პასუხი თქვენს კითხვაზე ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით

FUN-ტესტი

25 ივლისი 16:00, 2016 წელი

დასვით ნებისმიერი კითხვა, რომელზეც ყველაზე მეტად გაინტერესებთ პასუხი, შემდეგ დახუჭეთ თვალები და სურათზე გამოსახულ მაგიურ წრეზე მაუსით აირჩიეთ რომელიმე ციფრი. თქვენს კითხვაზე პასუხი იხილეთ ქვემოთ:

1. დიახ. თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ ნებდება. ნუ აარიდებთ თავს პრობლემებს, თქვენი საოცარი სიძლიერითა და მოთმინების უნარით შეძლებთ წარმატების მიღწევას. ენდეთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს.


2. დიახ. მაგრამ არა ახლა, მომავალში. ვიღაც თქვენს გზაზე დგას და ცდილობს, სიტუაცია აგირიოთ. არ აღიქვათ ის სერიოზულად და არც ბოლომდე მოადუნოთ ყურადღება. მოერიდეთ კონფლიქტებს. ეცადეთ, მონახოთ პოზიტიური გზა პრობლემის გადასაწყვეტად.


3. დიახ. უახლოეს მომავალში ყველაფერი ისე სწრაფად მოხდება, რომ მოლოდინს გადააჭარბებს. თუ სწორად და გონივრულად მიმართავთ ენერგიას, უპირატესობა თქვენს მხარეს იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში გამოიჩინეთ მოთმინება და უმნიშვნელო დეტალებზე დრო არ დახარჯოთ.


4. დიახ. იღბალი კარს მოგდგომიათ. არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ დაეჭვდეთ სურვილის ასრულებაში. წარმატება დიდი ხანია, თან დაგყვებათ. დატკბით ამ ბედნიერებით.


5. ნამდვილად ახდება თქვენი სურვილი. ყურს ნუ დაუგდებთ სხვის მოსაზრებებს, ამით ხელიდან უშვებთ სასიკეთო სიტუაციებს. აჩვენეთ სხვებს თქვენი ტაქტიკური თამაში და ისე მოიქეცით, რომ ყველა შეგითანხმდეთ მანამ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებენ.


6. ყველაფერი უფრო რთულად იქნება, ვიდრე ელოდებით. არასწორი გზით მიდიხართ. მოუსმინეთ სხვა ადამიანებს, ისინი სწორ გზაზე დაგაყენებენ. ნუ გექნებათ ცრუ მოლოდინი.


7. ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიეცით საკუთარ თავს დრო და შეეცადეთ, მომენტით ისარგებლოთ. ყველაფერი თანდათან მოგვარდება. თუ ეს ამბავი ასე ძალიან გაღელვებთ, ერთი კვირის შემდეგ კვლავ მიმართეთ დახმარებისთვის ამ მაგიურ წრეს.


8. ფრთხილად უნდა იყოთ. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან. დღეს ყველაფერი უფრო ხელსაყრელი ჩანს, ვიდრე რეალურად არის. ფრთხილად იყავით, რათა მომავალში იმედი არ გაგიცრუვდეთ.


9. ეჭვგარეშეა. მაგრამ დახმარების გარეშე ვერაფერს მოახერხებთ. ესაუბრეთ უახლოეს მეგობარს თქვენს პრობლემებზე. ის უფრო საღად შეაფასებს არსებულ სიტუაციას.


10. დიახ. მაგრამ შეცდომაში არ შეხვიდეთ. აჩვენეთ მეტი თავდაჯერებულობა და მაშინ ყველაფერი თქვენი ჩანაფიქრის მიხედვით მოხდება. ამ ეტაპზე შეგიძლიათ, საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ. იმედი არ გაგიცრუვდებათ.


