X

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? (ტესტი)

FUN-ტესტი
03.01.2017 18:00
1175

ამგვარი ტესტების მიზანია იმის გარკვევა, რა აღელვებს ადამიანს კონკრეტულ მომენტში. პასუხს ბევრის თქმა შეუძლია თქვენზე და თქვენს მომავალზე. 

შესაძლოა, ამ ტესტის დახმარებით სწორედ ის ნაბიჯი გადადგათ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდით. მაშ ასე, უპასუხეთ, რას ხედავთ ფოტოზე ერთი შეხედვით?

ვაშლი: ეს არის სიცოცხლის სიმბოლო, ასევე - სიბრძნისა და ჯანმრთელობის. ვაშლი ხანმოკლე, მაგრამ ვნებიანი გატაცებაა.

პეპელა: მისი გამოჩენა გვამცნობს, რომ უნდა მოხდეს რაიმე კარგი, დადებითი. თქვენ მალე შეძლებთ იმ ტვირთის მოხსნას, რომელიც უკვე დიდი ხანია, გტანჯავთ. შეიგრძენით ახალგაზრდობა და დატკბით ცხოვრებით. ცოტა ხანში თქვენ გელით სიყვარული და წარმატება.

დანა: ეს იმის ნიშანია, რომ თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი წინ, გააკეთოთ რამე ახალი და ჩამოიცილოთ ყველაფერი ცუდი და ძველი.

ჭია: ეს მიუთითებს თქვენს შიშსა და დისკომფორტზე. ასევე, მიუთითებს პატარა პრობლემებზე და მძიმე, უსიამოვნო სამუშაოზე.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია
წყარო: greatpicture