რაზე მიანიშნებს უნებლიე ჩანახატები (ტესტი)

FUN-ტესტი

23 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

ყვავილები, გულები, ხვეულები, ფისოები, თვალები – რას არ ხატავენ ადამიანები ტელეფონზე საუბრის ან თათბირზე ყოფნის დროს. ხატავენ და ხშირად ვერც ხვდებიან, რომ მათი „შედევრები“ შეიძლება ფსიქოლოგიისა და გრაფოლოგიის მიერ შეფასდეს.

სწორი ხაზებით შექმნილი ფიგურები
არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ნახატი: 3D-ში შექმნილი მოცულობითი ფიგურა თუ პრიმიტიული. კვადრატები-მართკუთხედები-სამკუთხედები მეტყველებენ, რომ მათი ავტორი ძალიან ორგანიზებული პიროვნებაა. თუ გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთს ფარავს და ერთი მეორეზე გადადის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ავტორს პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის მონახვა გართულებული აქვს. უნდა შეფასდეს ხაზების სისქეც – სქელი, მკაფიო შტრიხები მეტყველებს, რომ „მხატვარი“ მიზანმიმართული ადამიანია და ხშირად აღწევს საწადელს. თუ ფანქარზე დიდი დაწოლაა და სურათი თითქოს ჩაბეჭდილია ქაღალდში, მაშინ მისმა ავტორმა უნდა ისწავლოს მოდუნება და სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით შეკრული მუშტებით იმოძრაოს დასახული მიზნისკენ.


 


ყვავილები-ხვეულები

ვარდების თაიგულები, ფერადი გვირილები და სხვა ყვავილები, რომლებიც არ არიან მცენარეების ატლასში, იხატება გულისხმიერი და კომუნიკაბელური ადამიანების მიერ, რომელთაც ექსტრავერსია ახასიათებთ. მათთან კომფორტულია სამსახურებრივი პრობლემების განხილვა, სიცილი და ჭორაობაც კი. დააკვირდით ნახატის დეტალებს: რაც უფრო დაწვრილებით არის შესრულებული ნახატი, მით მრავალმხრივი ინტერესები აქვს მის ავტორს. თუ კომპოზიციაში, ყვავილების გარდა, არის ბალახი ან ხეები, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ წინ ძალიან პოზიტიური ადამიანია.




აბსტრაქციონიზმი
ნახატებს კანდინსკის ან მალევიჩის სტილში ხატავენ კრეატიული ადამიანები, რომლებსაც სულაც არ სურთ მნიშვნელოვანი და საჭირო, მაგრამ მოსაწყენი საქმეებით დაკავება. აბსტრაქტული ჩანახატების გაკეთება საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სტრესთან ბრძოლაში. რაც უფრო ფანტაზიით სავსეა ნახატი, მით უფრო ემოციურია მისი შემქმნელი. კრეატიული ნახატების ავტორებს არ უყვართ, როდესაც ვინმე ცდილობს მათი ჩანაფიქრების გაგებას – მათ ურჩევნიათ თავისი ფიქრებისა და აზრების თავისთვის შენახვა.




თვალები
ადამიანები, რომლებიც თვალებს ხატავენ, სხვებზე მეტად მიდრეკილები არიან ფილოსოფიური ფიქრების მიმართ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზუსტად მათ მიერ დახატული თვალი მეტყველებს, რამდენად არის ადამიანი კმაყოფილი თავისი სამსახურით. თუ ნახატი ფურცლის ზედა კიდესთან არის განლაგებული, მაშინ მისი ავტორი კმაყოფილია პერსპექტივით ან საინტერესო პროექტით თუ დავალებით. იმ შემთხვევაში, თუ ნახატი ქვედა ბოლოსკენ არის განლაგებული, მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, ახლანდელი საქმე ნახატის ავტორს არ აღაფრთოვანებს. ამის გარდა, ამ ნახატით შესაძლოა, ვიმსჯელოთ ტემპერამენტზეც – მარცხნივ თვალებს ხატავენ ზანტი და ნელი ადამიანები, თუმცა ისინი ყველაფერს საფუძვლიანად აკეთებენ. მარჯვნივ – პირიქით, ადამიანი-ენერჯაიზერები, რომლებსაც ყველაფერი სწრაფად გამოსდით.


 


კატა/ცხოველები
ადამიანი, რომლის რვეულშიც თათბირის შემდეგ ზოოპარკი ჩნდება, როგორც წესი, კარგი გუნდური მოთამაშეა, რომელიც თავის თავზე ფიქრობს, როგორც ერთი დიდი მთლიანის ნაწილზე. ასეთმა ადამიანებმა იციან მოსმენა, დახმარება და ლიდერის თანადგომა. თუ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ სურათებს, მაშინ დახატული კატა იმის ნიშანია, რომ ადამიანს სიახლოვე არ ჰყოფნის, ჩიტები თავისუფლების სურვილზე მეტყველებს, ნიანგები - ძალაუფლების წყურვილზე, სპილოები კი - კარგ თვითშეფასებაზე.


 


გულები
გული, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოხატული ფიგურაა. არ არის საჭირო, იყო ფსიქოლოგი, იმისთვის, რომ მიხვდე, რაზე მეტყველებს ის: როგორც წესი, ეს ახალი რომანტიკული ურთიერთობის ან ახალი დაწყებული მხურვალე რომანის ნიშანია. დააკვირდით გულის ფორმას: რაც უფრო მომრგვალებული და დიდი ზომის გულია, მით ემოციურია ნახატის ავტორი. თუ მთელი სურათი გულებით არის დაფარული, მაშინ ავტორი ზემგრძნობიარე პიროვნებაა, რომელსაც უყვარს გაბუტვა და თან ხშირად ამას უმიზეზოდ აკეთებს. თუ ნახატი სქემატურად არის შესრულებული – ცალკეული შტრიხებით, მაშინ თქვენ წინაშე აგრესიისკენ მიდრეკილი პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის, პირველ რიგში, თავის თავზე ფიქრობს. გულის ფორმა უფრო სამკუთხედს წააგავს, ვიდრე წრეს? ამ ესკიზის ავტორი უკრძალავს თავის თავს სისუსტეების გამოვლენას სხვების წინაშე.


დაბოლოსწარწერა 
თუ ადამიანი განუწყვეტლივ თავის სახელს წერს – არ ელოდოთ მისგან მეგობრულ თანადგომას, რადგანაც ეს ძლიერი ეგოიზმის ნიშანია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?