ნახატი 1
გონებამახვილი ხართ. არასდროს გაშინებთ პრობლემები, რადგან მათი მოგვარების გზას ყოველთვის პოულობთ. ობიექტურად აფასებთ მოვლენებს, ლოგიკურად მსჯელობთ და ადეკვატურ დასკვნამდე მიდიხართ. პერიოდულად გიჭირთ ყურადღების მოკრება და საკითხებზე კონცენტრაცია, ამ დროს მონდომებით მუშაობთ საკუთარ თავზე და, რა თქმა უნდა, სასურველ შედეგსაც აღწევთ. რამდენიმე დავალებას ერთდროულად თავს ვერ გაართმევთ. ციცერონი არ ხართ.
ნახატი 2
ხალხში ნდობას იწვევთ, ადამიანების მართვა შეგიძლიათ, გარშემომყოფებს ხშირად ეხმარებით თვითგამორკვევასა და ცხოვრების დალაგებაში. ენთუზიაზმით ხართ სავსე და სიცოცხლისადმი სიყვარულს ასხივებთ. თუ ქალი ხართ, მამაკაცებს თქვენი დომინანტური ბუნება აფრთხობს და თავს მარტოსულად გრძნობთ. ნუ შეშინდებით, აუცილებლად იპოვით ღირსეულ პარტნიორს.
ნახატი 3
გიყვართ მოვლენების გაზვიადება და თქვენი ცხოვრების დრამატულ ფილმად გადაქცევა. ხშირად იმაზე მეტს შფოთავთ და ნერვიულობთ, ვიდრე საჭიროა მოცემულ მომენტში. ძალიან წარმატებული ხართ/იქნებით კარიერული თვალსაზრისით. თქვენზე იტყვიან, ვარსკვლავებს ეთამაშებაო. იდეალისტი ხართ, რაც გარშემომყოფებისგან გამოგარჩევთ. ერთადერთი საფრთხის წინაშე დგახართ - შეიძლება, სამსახურს თავი შესწიროთ, თქვენმა ცხოვრებამ კი გართობისა და სიამოვნების გარეშე ჩაიქროლოს.
ნახატი 4
თქვენთვის ოჯახი პირველ ადგილას დგას. სამსახურში წარმატებას ვერ მიაღწევთ, თუ ზურგს უკან მყარი ოჯახი არ გიდგათ. შინ ცოლ-შვილი/ ქმარი და შვილები უნდა გელოდებოდნენ. ამ შემთხვევაში თავს მშვიდად იგრძნობთ. კარგი მსმენელი ხართ. ადამიანს გასაჭირში არასდროს მიატოვებთ. სხვისი ტკივილი გულთან იმდენად ახლოს მიგაქვთ, რომ ხშირად ხასიათი გიფუჭდებათ.
ნახატი 5
ერიდებით პასუხსიმგებლობის აღებას. არ გინდათ, გაზრდა და ცხოვრებასთან შეჯახება, რადგან თავდაჯერებულობა გაკლიათ. გეშინიათ, ვაი თუ ბრძოლა ვერ მოიგოთ? გახსოვდეთ, წაგება და მოგება ძმები არიან... ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნებით. მთავარია, დაცემის შემდეგ წამოდგომა შეძლოთ. დიდ დროს უთმობთ გართობას. ეძებთ ადამიანებს, რომლებიც გაგამხნევებენ და განწყობას აგიმაღლებენ. კომუნიკაბელური ხართ და ხალხში სიყვარულს ავრცელებთ.