რას ამბობს თქვენი ჩახუტების მანერა თქვენს ურთიერთობაზე? (ტესტი)

FUN-ტესტი

31 ოქტომბერი 18:00, 2016 წელი

როდესაც საქმე ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება, არაფერია იმაზე მეტყველი, ვიდრე ჩახუტება. ეს ტაქტილური მგრძნობელობა ჩვილობის ასაკიდან დევს ჩვენში. ამიტომაც, სწორედ ის, როგორ ვეხუტებით ერთმანეთს, არკვევს, რას ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ და, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის პირდაპირი მახასიათებელი ხდება.

1. მფარველი
მფარველის ჩახუტება უსაფრთხოების შეგრძნებას გვაძლევს. ის, ვინც უკან დგას, თითქოს პარტნიორის წელზეა შემორტყმული და ასე საკუთარ თავზე იღებს მცველის ფუნქციას, რითაც პარტნიორს საიმედოობის შეგრძნებას ანიჭებს. ასეთი ჩახუტება აჩვენებს, რომ ეს ადამიანი თავის ნახევარს ენდობა და უგზავნის სიგნალს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა მისთვის უმთავრესია ურთიერთობაში. თქვენი ზურგის დაფარვით ეს ადამიანი გიცავთ – ასე ხსნიან ამ ჟესტს ფსიქოლოგები.



2. მხრებზე მოხვევა
ჩახუტების ეს ფორმა სიმშვიდის სიმბოლოა. ზურგზე ხელების შემოჭდობით, ადამიანები ცდილობენ, აჩვენონ, რამდენად ძლიერად ზრუნავენ თქვენზე. ეს მდგომარეობა აჩვენებს ორივე პარტნიორის გახსნილობასაც და ამავე დროს, ერთმანეთზე მიჯაჭვულობასაც. ეს ძალიან თბილი და რაღაც კუთხით ინტიმური ჟესტია.


3. დარტყმით ჩახუტება
ჩახუტების დროს ბეჭზე მსუბუქი დარტყმა მეგობრული ურთიერთობის გამომხატველი ჟესტია. დარტყმა კომფორტულობის სიგნალად მიიჩნევა. თითქოს პარტნიორი განიშნებთ, რომ მისიანი ხართ. არანაირი რომანტიკა და ინტიმურობა ამასთან კავშირში არ არის. ასეთ ურთიერთობაში უფრო სულიერი სიახლოვე და ხასიათების მსგავსებაა, მაგრამ არა სიყვარული თავისი კლასიკური გაგებით. თქვენ პარტნიორისთვის კარგი მეგობარი ხართ და მეტი არაფერი.


4. ნელი ცეკვა
აი, ასეთ ჩახუტებაში მთლიანად რომანტიკაა. პარტნიორი თქვენ წელზე გეხვევათ და ეს მდგომარეობა თითქოს სკოლის პერიოდში, პირველ სიყვარულთან და პირველ განცდებთან გაბრუნებთ. ასეთი ჩახუტება, ფსიქოლოგების აზრით, დამახასიათებელია ახალგაზრდა, ადრეული სიყვარულისთვის, იმ დროისთვის, როცა მუცელში პეპლები დაფრინავენ. ზრდასრულ ასაკში კი ჩახუტების ეს ფორმა მიანიშნებს იმაზე, რომ ურთიერთობაში ჯერ კიდევ ცოცხლობს რომანტიკა!



5. მეგობრული ჩახუტება
ასეთი სიახლოვე მიანიშნებს, რომ თქვენ ორი თანამზრახველი ხართ. ამ ჟესტთან ასევე არაფერი აქვს საერთო რომანტიკას და ის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობით აიხსნება. აღნიშნავს გვერდში დგომას, კეთილგანწყობასა და გამბედაობას.



6. კოშკი
„დახურული წრე“ – აი, ასეთია ამ ჩახუტების იდეალური ახსნა. როცა პარტნიორები ასე ეხვევით, თითქოს, გეშინიათ, არ დაკარგოთ ერთმანეთი. ამ ჟესტს ერთი ლამაზი ციტატა ახსნის: „სიყვარული უნდა ჰგავდეს ბებიის თბილ პლედს, რომელშიც ზამთრის სუსხიან დილას თბილად გაეხვევი“. როცა ადამიანი მეორე ადამიანს ასე ეხვევა, თითქოს ეშინია, რომ მისი ნახევარი წავა, მიატოვებს მას.



7. ჩახუტება ჰაერში
ასეთი ჩახუტების დროს პარტნიორს ან ხელში ჰყავხარ აყვანილი, ან რაიმე შემაღლებაზე გსვამს, ოღონდ მიწას მოგაცილოს. ამ ჟესტის ახსნა: ვნება და სურვილია. მსგავსი ჩახუტებისას პარტნიორებს აერთიანებთ მხოლოდ ფიზიკა, მხოლოდ სხეული, მაგრამ არა შინაგანი სამყარო.



8. ხიდი
ხიდი დისტანციით აიხსნება. ანუ ზედა კორპუსით თქვენ თითქოს ეხვევით ერთმანეთს, მაგრამ ქვედა სადღაც იქ არის, შორს. თუკი თქვენ ასე ეხუტებით ერთმანეთს, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობაში დიდი ადგილი აქვს გაუგებრობას ან არაკომფორტულობას. თქვენ თითქოს ერთად ხართ, მაგრამ ამასთანავე, ცდილობთ დისტანციის შენარჩუნებას. არც ერთი თქვენგანი არ იღვწის სიახლოვისთვის.



9. თვალი თვალში
აი, ეს ჩახუტება ხიდია ორ სულს შორის. თვალები – სულის სარკეა და ეს კავშირი, ეს ძაფი ორივესთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ღრმა გრძნობებისა და სულიერი სიახლოვის ნიშანია. თქვენი ურთიერთობა ძლიერი და ურყევია.



10. „ნაჭრის თოჯინა“
ასეთი ჩახუტების დროს ერთ-ერთი ძლიერად ეხვევა, ხოლო მეორე უფლებას აძლევს, რომ მოეხვიოს მას. არც ნამდვილი მეგობრობა, არც ნამდვილი სიყვარული ასეთი ჩახუტების დროს არ არის. რომელიმე თქვენგანს ატყუებენ!



11. „ჯიბის ქურდი“
ასეთი ჩახუტება ქვეცნობიერად უბრალოებისა და კომფორტის ძიებაა. თითოეული თქვენგანი ხელებს ერთმანეთის უკანა ჯიბეში დებს. ეს ნიშნავს, რომ ორივე პარტნიორი იმედიანად არის და არ სჭირდებათ ამ ურთიერთობისთვის სულის ჩაბერვა – ყველაფერი ისედაც კარგად არის. როცა ჩუმად ყოფნა უხერხულობას არ გიქმნით და ასეც მშვენივრად გრძნობთ თავს, ეს სიყვარულია. ასე რომ, გილოცავთ – თქვენ იდეალური წყვილი ხართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?