როგორია თქვენი ოჯახის ბიოველი (ტესტი)

FUN-ტესტი

24 იანვარი 18:00
90

ალბათ, ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი შეხედვით ყოველმხრივ ბედნიერ და უზრუნველ ოჯახში სტუმრობის შემდეგ, შინ ისეთი გალახულ– დაქანცული წამოსულხარ, თითქოს ყანა გათოხნინესო. ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ოჯახებში ცუდი ბიოველია, რაც არანაირ მისტიკასთასთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ, პრობლემა ოჯახის წევრების ურთიერთობაშია საძებნელი. საინტერესოა, როგორი ბიოველია თქვენს ოჯახში?


ამის გასარკვევად გულმოდგინედ შეავსეთ ქვემოთ მოცემული ტესტი და თანაც 1, 2, 4, 5, 6, 8, 9, 11 კითხვებზე გაცემულ ყოველ დადებით და 3, 7, 10, 12, გაცემულ ყოველ უარყოფით პასუხში 2 ქულა დაიწერეთ, დანარჩენი პასუხები კი ქულების გარეშე დატოვეთ.



  1. ჩვენი ოჯახი ძალიან მეგობრულია.

  2. დასვენების დღეებში ერთასდ ვსაუზმობთ, ვსადილობთ და ვვახშმობთ.

  3. ჩვენს ოჯახში ერთი გაუწონასწორებელი ადამიანია.

  4. საკუთარ სახლში თავს მყუდროდ ვგრძნობ.

  5. თუ რამე შეგემთხვევა, ჩვენს ოჯახში ვიღაც ყოველთვის შეძლებს შენს დამშვიდებას.

  6. შრომატევად საოჯახო საქმეებს ყველა ერთად ვაკეთებთ.

  7. ჩვენს ოჯახში ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს.

  8. დღესასწაულებზე ყოველთვის სამხიარულო სუფრას ვშლით.

  9. ჩვენთან სტუმრები ხშირად დადიან.

  10. ხშირად ოჯახის არცერთი წევრის ნახვა არ მინდა.

  11. ზაფხულობით მთელი ოჯახი ერთად ვისვენებთ.

  12. ჩვენს ოჯახში ყველას რთული ხასიათი აქვს.


შედეგი:


0–8 ქულა: თქვენს ოჯახში მძიმე ბიოველია. შეიძლება კრიზისი მომწიფდა, მაგრამ დაშორებას მაინც ვერ ახერხებთ. გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიითოთ, თორემ შეიძლება ამ ყველაფერმა ნევროზამდე მიგიყვანოთ.


10–16 ქულამდე: თქვენი ოჯახის მდგომარეობას უღრუბლოს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ჩხუბი და სკანდალი ლამის უკვე ყოველდღიურ ამბად გექცათ. თუმცა, ოჯახის შენარჩუნებას მაინც ცდილობთ. თქვენი მცდელობა უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლის და მდგომარეობაც უთუოდ სასიკეთოდ გამოსწორდება.


18–28 ქულამდე: თქვენს ოჯახში შესანიშნავი ბიოველია. ერთმანეთს საჩუქრები და სიურპრიზები არასოდეს მოაკლოთ და ყველაფერი კარგად იქნება.