11. ამის კითხვა ნაადრევია. ის, რაც ჯერ არ არის მომწიფებული, არ არის სრულყოფილი. მიჰყევით დროს და დაელოდეთ მოვლენების ხელსაყრელ განვითარებას. მოგიწევთ დათმობაზე წასვლაც. ამის გამო დაგაფასებენ.


12. ეს შესაძლებელია. ყველაფერი უფრო სწრაფად პროგრესირდება, ვიდრე წარმოგედგინათ. მნიშვნელოვანია, რომ არ ეცადოთ, ირგვლივ ისეთი შთაბეჭდილება შექმნათ, თითქოს თქვენთვის ყველაფერი სულერთია. გაითვალისწინეთ, ვიღაცას გულწრფელად სურს, გახდეს თქვენი მეგობარი.


13. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. თქვენ გაუბედავად მოქმედებთ და ამით თქვენი გარემოცვა შეცდომაში შეგყავთ. ისინი არაპროგნოზირებად პიროვნებად გთვლიან. ეს თქვენთვის სასარგებლო აშკარად არ არის. გაანადგურეთ ასეთი იმიჯი. მათ იმაზე მეტად უყვარხართ, ვიდრე გგონიათ.


14. ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენც ჩაერთვებით საქმიანობაში. ნუ დააყოვნებთ, აიღეთ ინიციატივა და ყველა გააოცეთ თქვენი იდეებითა და ეფექტური საქმიანობით.


15. დიახ, შეგიძლიათ, დაეყრდნოთ წარმატებას. თქვენი ბედი მოულოდნელად და სასიკეთოდ შემობრუნდება. ახლა არაფერი ახლის მოფიქრება არ გჭირდებათ, უბრალოდ, დაელოდეთ. ნაჩქარევი ქმედებები გამოიწვევს არასწორი მიმართულებით სვლას, რაც დაგაზარალებთ.


16. თქვენი ყველა იმედი სრულდება. მაგრამ ეს ისე არ მოხდება, როგორც წარმოგიდგენიათ. ამიტომ მზად იყავით ყველანაირი ცვლილებისთვის, მხოლოდ ერთ მიზანზე ნუ ორიენტირდებით. გამოიჩინეთ მეტი მოქნილობა და არ აიცილოთ თავიდან არც ერთი არგუმენტი.


17. ეს ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. კარგად უნდა გაერკვეთ საკუთარ სურვილებში, თქვენი გრძნობები ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული. ძალიან ბევრს მოელით სხვა ადამიანებისგან. უახლოეს დღეებში ყველაფერი ძველებურად დარჩება. თუმცა რაღაც ბედნიერი მოვლენა ნათელს შეიტანს თქვენს ცხოვრებაში. ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.


18. შეიძლება სირთულეები შეგექმნათ. თავიდან იმედგაცრუება გელოდებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურვილის ასრულების შანსი მცირდება. პირიქით: იმედგაცრუება მოვლენების პოზიტიურად განვითარებას ხელს შეუწყობს. თქვენი სამეგობრო წრე გაიზრდება, გახდება უფრო კეთილგანწყობილი და სტაბილური.


19. უნდობლობა და ბოროტება ჯერ კიდევ შორსაა. თუ ვერ შეძლებთ ეჭვების მოშორებას, ბევრ რამეს გააფუჭებთ. თუ იღბალი არ გიმართლებთ, თქვენი გადამეტებული მოკრძალებისა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობის ბრალია. მოიშორეთ ეჭვები და ყოყმანი. იყავით გახსნილი და მეგობრული სხვა ადამიანებთან.


20. დიახ. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, წარმატება კარს მოგდგომიათ. ის თქვენს ხელთაა და კიდევ დიდხანს იქნება თქვენთან ერთად. არ არსებობს ეჭვის შეტანის მიზეზი. დატკბით ბედნიერებით.


21. დიახ. მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დაგრჩათ. იყავით გაბედული, გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვენ წარმატებას მიაღწევთ. გარისკეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაიფიქრეთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს – შემთხვევით არაფერი ხდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?