რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი? (ტესტი)

FUN-ტესტი

9 იანვარი 18:00, 2017 წელი

ადამიანის ქვეცნობიერი ბევრ რამეს მალავს. მსგავსი ტესტები გვეხმარება, საკუთარ თავში ის თვისებები დავინახოთ, რომელთაც ვერ ვამჩნევთ. 

მაშ ასე, აირჩიეთ სასურველი ნახატი და გაეცანით პასუხებს:


1. ენერგიული და ხალისიანი
თქვენი სტიქია სპონტანურობით სავსე თავისუფალი ცხოვრებაა. ცდილობთ, მაქსიმუმი მიიღოთ და დატკბეთ ყოველი წამით. თქვენი დევიზია: „ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!“ ცნობისმოყვარე ხართ, გახსნილი ახალი ურთიერთობებისთვის, გზებისა და სიტუაციებისთვის. ვითარდებით მაშინ, თუ ირგვლივ ყველაფერი იცვლება. გაშინებთ აკრძალვები და ჩარჩოები, არ გიყვართ რჩევები და ჭკუის სწავლება, თუმცა სიხარულით ისრუტავთ მრავალმხრივ გამოცდილებას, რომელიც გგონიათ, რომ შეუცვლელია. სიურპრიზების დიდი თაყვანისმცემელი ხართ.


 




2. თავისუფლებისმოყვარე და არაორდინარული
თქვენ ჰაერივით გესაჭიროებათ თავისუფლება. მთავარი მოთხოვნილება საკუთარი თავის უნიკალურად წარმოჩენაა. ცხოვრებისეულ ყველა ამოცანას კრეატიულად უდგებით. შემოქმედებით საწყისს ავლენთ როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ. სხვის მაგალითს არასდროს მიჰყვებით, გირჩევნიათ, თავად გაიკაფოთ გზა. ინდივიდუალისტი ხართ და სხვებშიც ამ თვისებას აფასებთ. ცხოვრებისა და მორალის საკუთარ წესებს ადგენთ, რომლებიც სხვებისთვის შესაძლოა, მისაღები არ იყოს.


 




3. მოაზროვნე და მგრძნობიარე
თქვენ სხვაზე ხშირად გხვდებათ სასტიკი წინააღმდეგობანი: ადამიანებთან, სისტემასთან და საკუთარ თავთანაც კი. ვერ იტანთ ზედაპირულ „ფართხალს“, ამიტომაც არჩევთ სიმარტოვეს. საუკეთესო მეგობარი ხართ მათთვის, ვისაც ენდობით. სწორედ ეს ურთიერთობები გიჭერთ მხარს, როდესაც მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ მხედრდება. ბედნიერებისთვის შინაგანი ჰარმონია გჭირდებათ, რომლის მოცემაც თქვენს რჩეულ ადამიანებს შეუძლიათ. ამიტომაც მხოლოდ თავად ახერხებთ საკუთარ თავში რწმენის დანერგვას. ეს თქვენ კარგად გამოგდით, რადგან საკმაოდ თვითმყოფადი ადამიანი ხართ.


 




4. მიწაზე მყარად მდგარი და ჰარმონიული
თქვენი ძირითადი ღირებულება ბუნებრივობაა. თქვენთვის მიუღებელია ყველაფერი ხელოვნური და ძალდატანებული. უბრალო ურთიერთობები გიყვართ. ადამიანებს უადვილდებათ თქვენთან ყოფნა, მათ ხიბლავთ ცხოვრების საღი გონებით აღქმის უნარი. მიწაზე მყარად დგახართ. თქვენი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს სხვას, სიტყვებს არასდროს ისვრით ჰაერზე.


 


 



5. პრაგმატული და თავდაჯერებული
ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავს აკისრებთ. ბედნიერი შანსის ლოდინში დროს არ ფლანგავთ. თქვენი აზრით, წარმატების მიღწევა მხოლოდ საკუთარი ძალებით არის შესაძლებელი. ნებისმიერ პრობლემას პრაქტიკულად წყვეტთ, არც საკუთარი და არც სხვისი ცხოვრების გართულების გარეშე. კლასიკური რეალისტი ბრძანდებით. ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებით, თავს არ იტკიებთ სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვით. ჩანაფიქრის განსახორციელებლად უკეთესი კანდიდატის მოძებნა წარმოუდგენელია.


 



6. მშვიდობისმოყვარე და ფილოსოფიური
ურთიერთობებში ყველაზე მეტად სიმშვიდეს აფასებთ. თქვენთან ურთიერთობა ადვილია, რადგან ფიქრობთ, რომ ადამიანური ურთიერთობა ნამდვილ განძს წარმოადგენს. გიყვართ ახალი მეგობრების შეძენა, ამასთანავე, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ადგილს ყოველთვის იტოვებთ, რადგან ხანდახან მარტოობაც აუცილებელია აზრების დასალაგებლად. ხშირად ფიქრობთ ყოფიერების არსზე, გხიბლავთ სხვადასხვა თემაზე ფილოსოფიური საუბრები. ცხოვრობთ ჰარმონიულ სამყაროში, აფასებთ სილამაზესა და ერთგულებას.


 



7. საიმედო და მიზანდასახული
თვისება, კარგად გაუგოთ სხვებს, უბრალოდ, განსაცვიფრებელია. ცდილობთ, გარშემო უნიკალური ადამიანები შემოიხვიოთ, რადგანაც გიყვართ თითოეულისგან რაიმეს სწავლა. თქვენს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს კულტურას, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით. თქვენთვის მნიშვნელოვანია, იპოვოთ საკუთარი სტილი როგორც ჩაცმულობაში, ასევე ქცევასა და აზროვნებაში.






8. რომანტიკული და ემოციური
ძალზე მგრძნობიარე ხართ. ცხოვრების რაციონალურ წესებს არ ექვემდებარებით. გირჩევნიათ, ღრუბლებში იფრინოთ, სადაც თავს კარგად გრძნობთ. გრძნობები ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს თქვენთვის. გულწრფელად გჯერათ, რომ აუცილებელია, გქონდეთ ოცნება. და თუ ის აგისრულდებათ, ახალს მოიგონებთ. პრაგმატულ ადამიანებთან საერთო ენას ვერ პოულობთ.






9. დინამიკური და აქტიური
გიყვართ რისკი და მძაფრი შეგრძნებები. ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი ცხოვრება მალე გბეზრდებათ. ბედნიერი ხართ, როდესაც მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებით. საკუთარი ქმედებების სისწორეში დარწმუნებული ხართ, თუმცა შეცდომების აღიარებაც არ გიჭირთ. თქვენი ქცევების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან თავად არ იცით, რას მოიმოქმედებთ ნახევარი საათის შემდეგ


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?