პასუხებში დაიწერეთ:
4 ქულა - თუკი მოსაზრებას სავსებით ეთანხმებით;
3 ქულა - თუკი ნაწილობრივ ეთანხმებით;
2 ქულა - თუკი უფრო მეტად არ ეთანხმებით, ვიდრე ეთანხმებით;
1 ქულა - თუკი კატეგორიულად არ ეთანხმებით.
1. მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა მაქვს.
2. საკმაოდ იოლად ვუღებ ალღოს სხვების აზრებს, ვინაიდან არაჩვეულებრივი ინტუიცია მაქვს.
3. იმედი მაქვს, მომავალში ბევრი სასიამოვნო რამ მელის.
4. ვფიქრობ, ადამიანებს ჩემთან ურთიერთობა სიამოვნებთ.
5. შეიძლება, ვიღაცას ჩემგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ მე ის მაინც სასიამოვნო ადამიანად მიმაჩნდეს.
6. მიყვარს ბავშვები.
7. მიყვარს თავსატეხების ამოხსნა.
8. როცა რამე საქმეს ვკიდებ ხელს, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.
9. როგორც წესი, ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი მიზეზი მაინტერესებს ხოლმე.
10. ჩემი სამუშაოს გარდა, სხვა უამრავი გატაცებაც მაქვს.
11. ვცდილობ, ჩემ გარშემო მომხდარი ნებისმიერი ცვლილება დადებითად შევაფასო.
12. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობით ადამიანებისთვის სიკეთე მომაქვს.
13. ხშირად ვოცნებობ.
14. ჩემი საყვარელი მუსიკის მოსმენა განწყობას მიუმჯობესებს.
15. ახალ იდეებს ყოველთვის დიდი ინტერესით ვხვდები.
16. ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე ფარ-ხმალს არასდროს ვყრი.
17. მოსწრებულ ხუმრობაზე გულიანად ვიცინი.
18. ამქვეყნად არსებობს ადამიანი, ვისაც თვალდახუჭული ვენდობი.
19. ფიზიკური აქტივობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
20. უცხო ადამიანების გაცნობა მსიამოვნებს.
21. მსურს, ვისწავლო რაღაც ახალი, ის, რის კეთებაც ჯერ არ ვიცი.
22. ვცდილობ, მომხიბვლელად გამოვიყურებოდე და ვფიქრობ, გამომდის კიდეც.
23. წვრილმანი უსიამოვნებების გამო ხასიათს არ მოვიწამლავ.
24. მომწონს ის დრო, რომელშიც ვცხოვრობ.
25. ვფიქრობ, საკუთარი უნარის სრულად გამოვლენის შანსი მომავალში აუცილებლად მომეცემა.
ტესტის შედეგები:
75 ქულაზე მეტი:
ასაკის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მომავლის რწმენითა და უშრეტი ენერგიით ხართ სავსე. გულღია, კონტაქტური, ოპტიმისტი და ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ბრძანდებით. ბუზისგან სპილოს არასდროს შექმნით. ეს დიდი ბედნიერებაა. თქვენი ხასიათის პატრონს სიბერე კარგა ხანს არ გემუქრებათ.
50-75 ქულა:
საკუთარ თავთან კომპრომისებზე ხშირად წასულხართ. უამრავმა საზრუნავმა და სტრესმა სიხარულის გამოხატვის უნარი დაგიქვეითათ, სამაგიეროდ, სერიოზულობა და პასუხისმგებლობა გასწავლათ. შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი „საშუალო“ დონით განისაზღვრება - ე.ი. იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც დიდად არ არის დამძიმებული პრობლემებით. გაითვალისწინეთ, ცოტა მეტ მხნეობასა და ოპტიმიზმს თუ გამოავლენთ, ნამდვილად წაგადგებათ.
50 ქულაზე ნაკლები:
თქვენნაირ ადამიანებზე ამბობენ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრი რამ ნახეს და გადაიტანეს. მათ ყველაფრის ფასი იციან. დაფიქრდით, ცოტა ნაადრევად ხომ არ დაგიდგათ ეს ხანა? ცხოვრება ხომ საოცრად საინტერესოა და ჯერ კიდევ უამრავი რამის ნახვა და ნანახით სიამოვნება შეგიძლიათ!