აირჩიეთ სამკაული, რომლისკენაც თვალი გაგირბით (ტესტი ქალებისთვის)

FUN-ტესტი

11 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

დაიმახსოვრეთ თქვენ მიერ არჩეული სამკაულის ციფრი და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში...

პასუხები:

1. თუკი პირველი სამკაულისკენ გაგექცათ თვალი, მაშინ თქვენი პრობლემა ბევრი ფიქრია. გამუდმებით აწყობთ დიალოგებს გონებაში, უბრუნდებით უკვე ჩავლილს: საუბრებს, ქმედებებს…
რატომ ფიქრობთ ამდენს? ან რაში გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვები?
ეს თქვენი ცხოვრებაა. ისე უნდა იცხოვროთ, როგორც თქვენ და თქვენს პარტნიორს გსურთ.

2. თქვენ მზად ხართ, მთელი ცხოვრება შესწიროთ პარტნიორს და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის ამას გრძნობს.
გაინტერესებთ, რატომ არის ეს პრობლემა? გეტყვით:
კაცები ბუნებით მონადირეები არიან. რაც უფრო მეტად დარწმუნდება იმაში, რომ შეიძლება დაგკარგოთ, მით უფრო დაინტერესდება თქვენით, მეტი ყურადღებით იქნება და სხვებისკენ არ გაექცევა თვალი. თავი მაინც მოაჩვენეთ, რომ მის გარეშეც მოახერხებთ არსებობას და რომ სხვა მამაკაცებიც არსებობენ ამქვეყნად, რომლებიც თქვენი გულის მონადირებას ცდილობენ.
ოღონდ ეს გემოვნებით გააკეთეთ და სხვისკენ აღარც გაიხედავს.

3. თქვენი პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად ქალურად ფიქრობთ, კაცები კი სხვანაირად ფიქრობენ. ამ დასკვნამდე მეცნიერები დიდი ხანია, მივიდნენ.
ჩვენი ტვინები სხვადასხვანაირად არის მოწყობილი, ჩვენ სხვადასხვანაირად ვაზროვნებთ, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
რატომ გჯერათ ჯერ კიდევ იმის, რომ ის აუცილებლად გამოიცნობს, რა გინდათ და რაზე ოცნებობთ?!
ეცადეთ, ისწავლოთ „მამაკაცების ენა“. თქვენ ხომ ქალი ხართ, ნამდვილი ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი აზრები მამაკაცს გონებაში ისე ჩაუნერგოს, ამ უკანასკნელს ეჭვიც არ შეეპაროს, რომ თავად მოიფიქრა და თავად გადაწყვიტა!


4. მეოთხე სამკაულმა მოგტაცათ თვალი? გსურთ, მალე იმ დიასახლისებს დაემსგავსოთ, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი გათხოვებაა და როგორც კი დაოჯახდებიან, 15 წლით უფროსივით გამოიყურებიან?
გასაგებია, რომ ბევრი საქმე გაქვთ, უამრავი მოვალეობა გაკისრიათ, პასუხისმგებლობის გრძნობაც დასაფასებელია, მაგრამ…
თქვენ ქალი ხართ - ნუ დაივიწყებთ ამას!
აუცილებლად მოუარეთ თავს, იზრუნეთ საკუთარ სხეულზე ყოველდღიურად, იზრუნეთ იმაზე, რომ კარგად გამოიყურებოდეთ.
გახსოვდეთ ყველაზე მთავარი - თქვენი პირადი ბედნიერება… 
არ არის სავალდებულო, „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელს ჰგავდეთ, კაცებს მოვლილი ქალები მოსწონთ, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი. 

5. თქვენ კომუნიკაციის პრობლემა გაქვთ. ბევრს ლაპარაკობთ და მისთვის გაუგებრად.  კაცები კი ბავშვებს ჰგვანან, დიდხანს ვერ კონცენტრირდებიან და ქარაგმების არ ესმით.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ ინფორმაციის მიღება პირველი 10 წამის განმავლობაში შეუძლიათ და დანარჩენ ნალაპარაკებს დეტალებად აღიქვამენ. ამიტომ, როცა თქვენ მთავარ სათქმელზე გადადიხართ, ის უკვე სხვაგანაა, ეს უმნიშვნელო ჰგონია და აღარ გისმენთ.
ასე რომ, თუ მასთან სერიოზული საქმე გაქვთ, დაიწყეთ პირდაპირ ამ საქმით და ძალიან მოკლედ. ნუ უვლით შორიდან. ჯერ მთავარი თქვით და მერე მოაყოლეთ დეტალები, თორემ ხვალ უკვე აღარ ემახსოვრება.


6. საყვარელ ადამიანზე ისე ზრუნავთ, როგორც დედა - შვილზე. ეს მას, რა თქმა უნდა, სიამოვნებს, მაგრამ ჰარმონიული ურთიერთობისთვის მანაც უნდა იზრუნოს თქვენზე.
სთხოვეთ მას, მოგართვათ საუზმე საწოლში ან მასაჟი გაგიკეთოთ.
ცოტა მანაც შეიწუხოს თავი.

7. ზედმეტად რევთ თქვენს ურთიერთობებში გარეშე პირებს. მშობლებიც გარეშე პირები არიან, სხვათა შორის.
გიყვარდეთ და იზრუნეთ მათზე, არავინ გიშლით, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ იდეალური არავინაა, არც მათ არ უცხოვრიათ ისეთი ცხოვრებით, როგორიც თქვენ მოგწონთ და რატომ აძლევთ უფლებას, ტვინი აგირიონ თავიანთი რჩევებით?
ნურავის აძლევთ თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას.

8. ორივე ძალიან დაიღალეთ. მოსწყდით ყველას და ყველაფერს.
თუ ქალაქიდან ვერ გადიხართ, ქალაქშივე განმარტოვდით, ან სახლში დროზე მიდით და ეგრევე საწოლში შეძვერით. 9 საათზე თვალები დახუჭეთ და იქამდე ითვალეთ ცხვრები, სანამ არ დაგეძინებათ, მერე დილით 6 საათზე ადექით და სასეირნოდ წადით. აი, იმ დროს, როცა მხოლოდ მეეზოვეებსა და ჩიტებს ღვიძავთ. დასვენება და რეჟიმის გამოცვლა გჭირდებათ.

9. ურთიერთობის  შენარჩუნებისთვის ვნება აუცილებელია. ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგში გაქვთ? თუ წესრიგში გაქვთ, ეგრე განაგრძეთ, თუ არადა...
სარკეში ჩაიხედეთ, გარდერობში შეიხედეთ, საცვლებს თვალი გადაავლეთ და თუ დიდად არ მოიხიბლეთ, საშოპინგოდ წადით.
ამბობენ, რომ კაცებს თვალებით უყვართ.
სხვათა შორის, იმასაც ამბობენ რომ ქალები, გაცილებით მეტად იღგზნებიან, როცა თავად გრძნობენ თავს ლამაზად და სექსუალურად.
დაანახვეთ მას, და საკუთარ თავსაც, რომ ყველაზე მაგარი ქალი ჰყავს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?