ. კარგად ერკვევით საკუთარ სურვილებში, იცნობთ თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს. გიჭირთ ბოდიშის მოხდა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?