ტესტი: რომელია თქვენი სუნამო?

FUN-ტესტი

27 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

თუკი ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, რომელია თქვენი საყვარელი სუნამო, გაიარეთ ფრანგული ტესტი, რომელიც არჩევანის გაკეთებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

დაწერეთ მხოლოდ სიმართლე, თორემ სასურველი რეალურად გასაღდება, ვერაფერს მოიგებთ და ივლით თქვენთვის „უცხო“ სურნელით.


მაცდურ ქალად მიგაჩნიათ:
1 – მადონა
2 – უმა თურმანი
3 – შერონ სტოუნი
4 – ნიკოლ კიდმანი
5 – ანჯელინა ჯოლი

მაცდურ მამაკაცად მიგაჩნიათ:
1- ჟერარ დეპარდიე
2 – ბილ კლინტონი
3 – კვენტინ ტარანტინო
4 – ჯონ ტრავოლტა
5 – ლიუკ ბესონი


წვეულებაზე თქვენ ჩაიცვამთ:
1 –
 პატარა შავ კაბას
2 – მდიდრულ კაბა-კოსტიუმს
3 – ვიწრო კაბას, დეკოლტეთი
4 – გრძელ ქვედაბოლოსა და ღია ფერის ზედა სამოსს
5 – რაც ხელში მოგხვდებათ


თქვენი საყვარელი თაიგული:
1 – დიდებული, ზამბახი ან გლადიოლუსი
2 – იაპონური იკებანა
3 – სიმბოლური, როგორც, მაგალითად, 15 წითელი ვარდი
4 – უბრალო გვირილები ან მინდვრის ყვავილები
5 – მზესუმზირას ყვავილები


მეგობრებისთვის მოამზადებთ:
1 – ზღვის დელიკატესებს 
2 – შემწვარ კარტოფილს კოტლეტებთან ერთად
3 – ბარბიქიუს
4 – ხილის სალათს
5 – პიცას

თქვენი თილისმა-სამკაულია:
1 – მარგალიტის კოლიე
2 – ვერცხლის ბეჭედი
3 – საყურე ძვირფასი თვლით
4 – ოქროს წვრილი ჯაჭვი
5 – ეფექტური გულსაბნევი


თქვენი საყვარელი ფერი: 
1 – თეთრი
2 – ყავისფერი, შავი
3 – წითელი
4 – პასტელის ნაზი ფერები
5 – იასამნისფერი

სად შეიძლება შეხვდე თქვენი ოცნების მამაკაცს?
1 – ძვირფას რესტორანში
2 – ფიტნესკლუბში
3 – ღამის კლუბში
4 – გამოფენაზე, თეატრში, კინოში
5 – მნიშვნელობა არ აქვს, ბედი გადაწყვეტს


რას იტყვიან თქვენი თვალები პირველ პაემანზე?
1 – ყინულის დედოფლის გამყინავი მზერა
2 – ბევრს დაჰპირდებიან, მაგრამ არა - დღეს
3 – ვნებიანი იქნებიან მის დასაბნევად
4 – მორიდებული, ფრთხილი, ფარული მზერა
5 – მხიარული, ხალისიანი, ეშმაკუნას გამოხედვა


რას დალევთ პაემანზე?
1 – შამპანური
2 – ძვირფასი ღვინო
3 – პუნში (ზამთრის ძლიერი სასმელი)
4 – ცხელი შოკოლადი
5 – მარგარიტა (ტეკილა-ლიქიორი-ლაიმი)


ის თქვენ წაგიყვანთ:    
1 – მძღოლიანი მერსედესით 
2 – თვითმფრინავით
3 – სპორტული მანქანით
4 – გრძელი ვარდისფერი კადილაკით, 60-იანების სტილში
5 – ბაიკერულ მოტოციკლზე



თქვენ
განსაკუთრებულად მიმზიდველი ხართ:
1 – აბრეშუმის თეთრეულში
2 – თეთრ პერანგში
3 – მაქმანებიან შავში
4 – ხელით ნაქარგ თეთრეულში
5 – გამჭვირვალე პენუარში

სიყვარულის პირველი ღამის შემდეგ აჩუქებთ:
1 – თქვენი სუნამოს სურნელით გაჟღენთილ ცხვირსახოცს
2 – სავიზიტო ბარათს ტელეფონის ნომრით
3 – ჩაწერილ თქვენს ხმას
4 – ხელსა და გულს
5 – დაშიფრულ გზავნილს


სად უნდა დაგპატიჟოთ მან:
1 – კამერული მუსიკის კონცერტზე
2 – უქმეებზე კანარებზე
3 – აგარაკის ბრწყინვალების შესაფასებლად
4 – რომანტიკული ტურში, ვთქვათ, ვენეციაში.
5 – მთის მდინარეზე დასაშვებად, ჯომარდობაზე         


