თქვენი ხასიათის დაფარული შტრიხები (ტესტი)

FUN-ტესტი

23 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

ფსიქოლოგები ადამიანის ფსიქიკასა და მის ნიუანსებს ხშირად სიმბოლოების მეშვეობით არკვევენ. წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ტესტს, რომელიც თქვენი ხასიათის უმთავრეს შტრიხებს დაგანახვებთ...

1. წარმოიდგინეთ, რომ სამოგზაუროდ გაეშურეთ. გზის დასაწყისში ტყე მოჩანს, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ. როგორია ის? ფოთლოვანი, შერეული, წიწვოვანი თუ დაბურული და პირქუში?


2. შედიხართ ტყეში. როგორია თქვენი ემოციები? დაბურულია და გეშინიათ, ნაბიჯებს ფრთხილად ადგამთ; აქა-იქ მზის შუქიც აჭერს და თამამდებით; არც ისე საშიშია; აბსოლუტურად გაუვალი და პირქუშია.


3. ტყის შუაგულში რაღაც არსება გხვდებათ, თქვენი რეაქცია მის დანახვაზე, აღწერეთ ის. საშიში მონსტრია, სასაცილო გნომი, კუდიანი დედაბერი თუ, უბრალოდ, უცნობი ადამიანი, რომელიც თქვენსავით საკუთარ გზაზე მიეშურება.


4. როგორც იქნა, უკან მოიტოვეთ ტყე და მოულოდნელად აღმოჩნდით ქვიშიან, მცხუნვარე უდაბნოში. ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, მოულოდნელად, ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი გხვდებათ. აღწერეთ, როგორია ის? ცარიელია, წყლით სავსე თუ ძვირფასი ქვები ყრია მასში.


5. გზას აგრძელებთ. უკვე ძალიან დაიღალეთ, დაგცხათ და პირიც გიშრებათ წყურვილისგან. გარშემო კი არანაირი საშუალება არ ჩანს წყურვილის მოსაკლავად. მოულოდნელად თქვენ წინაშე ტბა ჩნდება. აღწერეთ, როგორია ის და თავად როგორ იქცევით მის დანახვაზე. მღვრიეა, მაგრამ მაინც გამოიყენებთ დასალევად მის წყალს, კამკამაა და წყურვილის მოკვლა სიამოვნებას გგვრით. გრილდებით, სვამთ და ცოტა ხნით ტბის ნაპირზეც წამოწვებით დასასვენებლად.


6. ისევ გზის გაგრძელება გიწევთ, ამჯერად ქვიშაში ნახევრად ჩაფლულ გასაღებს ხედავთ. როგორია ის და რას უპირებთ მას? გასაღები ოქროსია, მდიდრული – ჯიბეში შეინახავთ, რა იცით, რაში გამოგადგებათ. გასაღები უბრალოა – ლითონის, არ ინახავთ, მისი გამოყენების გზას ვერ ხედავთ. ჩვეულებრივი გასაღებია, მოზრდილი ზომის, ყოველი შემთხვევისთვის, ქამარზე იკეთებთ და გზას აგრძელებთ.


7. მოულოდნელად წინ კედელი გხვდებათ, რომლის იქითაც არავინ იცის, რა არის. რას მოიმოქმედებთ? კედელზე აბობღებას ცდით, რომ დაინახოთ, კედლის იქით რა ხდება. დაიწყებთ ძებნას, იქნებ კარი აქვს სადმე. დაუყვებით კედელს, როგორმე რომ შემოვლითი გზით დააღწიოთ თავი მას.


8. როგორც იქნა, თავი დააღწიეთ ბოლო წინააღმდეგობას და თქვენ წინაშე ნანატრი ოაზისი გადაიშალა, სადაც ყველაფერია, რაც ბედნიერებისთვის გესაჭიროებათ. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად გზად მიმავალ ქარავანს ამჩნევთ. რას მოიმოქმედებთ?
ქარავანს გაჰყვებით ახალი ადგილების სანახავად. უბრალოდ, გააჩერებთ მათ, გამოელაპარაკებით და გზას დაულოცავთ. საერთოდ არ დაინტერესდებით მათი არსებობით.


პასუხები


1. ტყე სიმბოლურად თქვენი აზროვნებისა და ინტელექტის დონის მაჩვენებელია. თუ ის შერეულია, მრავალმხრივი ცოდნა გაქვთ. თუ დაბურული – მისტიკა და ოკულტიზმი გიტაცებთ. თუ ნათელია, ზედაპირული აზროვნების ადამიანი ბრძანდებით.


