დაასახელეთ, რომელ ხილს ირჩევს თქვენი მამაკაცი და გეტყვით, როგორია ის

FUN-ტესტი

30 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რაც შეიძლება მეტი შეიტყოს რჩეულის შესახებ. ამიტომ გამომცდელად ვაკვირდებით მის მანერებს, ვაანალიზებთ მოქმედებებს, ვცდილობთ, ამოვხსნათ, რას გულისხმობს ესა თუ ის სიტყვა, შედეგად კი იზრდება საყვარელი ადამიანის ღირსებების რიცხვი ან პირიქით - თვალი გვეხილება მის რომელიმე ნაკლზე.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცის ხასიათის ზოგიერთი თვისება შეიძლება განსაზღვროთ დესერტის დროს. თვალყურის დევნების საშუალებით, თუ რომელ ხილს იღებს იგი ვაზიდან. ვცადოთ, მივყვეთ ამ რჩევას, დავდგათ რჩეულის წინაშე ხილით სავსე ლარნაკი და ყურადღებით ვუთვალთვალოთ!


თუ თქვენმა რჩეულმა აირჩია ყურძენი, ფაქიზად მოწყვიტა მარცვალი, მიირთმევს კმაყოფილებით, ყურადღებას არ აქცევს სხვა ხილს. ამ მამაკაცს შეუძლია საიდუმლოების შენახვა, თავისი და სხვისიც, თუმცა, მისი დაფარულობა ხანდახან შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ნუ შეეცდებით, გამოსტყუოთ მას ის, რის შესახებაც მას არ უნდა, მოგიყვეთ, მაინც არ გეტყვით იგი იმაზე მეტს, ვიდრე თვითონ სურს!


თქვენმა რჩეულმა მწიფე ატამი აირჩია, გაგიმართლათ, რადგან ასეთი მამაკაცი კარგი კომპანიონია და ფსიქოლოგიურად ადვილად შეთავსებადია გარშემომყოფთა უმრავლესობასთან, ამასთანავე, ინტელიგენტურია. მასთან ერთად ყოველთვის კომფორტულად იგრძნობთ თავს, უფრო მეტიც, მისი მართვა შეიძლება. სწორედ ატმის მოყვარულები ექცევიან ენერგიული და ძლიერი ქალბატონების ზეგავლენის ქვეშ.


ქლიავი უყვართ ძლიერი ხასიათის მამაკაცებს. ისინი ვერ იტანენ კრიტიკას მათი მიმართ, სამაგიეროდ, ვინც ეწინააღმდეგება და არ ეთანხმება – მზად არიან, თითქმის მიწასთან გაასწორონ. ასეთი მამაკაცისგან, უკეთესია, თავი შორს დაიჭიროთ ან შეეცადოთ, ყოველთვის ყველაფერში დაეთანხმოთ. თუმცა, თუ მსხალს შეაყვარებთ, ნამდვილად უფრო მეგობრული გახდება, ხოლო გაღიზიანებულობასა და მეტისმეტ სიმკაცრეს შეცვლის იუმორის გრძნობა.


მამაკაცები, რომლებიც უპირატესობას ფორთოხალს ანიჭებენ, თავდაჯერებულნი არიან და თავი არისტოკრატებად მიაჩნიათ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნამდვილად არისტოკრატები არიან. თუ თქვენ ჭკვიანი და მომთმენი ხართ, ადვილად შეძლებთ, შეეწყოთ ასეთ მამაკაცს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის მსუბუქ ირონიასაც კი ვერ იტანს თავისი მისამართით!


ვაშლი ლირიკულ, რომანტიკულ, შრომისმოყვარე და შეიძლება, ცოტა ძველმოდურ მამაკაცებს უყვართ. ისინი ყოველთვის მზად არიან და შეუძლიათ კიდეც, შეასრულონ ნებისმიერი სამუშაო, გაგიწიონ დახმარება. ისინი სარგებლობენ უფროსობის კეთილგანწყობით. კოლეგები პატივს სცემენ, ხოლო მეგობრები აფასებენ.


ალუბალს  მიირთმევს ნაზი, რბილი, კეთილისმსურველი ადამიანი. იგი უშუალოა, შეიძლება ითქვას, დიდი ბავშვი. იყავით მის მიმართ ალერსიანი და თქვენ შეგეძლებათ, ატაროთ იგი თქვენს ჭკუაზე -  იყოთ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი.


მარწყვის მოყვარული – მხიარული, სტუმართმოყვარე მამაკაცია. იგი კომპანიის გულია, ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს, შეუძლია, ადვილად გაუგოს ადამიანებს. თქვენთვის სიმშვიდისმომგვრელი და ძალიან საინტერესო იქნება ასეთი მამაკაცის გვერდით ყოფნა.


მამაკაცი, რომელიც საზამთროს აირჩევს, ასევე, შესანიშნავი ხასიათით გამოირჩევა. იგი ყოველთვის დამთმობია, თავს არიდებს კონფრონტაციას. ამასთანავე, არასოდეს წუწუნებს, დამოუკიდებელია, პასუხისმგებლობიანი, არ ჩერდება უკვე მიღწეულზე. ასეთი მამაკაცი ყოველთვის იზრუნებს თქვენზე და შეეცდება, უკეთესი გახადოს თქვენი (და საკუთარი) ცხოვრება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?