რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე?

FUN-ტესტი

28 ივლისი 09:00, 2016 წელი

აირჩიეთ კარიკატურა...

თუ 1-ლი სურათი აირჩიეთ...
მიდრეკილება გაქვთ ლიდერობისა და მენეჯერობისკენ. ორიენტირებული ხართ სოციალური სახის საქმიანობაზე. გაქვთ ორატორული და მჭევრმეტყველური ნიჭი, რაც მაღალი დონის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ეფუძნება. თქვენ კარგად ადაპტირდებით საზოგადოებაში. კარგად ახდენთ საკუთარი თავის რეალიზაციას პროფესიულ საქმიანობაშიც.


თუ მე-2 სურათი აირჩიეთ...
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაქვთ. ერთდროულად ბევრი ფუნქციის შეთავსება შეგიძლიათ. იქნებოდით ძალიან კარგი მენეჯერი. თქვენი ტიპის ადამიანები უნდა ფოკუსირდნენ ბიზნესის სფეროში. გიყვართ სუფთად თამაში და ჰიპერმგრძნობელობა გახასიათებთ. ნერვული დაძაბულობის შედეგად ხშირად განიცდით სომატურ დაავადებებს.


თუ მე-3 სურათი აირჩიეთ...
მრავალმხრივი ნიჭი გაქვთ. კარგად გამოგდით წერა. როგორც წესი, თქვენი ტიპის ადამიანებს ორი პროფესია აქვთ არჩეული. ერთი, რომელიც შემოსავლიანია და მეორე, რაც მათი ჰობია. გჩვევიათ მოულოდნელად საპირისპირო მიმართულებით სიარული. თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, არასდროს დაუშვებთ გარშემო ქაოსს.


თუ მე-4 სურათი აირჩიეთ...
კონცეპტუალური ხედვა გაქვთ. შეგწევთ უნარი, განახორციელოთ თქვენი ყველა იდეა. როგორც წესი, ემოციურად გაწონასწორებული ხართ და რაციონალურად იქცევით. თქვენი ტიპის ადამიანები ხშირად არიან ჩართულები ხელოვნების ისეთ სფეროში, როგორიცაა თეატრალური და კინოსამყარო. არიან კარგი ანიმატორებიც.


თუ მე-5 სურათი აირჩიეთ...
კარგად გაქვთ განვითარებული ინტუიცია. გაქვთ ძლიერი ნერვული სისტემა და ამოუწურავი ენერგია. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის უცხადებს მხარდაჭერას უმცირესობებს. ზოგადად, ალტრუისტი ადამიანი ხართ. გაქვთ ხელმძღვანელობის კარგი უნარი და ულევი ფანტაზია.


თუ მე-6 სურათი აირჩიეთ...
გამომგონებელი ადამიანი ხართ. გაქვთ ხატვის ნიჭი, მდიდარი ფანტაზია, სივრცის კარგი აღქმა და ახალი დიზაინის შექმნის უნარი. ხშირად ხართ ჩართული სხვადასხვა სახის ტექნიკურ, მხატვრულ და ინტელექტუალურ შემოქმედებაში. ცხოვრობთ საკუთარი მორალური სტანდარტებით და არავითარ შემთხვევაში არ მიიღებთ გარედან ვინმეს კონტროლს. სავსე ხართ სხვადასხვა ორიგინალური იდეებით.


თუ მე-7 სურათი აირჩიეთ...
მაღალი თანაგრძნობის უნარი გაქვთ. განიცდით მუდმივ ტკივილსა და შფოთვას მოსალოდნელი საფრთხის გამო. ყოველთვის თვალს ადევნებთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ყველა სიტუაციაზე მძაფრად რეაგირებთ. ხშირად თქვენი ენერგია სრულიად უმიზნოდ იხარჯება და ამის გამო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას ვეღარ ახდენთ.


თუ მე-8 სურათი აირჩიეთ...
უფრო მეტად დინჯი ადამიანების ტიპს განეკუთვნებით. ემოციურად ამაღელვებელ სიტუაციებზე აბსოლუტურად საპირისპირო რეაქცია გახასიათებთ. გიყვართ სხვისი იდეების უგულებელყოფა და საკუთარი ინტერესების გატარება. შეგიძლიათ, აიძულოთ სხვები, მიიღონ თქვენი მოთხოვნები და დაემორჩილონ მათ. არასდროს საუბრობთ საკუთარ პრობლემებზე.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?