2. ემოციები, რომელიც ტყეს უკავშირდება, ასახავს იმას, რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენი აზროვნებისა და ინტელექტის შესახებ. თუკი ტყეში ყოფნა გაშინებთ, ადამიანებს უჭირთ თქვენი გაგება. თუ ის დაბურული და პირქუშია, საკუთარი თავის თავადაც ვერა გაგიგიათ რა. შესაბამისად, ვერც სხვები გაგიგებენ. თუ ტყე ნათელია, ბევრისთვის სასიამოვნო მოსაუბრე და კომპანიონი იქნებით.


3. არსება, რომელიც ტყეში გხვდებათ, თქვენი დამოკიდებულებაა საკუთარი მტრების მიმართ. თუ ის საშინელი მონსტრია, ე.ი. მტრების პანიკურად გეშინიათ. თუ მასში საყვარელი გნომი დაინახეთ, მოწინააღმდეგეები სასაცილოდაც არ გყოფნით. ხოლო თუ ის კუდიანი დედაბერი იყო, საკმაოდ გაქნილი და საშიში მტრები გახვევიათ გარს, რომლებიც ხშირად „მეგობრებად“ ინიღბებიან.


4. ქვიშაში ჩაფლული ჭურჭელი სიმბოლურად ნიშნავს იმას, რამდენად გეშინიათ საკუთარ თავში ჩაღრმავების ან თუ კავდებით საერთოდ ფსიქოანალიზით. თუკი ჭურჭელი ცარიელი იყო, მიგაჩნიათ, რომ არაფერი გაქვთ საკუთარ თავთან დასამალი, თუ მასში ძვირფასი ქვები ეყარა, საკუთარ თავს ძალიან ნიჭიერად მიიჩნევთ, თუმცა ამ ნიჭს არასათანადოდ იყენებთ. ხოლო თუ წყლით იყო სავსე, ზედმეტად ემოციური ხართ და ამის გაცნობიერება უნდა გაშინებდეთ, წესით.


5. ტბა და მასთან დაკავშირებული ემოციები, თქვენივე დამოკიდებულებაა სექსთან. თუ ის ბინძურია და მაინც იკლავთ წყურვილს, ხშირად აკრძალული კავშირების უფლებასაც აძლევთ თავს. თუ კამკამა და სუფთაა, წყალს კი სიამოვნებით დაეწაფეთ, თქვენთვის სექსი უდიდესი სიამოვნება და კომფორტია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტბის გასწვრივ წამოწოლაც მოინდომეთ ცოტა ხნით დასასვენებლად, სტაბილურ, ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებთ უპირატესობას.


6. გასაღებთან თქვენი დამოკიდებულება მეგობრებთან ურთიერთობის ფორმას ასახავს. თუ ის ოქროსია და ჯიბეში შეინახეთ, მეგობრები ხშირად გეხმარებიან არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ფინანსურად. თუმცა თავადაც მზად ხართ იგივე ნაბიჯისთვის. თუკი გასაღები ლითონისაა და თქვენ მისი ქვიშიდან აღება არც გიფიქრიათ, არ გესმით მეგობრობის არსი, ხალხს მხოლოდ მეშჩანური მიზნებისთვის იყენებთ, მერე კი უბოდიშოდ აგდებთ მათ თქვენი ცხოვრებიდან. თუკი გასაღები რკინისაა და ქამარზე ჩამოიკიდეთ, ჭეშმარიტი მეგობარი ხართ, რომელსაც საკუთარი მეგობრებისთვის სიცოცხლის გაწირვაც არ დაენანება.


7. კედელთან თქვენი დამოკიდებულება პრობლემების გადალახვის გზებსა და ნებისყოფის სიმტკიცეზე მეტყველებს. თუკი კედელზე აბობღება სცადეთ, ფრთხილი ხართ, მაგრამ შემტევი. თუ კარის მონახვა მოინდომეთ, დიპლომატიური გზით ცდილობთ პრობლემების მოგვარებას, ხოლო შემოვლითი მარშრუტის წამოწყება კედლის გარშემო უკიდურესად წინდახედულ ადამიანებს ახასიათებთ.


8. დაბოლოს, თქვენი საქციელი ქარავანთან მიმართებაში იმის გარკვევის საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ, რამდენად სტაბილური ბრძანდებით ზოგადად. თუკი ქარავანს უკანმოუხედავად გაჰყვებით ე. ი. ცვალებადი, არაპროგნოზირებადი ნატურა ხართ, ბუნებით „მოხეტიალე“ და მაძიებელი. თუ მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლეთ, პერიოდულად გესაჭიროებათ ცვლილებები ახალი სტიმულის საპოვნელად. ხოლო თუ ქარავანმა საერთოდ არ მიიქცია თქვენი ყურადღება, ე.ი. ძალიან კონსერვატორული აზროვნება გაქვთ და შეჩვეული ჭირი გირჩევნიათ შეუჩვეველ ლხინს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?