რაზე მიანიშნებს თქვენი შიში?

FUN-ტესტი

5 ივლისი 21:50, 2016 წელი

ტექსტში ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ, თუ რისი გეშინიათ ყველაზე მეტად და გაიგეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარ თავზე...

1. არასრულყოფილება
თუ თქვენ არასრულყოფილების გეშინიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვთ დაუოკებელი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ხშირად გეუფლებათ გრძნობა, რომ ირგვლივ არაფერი ხდება, რაღაც მუდმივად გაკლიათ... პუნქტუალური, პატიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. თქვენთვის მთავარი მოტივაცია საქმის მაღალი ხარისხით კეთებაა. იმის გამო, რომ გეშინიათ, არ დაგცინონ, ხშირად ვერ ამჟღავნებთ ემოციებს. თქვენ არ აღიარებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია, ამიტომ მუდმივად სჯით თავს, თუ რამე კარგად ვერ გააკეთეთ. მართალია, განვითარებას და წინსვლას გამუდმებით ცდილობთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ტანჯვად არ უნდა გადაგექცეთ.



2. მარტოობა
თუ თქვენ მარტოობის შიში გტანჯავთ, მოტივირებული ადამიანი ყოფილხართ. შეუდარებელი ინტუიციის წყალობით, ყოველთვის იცით, რა გინდათ. გაქვთ უნარი, თავი სხვას მიუძღვნათ. თქვენ ძალიან ბევრს ნიშნავთ ახლობლებისთვის და ეს ისაა, რაც თავდაჯერებულობას გმატებთ. ხშირად ხართ მოწყენილი და ამის მიზეზი ისაა, რომ სხვები ვერ ხვდებიან, რა გჭირდებათ. მტკივნეული პერიოდები ცხოვრებაში ყოველთვის მარტოს გადაგაქვთ. თქვენი მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დაბალი თვითშეფასება გაქვთ.



3. წარუმატებლობა 
თუ თქვენ წარუმატებლობის შიში გაწუხებთ, დაუღალავი შრომით მიჰყვებით ცხოვრებას. მებრძოლი ადამიანი ხართ და გამიზნულად მოქმედებთ - იცით, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ  წარმატებას. თქვენ შეგიძლიათ სამსახურში კარგი შედეგი დადოთ, ორგანიზებულად იმოქმედოთ, შექმნათ ხარისხიანი პროდუქტი. არ იცით შესვენება,  გიყვართ გადაწყვეტილებების მიღება. ამასთან, საყვარელი ადამიანების მიმართ გადამეტებულ ყურადღებას იჩენთ. თქვენ გიკვირთ ისეთი ადამიანების, რომლებიც უბრალოდ და სპონტანურად ცხოვრობენ.



4. ერთფეროვნება 
თუ თქვენ ერთფეროვნების გეშინიათ, ზომიერი ემოცია თქვენთვის უინტერესოა. მუდმივად ეძებთ სილამაზეს, ესთეტიკას, სიყვარულს... გსურთ, თანაუგრძნობდეთ სხვა ადამიანებს. ძალიან გიყვართ ოცნება და ღრუბლებში ფრენა. თავს არიდებთ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობებს. გაქვთ მიდრეკილება შემოქმედებისკენ, ორიგინალური და საინტერესო ხართ, არ ჰგავხართ ყველას. ხშირად გტანჯავთ მიტოვების ეჭვი, გეხერხებათ სხვისი ემოციების თანაგრძნობა. 



5. უცერემონიობა 
თუ თქვენ უცერემონიობის გეშინიათ, დისტანციას იცავთ საზოგადოებაში. უფრთხილდებით დროს, სწავლა კი სტიმული და სიამოვნებაა თქვენთვის. შინაგანი სიცარიელის თავიდან ასარიდებლად, საკუთარ თავში ჩაკეტვა გიყვართ. ამ დროს ვერავინ გაბედავს, ნებართვის გარეშე შემოვიდეს თქვენს პირად სივრცეში. მეგობრებთანაც კი დრო გჭირდებათ, რათა გაიხსნათ. უფრო კომფორტული თქვენთვის მაყურებლის და მსმენელის როლში ყოფნაა.



6. ღალატი 
თუ თქვენ ღალატის გეშინიათ, ლოიალური და ამავე დროს, გამბედავი ადამიანი ხართ. იმის მიუხედავად, რომ არსებულ სიტუაციაში მუდმივად გეპარებათ ეჭვი, თქვენ გარშემო შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად სანდოა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ. თუკი რამე მორალურ წესს არღვევთ, სინდისის ქენჯნა გაწუხებთ. ძალიან გაფასებენ წესიერების გამო. მთელი ცხოვრება სადნო ადამიანებს ეძებთ. გინდათ, შეიქმნათ მშვიდი ოჯახური ცხოვრება, სადაც არაფერი დაგემუქრებათ.  



7. უმოქმედობა
თუ თქვენ უმოქმედობის გეშინიათ, ჭეშმარიტად აზარტული ადამიანი ხართ. ვერ ეგუებით სიღარიბეს. ცხოვრების სწრაფი ტემპით ცხოვრობთ - უამრავ ურთიერთობას ამყარებთ, გაქვთ ბევრი საქმიანი შეხვედრა. რამდენიმე საქმეს ერთად ჰკიდებთ ხელს და  არასოდეს გყოფნით დრო ყველაფრის მოსასწრებად. მუდმივად ახალი შეგრძნებების ძიებაში ხართ. მოგწონთ, როდესაც საკუთარ თავს სიამოვნებას ანიჭებთ. ზოგადად, პოზიტიური და მხიარული ხასიათი გაქვთ. არ გიყვართ, როცა სხვის პრობლემებს იზიარებთ, რადგან ეს ძალიან გამძიმებთ და განწყობას გიფუჭებთ



8. სისუსტე
თქვენ ვერ ეგუებით სისუსტეს, გეშინიათ მისი. ცდილობთ, გააკონტროლოთ თავი ისე, რომ ნებისმიერი სიტუაციაში სისუსტე არ გამოავლინოთ. თქვენთვის ცხოვრება ბრძოლაა. იცით, რომ ადვილად არაფერი მოდის. ამიტომ მეტისმეტად ბევრს იღებთ თქვენს თავზე.  საერთოდ, გამბედაობით და შემართებით გამოირჩევით.  გაქვთ გაუცნობიერებელი მოთხოვნილება, გაფასებდნენ ძლიერი ხასიათის გამო.



9. კონფლიქტი
თუ თქვენ კონფლიქტები გაშინებთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მშვიდობისმოყვარე ადამიანი ხართ. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდ გარემოში იმყოფებოდეთ. კონფლიქტური სიტუაციები ემოციურად იმდენად გთრგუნავთ, რომ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევაც კი იცით, ეძალებით ალკოჰოლს, ნარკოტიკს და სიგარეტს. ვერ გამოგდით უარის თქმა, როდესაც ვინმე დახმარებას გთხოვთ. საკუთარი აზრის გამოთქმას კი ყოველთვის ერიდებით და სხვის აზრს უწევთ ანგარიშს.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?