ICDI საარჩევნო კომისიების შერჩევის მიმდინარეობის პროცესს დადებითად აფასებს

ამბები

8 სექტემბერი 18:25, 2017 წელი

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის (ICDI), დამკვირვებლები სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა.
2017 წლის 2-4 სექტემბერს 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს. 3 634 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა 21 758 წევრი. კონკურსის 157 მონაწილე გამოეთიშა კონკურსს, ძირითადად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხოლო 46 ადგილი კვლავ ვაკანტურია, რომლებზეც თავიდან გამოცხადდება კონკურსი. არჩეული 21758 წევრიდან მაღალი ქვორუმით (9 და მეტი ხმით) აირჩა 17 978 წევრი.


საარჩევნო ოლქებში საუბნო კომისიის წევრთა არჩევა მიმდინარეობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვიდ ვითარებაში. წევრების არჩევისას გათვალისწინებული იყო კანდიდატთა განათლება, პროფესიონალიზმი და გამოცდილება. 2017 წელს არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით გამოცდილება და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებში ერთხელ მაინც მონაწილეობის გამოცდილება აქვს საერთო რაოდენობის 82%-ს. აგრეთვე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრებიდან 4 080 ,,საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, ხოლო 193 წევრი - ,,საარჩევნო განვითარების სკოლის“. გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. არჩეული წევრების გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა, რაშიც სსიპ ,,საარჩევნო სისტემების, განვითარებისა და რეფორმების სწავლების ცენტრის“ საგამანათლებლო პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.


სხდომის მიმდინარეობას კომისიის წევრების გარდა, ICDI დამკვირვებლებთან ერთად, მონიტორინგს უწევდა სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.


საოლქო საარჩევნო კომისიების 949 წევრებიდან 32 წევრი არ ესწრებოდა სხდომებს, კერძოდ, პ/გ ,,საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ (9 წევრი), პ/გ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ (6 წევრი), პ/გ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (5 წევრი), პ/გ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (3 წევრი), პ/გ ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (1 წევრი), პ/გ ,, ევროპული საქართველო“ (6 წევრი) და პ/გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (2 წევრი).


#ICDIდამკვირვებელი2017
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის მონიტორინგი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?