რომელ კარში შეხვიდოდით? (ფსიქოლოგიური ტესტი)

FUN-ტესტი

19 დეკემბერი 18:00, 2016 წელი
58

დღევანდელი ექსპრესტესტი თქვენი პიროვნების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. იმისთვის, რომ გაიაროთ ტესტი, აირჩიეთ სურათზე გამოსახული ის კარი, რომელიც მოგეწონათ.

არჩევანზე დიდხანს ნუ იფიქრებთ - უბრალოდ, შეჩერდით იმ კართან, რომელიც დანახვისთანავე მოგეწონათ და იხილეთ პასუხი:



კარი 1. თქვენ მხიარული ადამიანი ხართ, სიმსუბუქე და ჰაეროვნება გიყვართ. მუდმივად სხვებზე ზრუნავთ და ცხოვრებაში უბრალო სიამოვნებასაც აფასებთ. ეს შეიძლება დახვეწილი ჭურჭელი, სანთელი ან, უბრალოდ, უახლოეს საცხობში ნაყიდი ფუნთუშეული იყოს. გიყვართ მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის გაცნობა. საკმაოდ კეთილი ხართ და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა გსიამოვნებთ. გახსოვდეთ, თუკი დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, გარშემომყოფთაგან ნებისმიერს მიმართოთ.

კარი 2. ძალიან უბრალო ხართ, გადაჭარბებული არაფერი მოგწონთ. ცდილობთ, სუფთა და სრულყოფილი ცხოვრება გქონდეთ. საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი ხართ. სამსახურითა და კარიერით ამაყობთ. მიუხედავად თქვენი მიღწევებისა, პიროვნული განვითარებისთვის მეტი დრო უნდა გამოყოთ. ცხოვრებაში ბალანსი აუცილებელია. ეცადეთ, ცხოვრება გაიფერადოთ და თავგადასავლებით გაამრავალფეროვნოთ.

კარი 3. აშკარაა, რომ გარშემომყოფებისთვის განსხვავებული და საინტერესო ადამიანი ხართ. ბევრი რამ კარგად გამოგდით. საკუთარ თავს ბევრი კუთხით წარმოაჩენთ, არაფრისგან რაღაცის შექმნა შეგიძლიათ. თუმცა, გარეთ გამოსვლა და ბუნებასთან სიახლოვე გჭირდებათ. დროა, დედამიწაზე დაეშვათ!

კარი 4. ხელოვანი ხართ, რომელიც საკუთარ თავს წერით, მუსიკით ან ხატვით წარმოაჩენს. შესაძლოა, ძალიან მეგობრული და გულღია იყოთ, თუმცა, ამავდროულად ძალიან ჩაკეტილი. ფიქრებსა და პრობლემებს ყოველთვის თქვენთვის ინახავთ, რადგან ფიქრობთ, რომ ვერავინ გაგიგებთ. უმჯობესია, თავს ნება დართოთ და გრძნობები სხვებსაც გაუზიაროთ. გარშემომყოფებს თქვენთვის ფიქრებისა და გრძნობების გაზიარება სიამოვნებთ და თქვენგანაც იმავეს ელიან.

კარი 5. მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ. თქვენ გარშემო ყველაფერი წინ მიდის. თქვენი საქმე თქვენგან მოვლენების მეტად გაცნობიერებას ითხოვს. იმისთვის, რომ უფრო პროდუქტიული იყოთ, სიმარტივეა საჭირო. ხანდახან, უბრალოდ, დასვენება გჭირდებათ. ცოტა დრო საყვარელი საქმისთვისაც გამოყავით. საჭიროა ახალი ინტერესები და საქმე, რომელიც ყოველდღიურობას მოგწყვეტთ. ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის.

კარი 6. თვითდაჯერებული და დეტალებზე ორიენტირებული ხართ. ყოველთვის გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებით სხვების თვალში. თქვენს სახლსა და მანქანაში კი სრული არეულობაა! საკუთარ თავსაც ხშირად ებრძვით. უბრალოდ, მოდუნდით და ისუნთქეთ. ცხოვრება მხოლოდ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება არ არის. გახსოვდეთ, რომ მთელი სამყარო ყოველთვის თქვენ არ გაკვირდებათ… იყავით ის, ვინც მართლა გინდათ, იყოთ. 

კარი 7. მინიმალისტი ხართ, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. სხვებზე ზრუნავთ. თქვენთვის ოჯახი და სამეგობრო წრე ძალიან მნიშვნელოვანია და მათთვის ბევრ რამეს გააკეთებდით. საკუთარ თავს პირველ ადგილას არ აყენებთ. რას შეუძლია თქვენი ცხოვრების გამდიდრება, რა გახდის მას უფრო ფერადსა და მხიარულს? მაშინაც კი, როდესაც დედის, მამის, მასწავლებლის, მენეჯერის ან სხვა ამგვარ როლს ირგებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება ისევ თქვენია. დაფიქრდით, როგორი ცხოვრება გსურთ? 

კარი 8. მხიარული ხასიათი ახალგაზრდობას გინარჩუნებთ. მიუხედავად თქვენი თავისუფალი ხასიათისა, დაბალი თვითშეფასება გაქვთ და მარტივ საკითხებზეც ნერვიულობთ. არაორგანიზებული ხართ, არ იცით, პრობლემების მოგვარება საიდან დაიწყოთ. ამაყი ხართ, თუმცა საკუთარი თავი მეტად უნდა შეიყვაროთ. თვითგამოხატვა გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს დახმარებას შეძლებენ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს გჭირდებათ. რაც მეტი ადამიანი გყავთ გარშემო, ცხოვრება უფრო მარტივია.

კარი 9. უცნაური ხართ. პრობლემებს ძალიან მარტივად აგვარებთ და ეს გეამაყებათ. გაურთულებელი ცხოვრება მოგწონთ. კიდევ რა გჭირდებათ? სხვებისთვის კეთილი საქმის გაკეთებით სიამოვნებას იღებთ. მეზობლების, მეგობრების, ოჯახის წევრების დასახმარებლად ყოველთვის მზად ხართ. გახსოვდეთ, ცხოვრება განსაკუთრებულია და თქვენც განსაკუთრებული ხართ!

კარი 10. სტაბილურობას აფასებთ. საიმედო და მტკიცე ადამიანი ხართ. ცხოვრების ყველა სფეროში სიმშვიდე გსიამოვნებთ. ძალიან პრაქტიკული ხარ. თუკი არ შეზღუდავთ, არის თქვენში რაღაც შემოქმედებითი. გიყვართ მუსიკა, მხატვრობა, თუმცა კარიერაში მათ ინტეგრაციას არასდროს ცდილობთ. ფიქრობთ, რომ პრობლემები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და თავს არავის ახვევთ. გახსოვდეთ, საკუთარი თავის გარშემომყოფებთან გამოვლენა დანაშაული არ არის, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ.