უზუსტესი ტესტი ხასიათზე ერთ სურათზე დაყრდნობით

FUN-ტესტი

28 ივნისი 18:15, 2016 წელი

ფსიქოლოგებმა შეადგინეს უმარტივესი და უზუსტესი ტესტი თქვენი ხასიათის გამოსაცნობად. უბრალოდ, აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე ახლოა თქვენთან.

თუ თქვენ პირველი სურათი აირჩიეთ...
1. სექსუალური ხართ.
2. ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებთ და ადვილად აქცევთ მათ საკუთარი გავლენის ქვეშ. გასაკვირი არ არის, რომ ქარიზმატულ ლიდერად შეგიძლიათ ჩამოყალიბდეთ.
3. ენრგიითა და ვნებით ხართ სავსე.
4. თავდაჯერებული ხართ.
5. მოვლენების ადეკვატურად შეფასება შეგიძლიათ. დედამიწაზე მყარად დგომა თქვენი უძლიერესი მხარეა.


თუ თქვენ მეორე სურათი აირჩიეთ...
1. გინდათ, რომ ყველამ იცოდეს, რამდენად წარმატებული ხართ. საკუთარი თავით ამაყობთ.
2. ყოველთვის ლოგიკურად მოქმედებთ, თქვენი ცხოვრება საგულდაგულოდ შემუშავებულ თამაშის სტრატეგიას ჰგავს.
3. არავის ეყრდნობით, საკუთარი თავის გარდა.
4. თქვენგან კარგი ბიზნესმენი/ბიზნესლედი გამოვიდოდა.
5. ზოგჯერ რადიკალური ხართ.


თუ თქვენ მესამე სურათი აირჩიეთ...
1. ადაპტაციის კარგი უნარი გაქვთ, ამიტომ ნებისმიერ სიტუაციას შეეგუებით.
2. ცხოვრებაში უმაღლესი მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობთ. გჯერათ, რომ ადამიანი ცხოველზე და შესაბამისად საკუთარ ინსტინქტებზე გაცილებით მაღლა დგას.
3. ერთი შეხედვით მორცხვი ხართ, თუმცა ალხობლებთან იხსნებით და ბევრს საუბრობთ.
4. ადამიანების კრიტიკა გსიამოვნებთ, შეიძლება, არაფერი უთხრათ, მაგრამ მზერით აგრძნობინებთ.
5. შეგიძლიათ, დისტანცია დაიჭიროთ პიროვნებასთან, რომელთანაც ადრე ძალიან ახლოს იყავით, თუ მისი რომელიმე საქციელი არ მოგეწონებათ. ამ დროს უხილავ, გადაულახავ კედელს აშენებთ.


თუ თქვენ მეოთხე სურათი აირჩიეთ...
1. კეთილშობილი ხართ. შეგიძლიათ, ბოლო ლუკმაც კი სხვას გაუნაწილოთ. ტანსაცმელს, რომელიც აღარ გჭირდებათ, ხშირად ურიგებთ გაჭირვებულებს. ხელფასის აღება გიხარიათ, რადგან თქვენი სახლისკენ მიმავალ გზაზე ჩამომსხდარ მოხუცებს დაეხმარებით. 
2. არაჩვეულებრივი მშობელი იქნებით/ხართ. თქვენს შვილში/შვილებში ადმიანურ ფასეულობებს ჩანერგავთ და, რაც მთავარია, კარგ მაგალითს მისცემთ.
3. საიმედო მესაიდუმლე ხართ, სწორედ ამიტომ მეგობრებზე აბსოლუტურად ყველაფერი იცით. 
4. ადამიანებს შეცდომების  გამო არასდროს აკრიტიკებთ, მიტევების უნარი გაქვთ, რაც სხვებზე ერთი საფეხურით მაღლა გაყენებთ. 
5. თქვენთვის მნიშვნელოვანია სულიერი ჰარმონია, ამიტომ ბალანსს არასდროს კარგავთ.