შედეგები
თუ თქვენი პასუხების უმეტესობაა:
თქვენ საოცრება ხართ
2 – მოღვაწე ხართ
– ჯადოქარი ხართ
პრინცესა ხართ
5 – მომაჯადოებელი ხართ


* საოცრება
თქვენი სახე დიდმა კლასიკოსებმა შექმნეს, ზედროული და ზესივრცული არსება ხართ. ელეგანტურობა – თქვენი მეორე ნატურაა. ფრჩხილის ბოლოებამდე უნაკლოდ მოვლილი ბრძანდებით. დევიზი – სრულქმნილება, ჰარმონია, თავშეკავება. სახლში დახვეწილობა მეფობს, განათებიდან დაწყებული ყვავილების თაიგულამდე – ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. თქვენ ყოველთვის ფორმაში ხართ, მაგრამ მოდის დიქტატს ქედს მაინც არ უხრით. გირჩევნიათ საუკეთესო ქსოვილი, ხარისხი, მინიმალური მაკიაჟი და დიდი კლასიკოსების – შანელი, დიორი, გერლენი – არომატები.
უყვარხართ – ფაქიზი, იდუმალი პეწის, ერთგვარი თავისუფლების, კულტურისა და გემოვნებისთვის.
გსაყვედურობენ – ზედმეტი სიცივის გამო, რომელიც უფრო გამოგონილია, ვიდრე ნამდვილი.
თქვენი სუნამოებია: Chanel Allure by Chanel, Sublime by Jean Patou, First by Van Cleef&Aprels, Caleche Hermes, Mitsouko by Guerlain, J’adore by Christian Dior, Prada perfume by Prada.


მოღვაწე
თქვენ – ჭკვიანი და საქმიანი – გამუდმებით თავს იმკვიდრებთ, განსაკუთრებით პროფესიულ ასპარეზზე. ენერგიული, გაბედული, სპორტული ხართ. კონკურენცია სტიმულს გაძლევთ, წარმატება კი – გათრობთ. უბრალოება, ბუნებრიობა, სიმკაცრე მოგწონთ. კატეგორიულ უარს უცხადებთ მოუწესრიგებლობას. თქვენი საყვარელი სტილია – კარგი კოსტიუმი, მამაკაცისთვის უფრო შესაფერისი ქსოვილებით და ტყავით, დაბალი ქუსლი, ბუნებრივი, მსუბუქი მაკიაჟი, კარგად დავარცხნილი თმა. თქვენი ცხოვრების სტილია: დილის ვარჯიში, ვიტამინები, სასარგებლო პროდუქტები. ცდილობთ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. თუ დაგჭირდათ, პლასტიკური ქირურგის ჩარევასაც არ ითაკილებთ. სუნამოს სადღაც მობილური ტელეფონის მეზობლად, პატარა შუშით ატარებთ. სურნელი ძალიან ფაქიზი უნდა იყოს, მაგრამ გამამხნევებელი, მოდური და ქედმაღალი.
უყვარხართ – მიზანდასახულობის, ნათელი გონებისა და ლოიალობისთვის.
გსაყვედურობენ – ზედმეტად მომთხოვნი და ამბიციური ხასიათის გამო.
თქვენი სუნამოებია: Pleasures by Estee Lauder, Eau de Rochas, Boss Hugo Boss, Lacoste Pour Femme, Summer by Kenzo, Max Mara, Angel Schlesser Essential.


* ჯადოქარი
მაცდური, გლამურული, ზუსტად იცით, რა არის ქალურობა და ძალიან კარგად იცით, როგორ გაუსვათ ხაზი საუკეთესოს თქვენში: თვისებებს, გარეგნულ დეტალებს… მზერა და გამაოგნებელი დეკოლტე – აი, საბედისწერო ქალის იარაღი. საკუთარ თავს თბილი და სექსუალური არომატებით „ამკობთ“. ცდუნების თქვენეულ ხელოვნებას აბაზანაში, რბილ ქაფში, დამარბილებელი ნიღბებითა და ზეთებით საათობით ხვეწთ. შოპინგის მოყვარული ხართ და თეძოების მომაჯადოებელ მიხვრა-მოხვრაზე ოცნებობთ: კოსტიუმში Muglet-ისგან და ფეხსაცმელში გუჩისგან. შეუძლებელია, საღამო ჟამს გარეთ ტუჩის საცხის ან მაკიაჟის გარეშე გახვიდეთ. თქვენს ჩანთაში პარფიუმერიის მთელი მაღაზიაა. თქვენი ოცნებაა – სილამაზის ინსტიტუტი, სადაც თავიდან ფეხის ფრჩხილამდე, მილიმეტრიდან მილიმეტრამდე მოგხედავენ. სუნამოც ისეთი გირჩევნიათ, გონებას რომ დააკარგვინებს კაცს – აღმოსავლური მოტივები, მგრძნობიარე არომატები მუსკუსის, სანდალოზისა და ამბრის სურნელით.
უყვარხართ - თქვენი ვნებიანი ქარიზმისა და სექსუალური მიზიდულობისთვის.
გსაყვედურობენ - პროვოკაციებისა და საკუთარი პერსონის მიმართ გადაჭარბებული სიყვარულისთვის.
თქვენი სუნამოებია: Insolence by Guerlain, Perles de Lalique, Youth-Dew by Estee Lauder, Hypnose by  Lancôme, Miracle forever by Lancôme, Organza by Givenchy, Bright Crystal by  Versace.


