როგორი ადამიანი ხართ თითების ფორმის მიხედვით?

FUN-ტესტი

22 იანვარი 18:00
169

თითების სამი ტიპი არსებობს და სამივე მათგანს თქვენი დახასიათება შეუძლია. დახედეთ ხელს და უკეთ გაიცანით საკუთარი თავი.



(TXT 01)
A. სწორი თითი ოთკუთხედი ფრჩხილი
რეალურ ემოციებს მალავთ და ხალხს თავს იმაზე ძლიერ ადამიანად აჩვენებთ, ვიდრე რეალურად ხართ. თქვენი მელანქოლიური ბუნება ზოგჯერ დეპრესიაში გაგდებთ. ხშირად თავს მარტოსულად გრძნობთ. ადამიანის გაცნობისას თავაზიანობას იჩენთ და თავიდანვე ყველას აგრძნობინებთ, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხართ. სამართლიანი და გულწრფელი – ასე გახასიათებენ სამეგობრო წრეში. მართლაც, გეზიზღებათ ტყუილები და არასდროს ღალატობთ ახლობლებს. გიყვართ, როცა ოჯახის წევრებს საჩუქრებით ანებივრებთ. შეგიძლიათ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ბევრი შეცდომა აპატიოთ. მადლიერების გრძნობა კარგად გაქვთ განვითარებული და არასდროს ივიწყებთ გაჭირვებაში ვინ დაგეხმარათ.


(TXT 02)
B. გამოყვანილი თითი წაგრძელებული ფრჩხილით
თუ ადამიანი ერთხელ შეგიყვარდებათ, ვეღარასდროს დაივიწყებთ. ალბათ ამიტომ ელოდებით მოუთმენლად მეორე ნახევართან შეხვედრას (ან ელოდით)!გამოირჩევით ყურადღებითა და მზურნველობით. არასდროს გავიწყდებათ ოჯახის წევრებისა და მეგობრების დაბადების დღეები ან მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენები. ძალიან მგრძნობიარე ხართ, ადვილია თქვენი გახარებაც და გაუბედურებაც. მიუხედავად ამისა ხშირად თავს იკატუნებთ, რომ ყველაფერი რიგზეა. გირჩევნიათ, თქვენ გეტკინოთ, ვიდრე სხვა ადამიანს ეწყინოს. ასკეტიზმისკენ ხართ მიდრეკილი, თუმცა მარტოობისას თავს კარგად ვერ გრძნობთ. თავს იტყუებთ, რომ მარტო ყოფნა გირჩევნიათ, სინამდვილეში გარე სამყაროსგან თავს იცავთ, იმედგაცრუების გეშინიათ. საკითხს თითქმის ვერასდროს უდგებით ზედაპირულად. თქვენთვის მნიშვნელოვანია სიღრმე. გიჩნდებათ კითხვები, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა მიიღოთ. თქვენში ორი პიროვნება ცხოვრობს: მართალია ერთი რბილი და მორიდებულია, მაგრამ მეორეს სიმართლის პირში თქმა და ხანდახან უხეშობაც ახასიათებს. კრეატიული ხართ და თქვენი ფანტაზიის უნარი გამაოგნებელია! წარმატების მიღწევა შეგიძლიათ ხელოვნების, მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროებში.


(TXT 03)
C. გაღუნული თითი ოვალური ფრჩხილით
გულში ბოღმას და ბრაზს არასდროს იტოვებთ. ადამიანებს მარტივად პატიობთ, თუმცა ასევე მარტივად შორდებით მათ. კარგად აცნობიერებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება. არ მიესალმებით მკვეთრ ცვლილებებს, ცხოვრებისეული სურპრიზებიც არ გიყვართ, გირჩევნიათ სტაბილურობა და გაწონასწორებულობა. კამათისას ოპონენტს ყოველთვის ყურადღებით უსმენთ და მის აზრს პატივს სცემთ, მაშინაც კი, თუ რადიკალურად განსხვავებული მსოფმხედველობა გაქვთ. ფიქრობთ, რომ თქვენი პობლემები მხოლოდ თქვენ გეხებათ, ამიტომ დახმარებისთვის მეგობრებს არასდროს მიმართავთ. საზოგადოებაში ყოველთვის თამამად აფიქსირებთ თქვენს აზრს ( ნებისმიერ სიტუაციაში აღნიშნავთ, რა მოგწონთ ან რა არ გაკმაყოფილებთ.) არ გაფრთხობთ ან გაკომპლექსებთ ხალხის აზრი. სხვა ადამიანის როლს ვიღაცის ხათრით ვერასდროს ითამაშებთ.