გესმით თუ არა მამაკაცის ენა? (ტესტი)

FUN-ტესტი

16 იანვარი 18:00, 2017 წელი

ტესტი ქალებისთვის... 

ქვემომოცემულ შეკითხვებს დაკვირვებით უპასუხეთ. ამით საკუთარ თავს შეამოწმებთ - შეძლებთ თუ არა, მშვიდად იცხოვროთ საყვარელ მამაკაცთან და მისი კაპრიზები აიტანოთ?

1. თქვენი პარტნიორი მამაკაცი თავისი დაბადების დღისთვის ეგზოტიკური კერძის მომზადებას გთხოვთ:
ა. მოძებნით კულინარიულ წიგნს და შედევრის შექმნას ეცდებით - 3 ქულა;
ბ. მაინცდამაინც არ გესიამოვნებათ, აიღებთ ფეხსაცმლისთვის გადანახულ ფულს და კერძს რესტორანში შეუკვეთთ -1 ქულა;
გ. იმ კერძს მოამზადებთ, რაც იცით - 2 ქულა;
დ. არაფერსაც არ მოამზადებთ - 0 ქულა.


2. თქვენმა მომზადებულმა საჭმელმა მას მუცელი აატკივა:
ა. წამალს დაალევინებთ და ანუგეშებთ - 3 ქულა;
ბ. გაგზავნით ექიმთან - 0 ქულა;
გ. დედას დაურეკავთ და რჩევას სთხოვთ - 2 ქულა;
დ. ყველაფერს სასმელს გადააბრალებთ - 1 ქულა.


3. თქვენი დაბადების დღე ახლოვდება. საყვარელი მამაკაცი გეუბნებათ, რომ გიყიდით იმას, რასაც მოისურვებთ:
ა. ძვირად ღირებულ სამკაულს ითხოვთ - 0 ქულა.
ბ. სუნამოზე შეუთანხმდებით - 2 ქულა;
გ. უბრალო საჩუქრითაც კმაყოფილი იქნებით - 3 ქულა;
დ. ხმას არ იღებთ, გიყიდოთ ის, რაც თავად უნდა - 1 ქულა.


4. ბოლოს და ბოლოს, სასურველი კაბა იყიდეთ, ის კი გეუბნებათ, რომ არ გიხდებათ:
ა. იბუტებით და სახლიდან მიდიხართ - 3 ქულა;
ბ. ეუბნებით, რომ უკეთესი თავად გიყიდოთ - 0 ქულა;
გ. ჰპირდებით, რომ წონაში დაიკლებთ - 1 ქულა;
დ. მის ნათქვამს არანაირ ყურადღებას არ აქცევთ - 2 ქულა.


5. მაღაზიაში ერთად შეხვედით. კოსტიუმი მოგეწონათ, მაგრამ ფული გაკლდებათ:
ა. მაღაზიას გულმოკლული ტოვებთ - 0 ქულა;
ბ. სთხოვთ, ფული დაგიმატოთ - 1 ქულა;
გ. გამყიდველს უთანხმდებით, რომ მეორე დღემდე შეგინახონ - 2 ქულა;
დ. არ შეიმჩნევთ, რომ მაინცდამაინც ის კოსტიუმი მოგეწონათ და არჩევანს იაფფასიან პროდუქტზე შეაჩერებთ - 3 ქულა.


6. მთელი დღის დაღლილს ერთი სული გაქვთ, როდის დაიძინებთ, მეუღლე კი სწორედ ახლაა ალერსის ხასიათზე;
ა. სთხოვთ, რომ თავი დაგანებოთ - 2 ქულა;
ბ. ხმამაღალი სიტყვებით გადიხართ მეორე ოთახში - 0 ქულა;
გ. ალერსისთვის განეწყობით - 1 ქულა.
დ. წყნარად სთხოვთ, რომ დილამდე მოიცადოს - 3 ქულა.


შედეგები:
16-18 ქულა: შეგიძლიათ, ჭკუა სხვებსაც დაარიგოთ. მშვენივრად ახერხებთ, საკუთარი სურვილები პარტნიორის მოთხოვნებს შეუთავსოთ. კომპრომისზე ადვილად მიდიხართ. გილოცავთ! პირად ცხოვრებაში პრობლემები არასოდეს გექნებათ, მეუღლე კი, უბრალოდ, გიჟდება თქვენზე.


7-15 ქულა: მაინცდამაინც ცუდი ხასიათი არ გაქვთ, მაგრამ ზოგჯერ უაზროდ იცით გაჯიუტება. მართალია, საკუთარი პრინციპების დაცვა ცუდი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია. ცოტაოდენი ქალური სიბრძნე გამოიჩინეთ და ყველაფერი კარგად იქნება.


2-6 ქულა: ზედმეტად სერიოზული და საშინლად პრეტენზიული ხართ. უფრო მომთმენი და კეთილი იყავით, თორემ ყველაზე თვინიერ მამაკაცსაც კი დააფრთხობთ.


2 ქულაზე ნაკლები: გირჩევთ, სახლში იჯდეთ და გათხოვებაზე საერთოდ არ იფიქროთ. თუ საკუთარი თავი არ გებრალებათ, სხვას რას ერჩით?! ვერანაირ საერთო ენას მამაკაცებთან ვერასოდეს გამონახავთ. ან რა საჭიროა? თქვენ ხომ მათ გარეშეც მშვენივრად შეგიძლიათ ცხოვრება?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?