* პრინცესა
ნაზი და მგრძნობიარე, მოგწონთ, რომ გიცავენ და ოცნებობთ, გაექცეთ პრობლემებს. თქვენ შთანთქავთ სასიყვარულო რომანებს, საპნის ოპერების გმირებს თანაუგრძნობთ. გრძნობთ, რომ ძლიერი ადამიანი გჭირდებათ, რათა მის მხარს დაეყრდნოთ. მარტოობა გაშინებთ, მონათესავე სულის მოსაძებნად ყველაფერზე მზად ხართ. უკვე მერამდენედ რისკავთ. ემოციურს, ცოტათი ნერვიულს, ცრემლი ადვილად მოგერევათ ხოლმე. კეკლუცი ხართ, მოგწონთ, როცა მომხიბვლელად გამოიყურებით. პასტელის ფერები, დავარდნილი ქსოვილები და რბილი სვიტერები გირჩევნიათ. სხეულის სილამაზისთვის ცდილობთ, ერთსა და იმავე დროს ჭამოთ, ხანდახან მარტივ და ხანმოკლე დიეტებს იშველიებთ, რატომღაც გასახდომი ტაბლეტებისაც გჯერათ. არ გიყვართ ხმაურიანი მაღაზიები, სადაც უამრავი ხალხი ირევა და მომსახურე პერსონალიც ფეხდაფეხ დაგყვებათ. თქვენი საყვარელი სუნამო რომანტიკულია: იის, ზამბახის, ვარდის საფუძველზეა შექმნილი. თქვენი ბავშვურად ღია სული ხილისა და ატმის, მსხლისა და წითელი მოცხარის სურნელისკენაც გიზიდავთ. 
უყვარხართ - სინაზის, ერთგულებისა და მეგობრულობის გამო. 
გსაყვედურობენ - მგრძნობიარობისა და მიამიტობის გამო. იქნებ სცადოთ და როგორმე ისწავლოთ „არას“ თქმა?!
თქვენი სუნამოებია: Tresor by Lancome, Ange Ou Demon by Givenchy, Rumeor by Lanvin, Happy to Be by Clinique, Euphoria by Calvin Klein, Promesse by Cacharel, Love at first Glow by Jennifer Lopez, Nina by Nina Ricci.


მომაჯადოებელი
მეექვსე გრძნობას ფლობთ, მეამბოხე ბრძანდებით; გარდასახვა, იმპროვიზირება გსურთ. მხიარული და გულღია ხართ. ოცნებობთ მოგზაურობაზე. თქვენთან ცხოვრება ერთი დიდი დღესასწაულია. ყველაფერი ორიგინალური და უცხო გიყვართ. შავი მისტიკიდან ინტერნეტ-ტექნოლოგიების ახალ ამბებამდე – ყველაფერი გაინტერესებთ. თქვენი სახლი სტუმართმოყვარე, ცვალებადი, მაგრამ ცოტა უცნაური და უწესრიგოა. ყველაზე დიდი საფრთხობელა თქვენთვის იმედგაცრუება და ძნელად შესამჩნევ სუბიექტად გადაქცევაა. გიჟდებით სტილთა არევაზე, აქსესუარების, შლაპების, ეთნიკური ბიჟუტერიისა და უცნაურ ნახატებიანი ქსოვილის ყიდვაზე. ნათელი ფერები გირჩევნიათ, თმის ფერსა და ვარცხნილობებზე ექსპერიმენტებისაც არ გეშინიათ. ბალახებზე დამზადებულ კოსმეტიკას არჩევთ. სუნამოც თქვენ გგავთ – არაორდინარული, უცნაურ ბოთლებში, მსუბუქი და მხიარული.
უყვარხართ - იუმორის გრძნობის, საუკეთესო განწყობისა და ორიგინალურობის გამო.
გსაყვედურობენ - ცვალებადობისა და არასტაბილურობის გამო . 
თქვენი სუნამოებია: Pure Purple by Hugo, Songes de Annick Goutal, Kenzo Amour, Pacific Paradise by Escada, Weekend by  Burberry, Alien by Thieery Mugler.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?