გაქვთ შანსი, გახდეთ მილიონერი?

FUN-ტესტი

2 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

გაიარეთ მარტივი ტესტი, უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს და გაიგეთ, გაქვთ თუ არა გამდიდრების შანსი.

1) რა გზით სჯობს ფულის კეთება:
ა) ბევრი იმუშაოთ, იყოთ კარგად ინფორმირებული; როცა საჭიროა, გარისკოთ და რაღა თქმა უნდა, თქვენს ხელთ არსებული ფული საქმეში დააბანდოთ – 6;
ბ) მდიდარი „ბიძის“ მემკვიდრეობის იმედად იყოთ; ლატარიაში სცადოთ ბედი – 0;
გ) თანმიმდევრულად შეიქმნათ კარიერა, გაიაროთ ყველა საფეხური ხელმძღვანელის პოსტის ჩათვლით; ან პოლიტიკურ ასპარეზზე სცადოთ ბედი – 3.


2) უოლტ დისნეისრომელი პერსონაჟი იწვევს თქვენში ყველაზე მეტ ღიმილს?
ა) დონალდ დაკი – 3;
ბ) გუსტავ ჰანსი – 0;
გ) დოგობერტ დაკი – 6.


3) თქვენი აზრით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს რა რაოდენობის მოგებამ შეიძლება აღუძრას ხელშეკრულების დადების სურვილი?
ა) ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე – 0;
ბ) ათ მილიონამდე – 3;
გ) ათეულობით მილიონმა და უფრო მეტმა – 6.


4) რომელ გამოთქმას ეთანხმებით:
ა) რაც მეტია ფული, მით მეტია სიამოვნება – 6;
ბ) ფული ძალაუფლებაა – 3;
გ) დიდი ფული ბევრ მოშურნეს გიჩენს – 9.


5) ცნობილია თუ არა თქვენთვის ასეთი თამაშიწერილის მეშვეობით”? თქვენ მცირეოდენ თანხას ათავსებთ კონვერტში და ეძებთ მსხვერპლს, რომელიც ასევე იხდის. თავის მხრივ, მსხვერპლიც ეძებს სხვა მსხვერპლს და თამაში გრძელდებასაბოლოო ჯამში, თქვენი მრავალგზის გაზრდილი კაპიტალდაბანდება თქვენვე გიბრუნდებათ. ამ თამაშში რა როლის შესრულებას ისურვებდით:
ა) მონაწილეობას არ მიიღებდით – 3;
ბ) ითამაშებდით და ფულსაც იშოვიდით – 0.
გ) თამაშის ინიციატორი იქნებოდით – 6.


6) გაგიხარდებათ თუ არა, რომ თქვენ შესახებ დაწეროს სხვადასხვა გაზეთმა რუბრიკაში მაღალი საზოგადოების ცხოვრება“:
ა) ეს ამბავი ძალზე გამახარებდა – 0;
ბ) არა – 6;
გ) ჩემ შესახებ ისედაც ხშირად წერენ – 3.


7) დოღზე რა გზით შეიძლება მოგება:
ა) რისკითა და მაღალი ფსონის დადებით – 0;
ბ) სასურველია, ფულის ეკონომია და დოღზე მხოლოდ დასწრება – 3;
გ) ჩემპიონი ცხენის ყიდვით – 6.


8) თქვენი აზრით, სწრაფად და საიმედოდ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი ვის აქვს:
ა) რეჟისორს, მსახიობს, მწერალს, მხატვარს, სპორტსმენ-რეკორდსმენს – 0;
ბ) ადვოკატს, ექიმს, მაკლერს, პოლიტიკოსს – 3;
გ) ფირმის ხელმძღვანელს, გამომცემელს – 6.


9) როგორ უთავსებთ ერთმანეთს მეგობრებსა და ბიზნესს ?
ა) მზად ვარ, მეგობრებს ფული ვასესხო. იქნებ ოდესმე მეც დამჭირდეს ფულის სესხება და მაშინ ისინი გამიმართავენ ხელს – 3;
ბ) ფული და მეგობრობა ერთმანეთთან შეუთავსებელია – 6;
გ) მზად ვარ, ვისესხო ფული მეგობრებისგან, მაგრამ თავად არასოდეს ვასესხებ მათ ფულს – 0.


10) გულახდილად გვიპასუხეთ! ვთქვათ და, გახდით მილიონერი! როგორი შეგრძნება გექნებოდათ?
ა) რაღა თქმა უნდა, ეს სიამოვნებას მომგვრიდა – 0;
ბ) ამ სიამოვნების დემონსტრირებას მოვახდენდი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა ან ზემოდან დამყურებდა – 3;
გ) ამ ამბავს ძალიან მშვიდად მივიღებდი, მე ხომ ეს დავიმსახურე! – 6.


11) სად დააბანდებდით თქვენს მილიონებს:
ა) უძრავ-მოძრავ ქონებაში, ხელოვნების ნიმუშების შეგროვებაში – 3;
ბ) აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში – 6;
გ) მოვიქცეოდი ისე, როგორც ამას ჩემი ქმარი/ცოლი გადაწყვეტდა – 0.


12) თუკი უკვე გაქვთ ორიოდე მილიონი, ეცდებით თუ არა დამატებითი შემოსავლების მიღებას:
ა) მცირე თანხას არ გამოვეკიდები, მაგრამ მსხვილ მოგებაზე უარს არ ვიტყვი – 3;
ბ) რაღა თქმა უნდა – 6;
გ) არა, ვინაიდან ეს თანხა მაკმაყოფილებს - 0.


შეაჯამეთ ქულები
0-23 ქულა: ამ რაოდენობის ქულების მოგროვება ნიშნავს, რომ პირადად თქვენთვის გამდიდრების საუკეთესო საშუალებაა ან ხელსაყრელი ქორწინება, ან მემკვიდრეობის მიღება. ბოლოს და ბოლოს, იქნებ ბედმა გაგიღიმოთ და ლატარიაში მაინც მოიგოთ რამე.


24-48 ქულა: სიმდიდრე თქვენთვის დაუღალავ შრომასთანაა დაკავშირებული. ერიდეთ ფინანსურ სპეკულაციას. თქვენთვის უმჯობესი იქნება, თუ კარიერის შექმნას მოჰკიდებთ ხელს და შეფის სავარძელში აღმოჩნდებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სასურველ მილიონებს არ მოგიტანთ, ფინანსური თვალსაზრისით, უზრუნველყოფილი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ.


49-72 ქულა: თქვენ საუკეთესო შანსი გაქვთ იმისთვის, რომ ოდესმე მილიონერი გახდეთ (თუკი უკვე არ ხართ მილიონერი). კომერსანტის უნარით გამოირჩევით. ფულსა და მეგობრობას ერთმანეთში არ ურევთ. მოპოვებული სიმდიდრითა და ფუფუნებით ტრაბახს არ აპირებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?