უყვარხარ თუ არ უყვარხარ?

FUN-ტესტი

18 იანვარი 18:00
99

გაინტერესებთ ნამდვილად უყვარხართ თუ არა თქვენს საყვარელ ადამიანს ან რამდენად გულწრფელია მისი გრძნობები თქვენს მიმართ? გაიარეთ მარტივი ტესტი და გაიგეთ პასუხი.

1. მზეთუნახავს ხშირად გიწოდებს?
ა) კი, ძალიან ხშირად - 2 ქულა;
ბ) მხოლოდ მაშინ, როცა იმას ვიცვამ, რაც მას მოსწონს - 1;
გ) იმედი მაქვს, ამ სიტყვას მისგან ოდესმე მაინც მოვისმენ - 0.


2. რა თქვა, როცა მას თქვენი მეგობარი გოგონა გააცანით?
ა) „ძალიან სასიამოვნოა” - 2 ქულა;
ბ) „გამარჯობა" - 0;
გ) „მე თქვენზე ბევრი რამ მსმენია" - 1.


3. შენს შეყვარებულს რომელ კინოგმირს შეადარებდი?
ა) ადრიანო ჩელენტანოს კინოფილმიდან „ჭირვეულის მორჯულება" - მის გრძნობებში დაეჭვებას გაიძულებს - 0 ქულა;
ბ) ტომ კრუზს კინოფილმიდან „ვანილის ცა" - შენთვის სიცოცხლესაც კი გაწირავს - 2;
გ) როჩერდ გირს „ლამაზმანში" - ხან შენ დასდევ, ხან-ის, - 1.



 



Post Middle




4. ავად რომ გახდე, სანახავად მოვა?
ა) კი, გაიგებს თუ არა იმ წუთასვე გამოიქცევა - 2 ქულა;
ბ) არა, მაგრამ დღეში რამდენჯერმე დამირეკავს - 1;
გ) არა, რადგან დარწმუნებულია, რომ საკუთარ თავს უიმისოდაც მშვენივრად მივხედავ - 0.


5. რომელი უფრო ხშირად საუბრობთ სამსახურზე, კარიერასა და ცხოვრების გეგმებზე?
ა) ორივე ერთნაირად, რადგან აღმაფრენისა და დაცემის პერიოდები ორივეს გვაქვს - 1 ქულა;
ბ) ის, თან როგორც კი თავის სამსახურზე დაიწყებს ლაპარაკს, იმ წუთასვე ნერვები ეშლება - 0;
გ) მე, ის კი გულდასმით მისმენს და კითხვევსაც მისვამს - 2.


6. საქმიან შეხვედრაზე გაყოლა სთხოვეთ, რა გიპასუხათ?
ა) „ძალიან დაკავებული ვარ” - 0 ქულა;
ბ) „სად და რომელ საათზე მოვიდე” _ 2;
გ) „ვეცდები მოვიდე” - 1.


7. საჩუქრებს ხშირად გიძღვნის?
ა) კი, ძალიან ხშირად - 2 ქულა;
ბ) მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე - 1;
გ) ძალზედ იშვიათად - 0.


8. კვირაში რადენჯერ ცდილობს რომ თქვენთან იყოს?
ა) ორჯერ ან სამჯერ -1 ქულა;
ბ) ერთხელ და მაშინაც პაემანს მე ვუნიშნავ ხოლმე - 0;
გ) ოთხჯერ მაინც, თუმცა მისი ნება რომ იყოს, დღე და ღამე ჩემს გვერდით იქნებოდა - 2.


9. შენს შესახებ სხვასთან ჭორაობა თუ შეუძლია?
ა) ალბათ შეუძლია, რაც ძალიან მაწუხებს - 0 ქულა;
ბ) არა, გამორიცხულია - 2;
გ) ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა: ჩემს მეგობართან წაიჭორავა - 1.


10. სიურპრიზებს თუ გიწყობს?
ა) ის თვითონაა ჩემი ცხოვრების მთავარი სიურპრიზი - 2 ქულა;
ბ) იშვიათად მიწყობს - 1;
გ) ასეთი რამ არ ეხერხება - 0.
შედეგები


15 და მეტი ქულა: მისტერ ერთგულება - გაგიმართლათ, რადგან შეყვარებულს ზომაზე მეტად უყვარხართ. თუმცა ფსიქოლოგები მაინც გაფრთხილებენ: ასეთი სიყვარული რომანის დასაწყისში სასიამოვნოა, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გადაიზარდოს და გაფრთხილდით.


7-დან 14 ქულამდე: მისტერ ურთიერთგაგება - გილოცავთ, თქვენი შეყვარებული ზედმიწევნით გაწონასწორებული ადამიანია. ასეთი მამაკაცი საყვარელი ქალის მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანია. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი მამაკაცი ქალთან, უპირველეს ყოვლისა, იმიტომაა, რომ მისთვის სულერთი არ არის.


6 და ნაკლები ქულა: მისტერ გულგრილობა - რად გინდა ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც შენს დასახმარებლად არასოდეს არაფერს აკეთებს? ფსიქოლოგების აზრით, ასე მხოლოდ იმიტომ იქცევით, რომ ამ ადამიანით ზედმეტად ხარ გატაცებული, რაც კარგს ნამდვილად არაფერს გიქადით.