აირჩიეთ შესასვლელი, რომელიც ყველაზე მეტად გაფრთხობთ

FUN-ტესტი

3 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

ჩვენს მომავალს ჩვენი არაცნობიერი შიშები განსაზღვრავს, რომელთა შესახებაც შეიძლება, წარმოდგენა არ გვქონდეს. ამაში გარკვევა სიმბოლოების დახმარებით შეიძლება...

ფოტოზე ექვსი შესასვლელია, ცოტა ხანს უყურეთ მათ და ამოირჩიეთ ერთი მათგანი, რომელში შესვლაც ყველაზე მეტად გაფრთხობთ, ან უბრალოდ არ გსიამოვნებთ იმაზე ფიქრიც კი, რომ შიგ შესვლა შეიძლება მოგიწიოთ. ნუ იჩქარებთ, კარგად დაფიქრდით!


შედეგები:



თუკი თქვენ პირველი შესასვლელი მოგეჩვენათ ყველაზე ნაკლებ მიმზიდველად, ემოციურ დონეზე სითბო და ყურადღება გაკლიათ. არ გსურთ მარტოობა. მარტოსულობა თქვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა და უსასოობა. კარგია, რომ ეს არჩევანი გააკეთეთ. ეს ნიშნავს, რომ მშვენიერ ეტაპზე ხართ. არაფერი ისეთი არ ხდება თქვენს ცხოვრებაში, რაც საშინლად არასწორად მოგეჩვენებოდათ. თუკი ჯერაც მარტოხელა ხართ, შესაძლოა, ნიშნავდეს იმასაც, რომ ყინულის გამოქვაბულში მეგობრებთან ერთად გართობასა და ძაგძაგს, სერიოზული პარტნიორის ყოლაზე დაფიქრდეთ, უკეთესი იქნება.


თუკი ამ უზარმაზარმა გვირაბმა დაგაფრთხოთ, ნიშნავს, რომ საჭიროა საკუთარ ფიქრებს, სხეულსა და სულს ჩაუღრმავდეთ. ცოტა გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი ხართ აზრებში და მომავალიც ბურუსით არის მოცული. უკეთესი იქნება, თუ კომფორტის ზონიდან გამოხვალთ და რამე ახალს დაიწყებთ. მედიტაციაც არ არის ურიგო აზრი.


აგურის შენობამ შეგაშინათ? ეს ნიშნავს, რომ თავს დაცულად და მყარად გრძნობთ საკუთარ თავში, თუმცა ზედმეტს ფიქრობთ და სპონტანურობა გაკლიათ. იქნებ დაფიქრდეთ, ხომ არ სჯობს წლების წინათ ნაშენები და უკვე ჩამომპალი კედლები საკუთარი ნებით დაანგრიოთ და თავიდან შენებას შეუდგეთ? ეგებ წლების წინათ აგებულ ილუზიასთან ერთად ცხოვრობთ დღემდე, რომელიც ერთ დღეს ხუხულასავით შეიძლება ჩამოგენგრეთ მშვიდი ძილის დროს?


ნამდვილი კოშმარია არა? რამდენ სიყვარულს იტევთ, რამდენ ემოციას და მაინც სიცარიელე. თქვენი გული თქვენი ოჯახის საძირკველშია ჩაშენებული, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების საფუძველში და ყველაზე მეტად ამ კედლების რღვევა იქნება თქვენთვის ტრაგედია. მათი ნგრევა თქვენს გულს ნაკუწებად აქცევს. ნუ გეშინიათ. სანამ უვლით, კვებავთ, ენერგიას აძლევთ, მანამ არაფერი ემუქრება. იშრომეთ და აუცილებლად მიიღებთ მოსავალსაც.


თქვენი მესმის, ვერ გაიგებთ, რა არის, სად მიდის და თუ ერთი ფეხი მოგიცდათ, ვინმე შეძლებს თუ არა თქვენს უკან გამოთრევას. თქვენ შეცდომების დაშვების გეშინიათ. საკუთარი თავის რწმენა გაკლიათ. გგონიათ, რომ რაღაცას ვერ შეძლებთ და არც დასაყრდენი გყავთ ვინმე, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეთ. დროა, ღრმად ჩაისუნთქოთ და უფრო თავდაჯერებით გადადგათ ნაბიჯები საკუთარი ოცნებებისკენ.


თქვენი ყველაზე მთავარი ქვეცნობიერი პრობლემა ამ ეტაპზე ის არის, რომ არ იცით, რა გსურთ. საკუთარი სურვილების გეშინიათ. დროა, საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ, მიწაში ჩაჰყვეთ და ვინ იცის, ეგებ განძიც აღმოაჩინოთ ფესვებში?


 




„Walking Dead“ – ის საშინელი სცენა გაგახსენდათ? ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლით ხართ სავსე და ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება გსურთ. ეს ფოტო ღრმად დამარხულისა და დიდი ხნის დავიწყებულის სიმბოლოა. ასევე, არის სიმბოლო ახალი ცხოვრების დაწყების შიშის. რამე ისეთი ცვლილებები ხდება, რისიც გეშინიათ?


 


 




ტყუილად არ გეშინიათ. ეს ცისფერი ფერი ცის, ზღვის სიმბოლოა, თავისუფლების, კარი ციხის კარს ჰგავს, რომლის მიღმაც ისეთი სიბნელეა, თითს ვერ მიიტან თვალთან. ამ სივრცეში რა უნდა ქნა? თქვენ სიმკაცრეს დიდ პატივს სცემთ. პასუხისმგებლობის გრძნობით ხართ სავსე, რაც ხანდახან სულაც არ გიხარიათ. იმდენად დატვირთული ხართ ვალდებულებებით, ცხოვრებისთვის შესაძლოა, ვერც იცლიდეთ. გადაღლილი ხართ. შესაძლოა, დროა, შვებულება აიღოთ და იმოგზაუროთ. ან რამე ფორმით მაინც შეცვალეთ თქვენი რუტინული ყოფა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?