შეგიძლიათ თუ არა დაეხმაროთ სხვას? (ტესტი)

FUN-ტესტი

26 იანვარი 18:00
136

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაუწოდოთ ახლობელ ადამიანებს დახმარების ხელი? ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას სანამ ტესტს არ გაივლით.

1. როგორ მოიქცევით, თუ დაქალი თქვენთან საკუთარ ქმარზე, შვილებზე, შეფზე ან მეზობლებზე დაიჩივლებს?
ა. ქმართან გაშორებას, შვილების სადმე მიბარებას, სამსახურის შეცვლას, მეზობლებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ვურჩევ.
ბ. საკუთარ ან ვინმე სხვის პრობლემებზე მოვუყვები და დავარწმუნებ, რომ დიდად არც სხვებს ულხინთ;
გ. მაღაზიების ერთად შემორბენას შევთავაზებ.

2. რას მოიმოქმედეთ, თუ თქვენი ქმარი დაასკვნის, რომ ბოლომდე ხელმოცარული დარჩება?
ა. ვეტყვი, რომ ნაწილობრივ კარგიც კია, რადგან ზედმეტად გადიდგულებულ მამაკაცებს საერთოდ ვერ ვიტან–მეთქი;
ბ. მის გადარწმუნებას ყველანაირად შევეცდები;
გ. რამდენიმე ბოთლ საყვარელ ლუდს ვუყიდი.

3. როგორ მოიქცევით თუ დედათქვენს გამოსაკვლ;ევად საავადმყოფოში დაწოლა არ ასცდება და ამის გამო თავში ათასი საშინელი აზრი მოუვა?
ა. გავეხუმრები, ნეტავ, შენს ადგილზე მე ვიყო, იქ ხომ ყველაფერს მზამზარეულს მოგართმევენ–მეთქი?
ბ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დედა ამბულატორიულად გამოიკვლიონ;
გ. მის დამშვიდებას ყველანაირად შევეცდები.

4. რით ანუგეშებდით კოლეგას, რომელიც ძალიან წუხს იმის გამო, რომ მისმა შვილმა უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე სათანადო ქულები ვერ დააგროვა?
ა. ფულს ვასესხებდი, რათა შვილი ფასიან სწავლებაზე მოეწყო.
ბ. შევახსენებდი, თუ რამდენი უმაღლესდამთავრებულია დღეს უმუშევარი;
გ. ვურჩევდი მას  და მის შვილს გული რამეზე გადაეყოლებინათ.

5. რას მოიმოქმედებთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი შვილი მეგობარს ეჩხუბა?
ა. მეგობრის ყველა ნაკლს კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რათა დამერწმუნებინა, რომ ეს მისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება.
ბ. სხვა მეგობრებზე გადართვას ვურჩევდი.
გ. ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ისინი რაც შეიძლება მალე შემერიგებინა.


შედეგები:


მეტი „ა“ პასუხი: ყოველთვის პრობლემის გადაჭრის მომგებიან გზას ეძებთ და სხვებსაც იგივეს სთავაზობთ, შემდეგ კი გიკვირთ, რომ ისინი თქვენი რჩევების გათვალისწინებას დიდად არ ჩქარობენ. იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ გარშემომყოფნი მსგავსი გადაწყვეტილებისთვის ჯერ არ მომწიფებულან, არადა თქვენგან მხოლოდ ის უნდათ, რომ მოუსმინოთ, გამოსავალს კი თავად  მოძებნიან.


მეტი „ბ“ პასუხი: უმეტეს შემთხვევაში მოსაუბრის დამშვიდებას ხუმრობანარევი არგუმენტებით ცდილობთ, მაგრამ ასეთი მოსაზრებები იუმორს მოკლებულ პიროვნებაზე საერთოდ არ მოქმედებს და ხშირად კიდეც აღიზიანებთ. ზოგმა შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ დასცინით. ამიტომ სჯობს უფრო მარტივი და გასაგები არგუმენტები მოიშველიოთ.


მეტი „ გ“ პასუხი: შეშფოთებული ადამიანის დასამშვიდებლად მის სხვა თემაზე გადართვას ცდილობთ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამით თქვენი მოსაუბრე გამხნევდებათ, პრობლემა კი თავისით გაქრება. ან იქნებ, თქვენი ახლობლების პრობლემებში ჩარევა არ გსურთ და განზე გადგომას ამ გზით ცდილობთ? ზოგჯერ ასეთ ტაქტიკას დროებითი შედეგი მართლაც მოჰყვება ხოლმე, მაგრამ, როგორც წესი, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება.