რას ამბობენ თქვენზე ძვირფასი ქვები?

FUN-ტესტი

9 ივლისი 12:50, 2016 წელი

ძვირფასი ქვები სხვადასხვა ენერგიის მატარებლები არიან. აირჩიეთ, რომელიც მოგწონთ და ნახეთ, რა არის თქვენი ხასიათის გამორჩეული თვისება...

1. მარგალიტი
მარგალიტი სიბრძნესა და პატიოსნებასთან ასოცირდება. თუ თქვენ არჩევანი მარგალიტზე შეაჩერეთ, კეთილი და მოაზროვნე ადამიანი ხართ. ზომიერი სიამაყითა და თავმდაბლობით გამოირჩევით. თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში რაღაცის მოლოდინი გქონდათ და იმედი გაგიცრუვდათ, არ ინერვიულოთ. ყველა სირთულის გადალახვას შეძლებთ.


2. ლალი
ლალი ცეცხლისა და მამაცი გულის სიმბოლოა. თუ თქვენ ლალის თვალი აირჩიეთ, იმპულსური და ექსცენტრიკული ადამიანი ხართ. დიდი გავლენა გაქვთ ახლობლებზე. არ გაქვთ შიშის გრძნობა. ოპტიმიზმი, ძალა და გამბედაობა გახასიათებთ. ლალი ცეცხლის ენერგიის წყაროა. თქვენში დიდი ენერგია იმალება. თუ თქვენ ამ ძალას გამოიყენებთ, ყოველთვის გამარჯვებული იქნებით.


3. ალმასი
ალმასი „ურღვევი“ ქვაა. ადამიანი, რომელიც ალმასს ირჩევს, გამძლეობა ახასიათებს და მიზანდასახულია. თუ თქვენც ალმასი აირჩიეთ, კეთილი და მოაზროვნე ტიპის ადამიანი ხართ. უკომპრომისოდ შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. გიყვართ თავისუფლება. თქვენ გახასიათებთ გულწრფელი დამოკიდებულებები და არასოდეს ტყუვდებით.



4. ლურჯი ტოპაზი
თუ თქვენ ლურჯი ტოპაზი აირჩიეთ, მშვიდი, გაწონასწორებული და კაცთმოყვარე ადამიანი ხართ. საიმედოობითა და სიფრთხილით გამოირჩევით. თქვენ შეგიძლიათ, დამაჯერებელი იყოთ. მომავალში უფრო მეტად დაიხვეწებით და მშვიდობის მოყვარულის როლს კარგად მოირგებთ.



5. პერიდოტი
პერიდოტი ძალიან იშვიათი, ეგზოტიკური და იდუმალი ქვაა. თუ თქვენ არჩევანი პერიდოტზე შეაჩერეთ, ბევრი საიდუმლოს მატარებელი ხართ. თქვენ გაგაჩნიათ ბუნებრივად სუფთა ენერგია და გაქვთ იმის უნარი, რომ ოჯახის წევრები დაიცვათ უარყოფითი აურისგან. მომავალში ბრწყინვალე პერსპექტივა გელოდებათ -საინტერესო და მოულოდნელ შემოთავაზებას მიიღებთ.



6. აკვამარინი
თუ თქვენ აკვამარინის ქვა შეარჩიეთ, თავგადასავლების მაძიებელი ხართ. აკვამარინის ქვა ზებუნებრივი ძალების მატარებელია. ადამიანი, რომელიც ამ ქვას ირჩევს, ბოლო პერიოდში ცხოვრებისგან არის დაღლილი. არ ინერვიულოთ, თქვენ წარმოუდგენელი სიახლეები გელოდებათ. 



7. ტანზანიტი
თუ თქვენ ტანზანიტის ქვაზე შეაჩერეთ არჩევანი, კარგად განვითარებული ინსტინქტები გაქვთ. თუმცა, ინტუიციას არ ენდობით ხოლმე. თქვენი პიროვნული თვისებებით შეგიძლიათ, დაეხმაროთ დეპრესიაში მყოფ ადამიანებს. ხასიათით ოპტიმისტი ხართ. თუ სამომავლოდ ინსტინქტებს დაეყრდნობთ, აუცილებლად გამარჯვებული გამოხვალთ.



8. ციტრინი
თუ თქვენ ციტრინის ქვა შეარჩიეთ, კრეატიულ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით. გონებაგახსნილი და ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. ისინი, ვინც ციტრინს ირჩევენ, გუნდში წამყვან ადგილს იკავებენ და უამრავი საინტერესო იდეა აქვთ. მომავალში ამ ადამიანებს შეეძლებათ, უარყოფითი სიტუაციები პოზიტიურად გარდაქმნან.



9. ვარდისფერი ტურმალინი
თუ თქვენ ვარდისფერი ტურმალინი აირჩიეთ, თანაგრძნობით სავსე ადამიანი ხართ. გაქვთ ძლიერად განვითარებული ტაქტილური შეგრძნებები. თქვენ ადამიანებს ძალასა და სიმტკიცეს მატებთ. მომავალში მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ თქვენი თანდაყოლილი ბუნებრივი ნიჭი დადებითად გამოიყენოთ. ამისთვის მოქმედებაა საჭირო.



10. ამეთვისტო
თუ თქვენ ამეთვისტოზე შეაჩერეთ არჩევანი, კეთილშობილი ადამიანი ხართ. შემოქმედებითი ნიჭი და ძლიერი ენერგია გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ, ფხიზლად და მიუკერძოებლად შეხედოთ ყველა სიტუაციას. არასოდეს კარგავთ კონტროლს, სიბრძნე და თავშეკავება გახასიათებთ. სამომავლოდ ძალების აღდგენა დაგჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?