თუ თქვენ მეხუთე სურათი აირჩიეთ...
1. თავმოყვარე ადამიანი ხართ, ამიტომ სხვის ღირსებას არასდროს შელახავთ. კამათისას დროულად ჩერდებით და წითელ ხაზებს არასდროს სცდებით.
2. საკუთარ თავს ხშირად თვითკრიტიკულად უდგებით, რაც დახვეწაში გეხმარებათ. სხვის კრიტიკას, თუნდაც უსამართლოს, მტკივნეულად არ აღიქვამთ.
3. დიდ დროს ატარებთ წიგნით ხელში და ხშირად დადიხართ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებზე. თქვენთვის მნიშვნელოვანია ესთეტიკური სიამოვნებაც.
4. ფილოსოფიური აზროვნება გაქვთ, რის გამოც ყველა ვერ გიგებთ. სამყაროს სიღრმისეული აღქმის უნარი ერთდროულად თქვენთვის  უდიდესი საჩუქარი და სატანჯველია.
5. ძალიან კარგი მეგობარი ხართ!


თუ თქვენ მეექვსე სურათი აირჩიეთ... 
1. ელეგანტური ადამიანი ხართ, რომელსაც ზომიერების დაცვა არასდროს ავიწყდება - არა მარტო ჩაცმისას, არამედ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. კარგად მართავთ თქვენს ემოციებს.
2. თქვენი გონება იდეების გენერატორია. რთულ სიტუაციებში მარტივ გამოსვალს ადვილად პოულობთ. ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა თქვენი ერთ-ერთი გასართობია.
3. კარგი ოპონენტი ხართ, თქვენი არგუმენტები მუდამ დამაჯერებელია. საინტერესოდ მსჯელობთ, ამიტომ, მოწინააღმდეგესთან ერთად, მსმენელებსაც კი ითრევთ საუბარში.
4. ვერ იცხოვრებთ არაკომფორტულ  გარემოში, ამიტომ როცა საკითხი დაოჯახებას ეხება, ცივი გონებით იღებთ გადაწყვეტილებას. 
5. ბევრი წინააღმდეგობა გადალახეთ, თუმცა ვერაფერმა გაგტეხათ.


თუ თქვენ მეშვიდე სურათი აირჩიეთ...
1. ემოციური ხართ, რაც ადამიანებს ან აფრთხობს, ან მათში ინეტრესს აღვივებთ.
2. მიდრეკილი ხართ სევდა-ნაღველისკენ. პერიოდულად დეპრესიაშიც ვარდებით. ძალიან ბევრს ფიქრობთ ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ, ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე. სასურველია, ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედოთ. 
3. გამოკვეთილად ინდივიდუალური ხართ, სხვისთვის სრულიად უმნიშვნელო საკითხები თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 
4. კრეატიული ხართ. სამყაროს საინტერესოდ აღიქვამთ. ხელოვნების დარგში შეგიძლიათ, შედევრები შექმნათ. 
5. უცნაური ხასიათი თქვენი მთავარი კოზირია. შარმს გმატებთ.


თუ თქვენ მერვე სურათი აირჩიეთ... 
1. განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობთ ბუნებასთან, გიყვართ ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე სიარული. ყველაზე კომფორტულად ქალაქგარეთ ხართ. სიმწვანე გამშვიდებთ და ჰარმონიის შეგრძნებას გიჩენთ. 
2. იმპულსური ხართ, შეიძლება სწრაფად აფეთქდეთ, ქარიშხალი დაატრიალოთ და უცბადვე ჩაცხრეთ. 
3. შემთხვევითობების არ გჯერათ. გგონიათ, რომ ყველაფერს კანონზომიერება განსაზღვრავს და სამყარო ჯაჭვური ეფექტით არსებობს. ყველა რგოლს თავისი დანიშნულება აქვს.
4. ცოტათი რომანტიკული ხართ. ხშირად აკვირდებით დაისს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მღელვარე ან შედარებით მშვიდ ზღვას, აისს... გინდათ, ამ დროს თქვენ გვერდით საყვარელი ადამიანი იყოს.
5. დაოჯახება ან ოჯახის შენარჩუნება გაგიჭირდებათ, რადგან თავგადასავლების სიყვარული თქვენი განუყოფელი ნაწილია. „რუტინას" ვერ შეეგუებით. 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?