გემუქრებათ თუ არა სამსახურეობრივი რომანი? (ტესტი)

FUN-ტესტი

19 იანვარი 18:00
89

სამსახურში ხშირია სამსახურეობრივი რომანები. გაინტერესებთ, სამსახურში შეხვდებით თუ არა თქვენს მეორე ნახევარს? ან როგორ განვითარდება მოვლენები? უპასუხეთ მარტივ შეკითხვებს და გაიგეთ პასუხი.

1. კორპორაციულ საღამოებზე სიარული თუ გიყვართ?
ა) დიახ, მიყვარს;
ბ) არც ისე;
გ) ჩვენს სამსახურში ასეთ საღამოებს არ მართავენ.


2. კოლექტივში საპირისპირო სქესის კოლეგა ბევრი გყავთ?
ა) თანამშრომელთა თითქმის ნახევარი საპირისპირო სქესისაა;
ბ) დაახლოვებით მეოთხედი;
გ) ძალიან ცოტა გვყავს.


3. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამსახურში დარჩენა ხშირად გიწევთ?
ა) კი, საკმაოდ ხშირად;
ბ) იშვიათად ვრჩები;
გ) საერთოდ არა.


4. სადილად კოლექტიურად თუ გადიხართ ხოლმე?
ა) დიახ, სადილად ერთად გვიყვარს გასვლა;
ბ) როდის როგორ;
გ) არა.


5. ოფისში დაბადების დღეს როგორ აღნიშნავთ?
ა) ჩვეულებრივ, იუბილარი რესტორანში ან ბუნების წიაღში საქეიფოდ გვეპატიჟება;
ბ) ოფისში მხოლოდ ჩაის ან ყავას ვსვამთ;
გ) იუბილარს ჩვენი ხელმძღვანელი ულოცავს და ფულს ჩუქნის.


6. თქვენს თანამშრომლებს შორის ერთი რომანი მაინც თუ ყოფილა?
ა) რა თქმა უნდა;
ბ) რაღაც თითქოს ითქვა, მაგრამ ვისზე აღარ მახსოვს;
დ) არა.


7. თქვენთან ჩაცმულობასთან დაკავშირებით სასახურში მკაცრი მოთხოვნებია?
ა) არა, არ არის მკაცრი მოთხოვნები;
ბ) კი, ოღონდ არც ისე მკაცრი;
გ) დიახ, თანაც ძალიან მკაცრი.


8. საკუთარ ცხოვრებაში რის შეცვალს ისურვებდით?
ა) ბევრი რამის;
ბ) ვისურვებდი, რომ ჩემი ცხოვრება უფრო ნათელი და დატვირთული იყოს;
გ) პრაქტიკულად არაფრის.


9. თქვენი სექსუალური ცხოვრება თუ გაკმაყოფილებთ?
ა) არა, რადგან ახალი შეგრძნებები ძალიან მაკლია;
ბ) ბოლომდე არა;
გ) სავსებით.


10. თქვენი ქორწინება სტაბილურია?
ა) დაქორწინებული არ ვარ;
ბ) მთლიანობაში, ალბათ, კი;
გ) დიახ, აბსოლუტურად სტაბილურია.


11. გულღია ადამიანი ხართ?
ა) დიახ;
ბ) არც ისე;
გ) არა, საკმაოდ გულჩვილი ვარ.


შედეგები:
მეტი „ა”პასუხი: სამსახურეობრივი რომანი არაფრით აგცდებათ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ „ა" პასუხი ბოლო ოთხ კითხვას გაეცით. საკუთარი ცხოვრების შეცვლის უდიდესი სურვილი გაქვთ, რაშიც ხელს სამსახურში შექმნილი სიტუაციაც ძალიან გიწყობთ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ, ჯერ ერთი, სამსახურეობრივი რომანი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, შეიძლება უნებურად დასრულდეს. თანაც, მათგან განსხვავებით, ყველაფერი თანამშრომლების თვალწინ განვითარდება. და მეორე: სამსახურში ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, სამუშაოდ დადიან, ამიტომაც საეჭვოა, რომ ხელმძღვანელობას თქვენი სხვა საქმით დაკავება მოეწონოს. თუმცაღა, შეიძლება ახალმა გრძნობამ თქვენს საქმიანობას სტიმულიც კი მისცეს. ოღონდ, გაფრთხილებთ, რომ თქვენი რჩეულის საქმიანობაზე პასუხისმგებლობა არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ.


მეტი „ბ” პასუხი: სამსახურეობრივი რომანი ისევე გემუქრებათ, როგორც ბევრი სხვა რამ. მოემზადეთ…


მეტი „გ” პასუხი: სამსახურეობრივი რომანი ნამდვილად არ გემუქრებათ, რადგან მაშინაც კი, თუ ცვლილებები მთელი გულით მოგწყურდებათ, თქვენს სამსახურში მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდება. თუმცა, იქნებ ეს კარგიც იყოს…