რატომ ჩხუბობს ცოლ-ქმარი? საინტერესო ტესტი

FUN-ტესტი

23 იანვარი 18:00
154

აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმრის ჩხუბის მიზეზის დადგენა მარტივად, ტესტის დახმარებითაც შეგიძლიათ გაიგოთ.

1. საყვარელ ადამიანთან შერიგების ნიშნად მისგან რის მიღებას ამჯობინებთ?
ა. „შანელი 5“-ის მოზრდილი ფლაკონის;
ბ. ზამთრის მარაგისთვის- ხუთი ტომარა კარტოფილის;
გ. რაიმე სიმბოლური საჩუქრის.


2. თუ შერიგების ნიშნად საყვარელი ადამიანი სიმღერას მოგიძღვნით, როგორ ისურვებდით, რომ ეს გააკეთოს?
ა. ღამის პირველ საათზე ჩემი ფანჯრის ქვეშ სერენადა უნდა მიმღეროს;
ბ. კომპაქტ-დისკი, ან კასეტა მიყიდოს;
გ. რადიოს მეშვეობით.


3. ბოლოს ხელში როდის აგიტაცათ?
ა. თხუთმეტი წუთის წინ;
ბ. თხუთმეტი დღის წინ;
გ. თხუთმეტი წლის წინათ.


4. თქვენი ჩხუბის გამო ყველაზე მეტად ვინ ან რა ზარალდება?
ა. ჩემი ყურები;
ბ. თეფშები, რომლებსაც ისევე დაუნდობლად ვამსხვრევ, როგორც საყვარელი ადამიანი ჩემს გულს;
გ. კედლის საათები და ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათები, რომლებმაც ჩემგან განსხვავებით „ზურგის შექცევა“ ვერა და ვერ „ისწავლეს“.


5. ჩხუბის დროს თქვენი ტრადიციული საყვედური როგორ ჟღერს?
ა. „საკუთარ ჭუჭყიან წინდებს მუდამ აქეთ-იქით ყრი!“;
ბ. „შენ დაღუპე ჩემი ახალგაზრდობა!“
გ. „ჩემს რჩევებს არასოდეს ითვალისწინებ, ამიტომაც არასოდეს გიმართლებს“.


6. თქვენს საყვედურზე ის ტრადიციულად რას გპასუხობთ?
ა. „მეტს აღარ ვიზამ“;
ბ. „ სჯობს საკუთარ თავს მიხედო“;
გ. „ ნუ იკბინები!“


7. რა ხდება, როცა მთელი კვირა არ ჩხუბობთ?
ა. აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ერთმანეთისთვის სათქმელი არაფერი გვაქვს;
ბ. ჰაერში მაინც დენთის სუნი დგას, თუმცა მაცივარში მის ჭუჭყიან წინდებს ნამდვილად აღარ ვპოულობ, მას კი იქ გემრიელი საჭმელი ხვდება.
გ. მიჩნდება აზრი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა ცოლად მას გავყევი.


შედეგი
მეტი „ა“ პასუხი: სკანდალის გარეშე თქვენი ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა. თუმცა, ჩხუბისას ზომიერება საერთოდ გღალატობთ და რაც პირზე მოგადგებათ, ყველაფერს ხმამაღლა გაჰკივით. როგორც ჩანს, სკანდალი თქვენს ცხოვრებაში გულახდილობის ერთადერთი კუნძულიღაა.


მეტი „ბ“ პასუხი: ქალის კაბაში გადაცმული„ოტელო“ ხართ, რომელსაც საკუთარი უიღბლო მეუღლის – „დეზდემონას“ მისახრჩობად მხოლოდ კუნთები და ფიზიკური ძალა არ ჰყოფნის.


მეტი „გ“ პასუხი: იმის განცდა, რომ მართლაც სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობთ, მაშინღა გიჩნდებათ, როცა ქმართან მორიგი ჩხუბის შემდეგ ოჯახში ორად-ორი მთელი თეფშიღა რჩება. თანაც, ამის შემდეგ თქვენთვის შერიგებაც ნამდვილი ნეტარებაა.