ვნება თუ გონება? – ტესტი ქალებისთვის

FUN-ტესტი

25 იანვარი 18:00
355

როგორ ფიქრობთ, სიყვარულში მხოლოდ ვნება გიტაცებთ თუ მთელი გონებით გიყვარდებათ? გაიარეთ მარტივი ტესტი და გაიგეთ პასუხი.

სიყმაწვილეში რაზე ოცნებობდით?
ა. თეთრ რაშზე ამხედრებულ ბრწყინვალე პრინცზე – 5 ქულა;
ბ. დამოუკიდებლობასა და უამრავ თაყვანისმცემელზე – 10 ქულა.


როგორ იქცევით, როცა უცნობი მამაკაცი თქვენს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს?
ა. მეც ყველანაირად ხელს ვუწყობ – 10 ქულა;
ბ. სირცხვილისგან ლამის მიწა გამისკდეს –0 ქულა.


სახლში სექსზე დაწერილი წიგნები თუ გაქვთ?
ა. არა, არცერთი მსგავსი წიგნი არ მაქვს – 0 ქულა;
ბ. ორი წიგნი მაქვს და ორივე ბალიშქვეშ მიდევს – 5 ქულა.


თუ, ვთქვათ, მხოლოდ ერთი ძვირფასი ნივთის ყიდვის საშუალება გაქვთ, რას შეარჩევდით?
ა. ძვირფას, მოდურ სუნამოს – 5 ქულა;
ბ. თბილს ჩექმას – 0 ქულა.


მამაკაცის გულის დაპყრობას რა გზით ცდილობთ ხოლმე?
ა. წიგნებზე, მუსიკასა და კინოზე  დიდხანს და გულითადად ვესაუბრები – 5  ქულა;
ბ. სასწრაფოდ დიეტაზე ვჯდები, კოსმეტოლოგთან გავრბივარ და შოპინგზე სიარულს ვიწყებ – 10 ქულა.


თუ გაიგეთ, რომ თქვენი შეყვარებული სხვასაც ეკურკურება, რას მოიმოქმედებთ?
ა. თავად ცრემლებად დავიღვრები, მას კი სახლიდან გავაგდებ – 10 ქულა.
ბ. მოთმინებით დაველოდები, როდის მოვა გონს და დამიბრუნდება – 5 ქულა.


როგორ მოიქცევით, თუ მეუღლეს ხელში „ფლეიბოის“ დაუნახავთ?
ა. გამჭვირვალე თეთრეულს ჩავიცვამ და სახეზე მაცდურ ღიმილს ავიწებებ –10 ქულა;
ბ. ხმას არ გავცემ, მაგრამ ძალიან გავღიზიანდები – 0 ქულა.


მარტო ცხოვრების პერსპექტივას როგორ უყურებთ?
ა. მზარავს – 0 ქულა;
ბ. ძალიან მაწყობს – ასე ხომ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ვიფიქრებ – 10 ქულა.


როგორ იქცევით, თუ საქეიფოდ მარტო მიდიხართ?
ა. განურჩევალ ყველა მამაკაცის „მოჩანგვლას“ ვცდილობ – 10 ქულა.
ბ. დაქალთან ერთად კუთხეში მივჯდები ხოლმე და ყვეალ იქ მყოფის ძვლების დათვლას ვიწყებ – 0 ქულა.


შედეგები:
20–დან 35 ქულამდე: შესაძლოა, ოდესღაც სიყვარულის ცეცხლმა იმდენად დაგწვათ, რომ ახლა საკუთარ გულს მთლიანად გონებით მართავთ, გრძნობების ცეცხლი კი საზრუნავ–საფიქრალმა ჩაგიქროთ. საკუთარი ცხოვრების წესს უთუოდ უნდა გადახედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელ ადამიანს (ქმარს) აუცილებლად დაკარგავთ.


40–დან 70 ქულამდე: თქვენში ერთდროულად ორი ქალი ცხოვრობს. მამაკაცის ბოლომდე მოჯადოება და ვნების ქარ–ცეცხლში გახვევაც თავისუფლად შეგიძლიათ და მასზე საქმიანი ზრუნვაც, ანუ გემრიელი სადილების მზადება და მისი „ნასკების“ რეცხვაც. ასეთი ქალისგან კი მამაკაცები, პრაქტიკულად არ მიდიან.


75 ქულა და მეტი: საოცრად ვნებიანი და ყველაფერზე წამსვლელი ქალი ხართ. როგორც საყვარელი, ალბათ, უბადლოც იქნებით. მაგრამ მამაკაცი, ასაკის მატებასთან ერთად, მარტო სექსს კი არა, უბრალო ალერსს, ზრუნვასა და ოჯახურ კომფორტსაც აუცილებლად მოგთხოვთ. ასე, რომ, იქნებ ამაზე ფიქრიც ახლავე დაგეწყოთ?