ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები ძალიან სწრაფად განსაზღვრა

ამბები

11 სექტემბერი 22:04, 2017 წელი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები პირველივე შესაძლო, ძალიან სწრაფად განსაზღვრა.

ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო  15-მა  საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით.  წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საინიციატივო ჯგუფს, რადგან ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი დამას კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ განესაზღვრა რიგითი ნომერი. კანონმდებლობის თანახმად პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭათ მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.


სულ 27 რიგითი ნომერი გათამაშდა. რიგითი ნომრები კომისიის სხდომაზე მოწვეულმა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დოლურიდან თავად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ წილისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე და ცესკოში რეგისტრირებულ, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის დამკვირვებლებსა და მედიას, ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურისთვის.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომ სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით და  არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციის გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში,  უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადის ამოწურვისთანავე განახორციელა.


ასევე, დღეს დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ყველა პროცედურა. თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიები შეეცდებიან ასევე უმოკლეს ვადებში, და არა კანონმდებლობით განსაზღვრულ ბოლო ვადაში, განახორციელონ საინიციატივო ჯგუფებისათვის რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცედურა.


წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ:


№4 – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“


№9 -  „მემარცხენე ალიანსი“                                                                                                    


№11 – „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“


№13 -  „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“


№14 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“


№18 – „ტრადიციონალისტები“


№20 – „შენების მოძრაობა“


№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“


№27 - ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“


№29 – „ახალი მემარჯვენეები“


№31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"     


№34 – “მამულიშვილთა ორდენი სამშობლო"


№37 -  „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“


№38 - ბლოკი "სახალხო-ხალხის ერთსულოვნება"


№39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“


საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ:


№1 -"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"


№2 - საარჩევნო  ბლოკი  "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო"


№3 - ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“


№5 - ბლოკი"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"


№6 - "რესპუბლიკური პარტია"


№7 - "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" 


№8 -"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"


№10 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"


№12 - "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები"  


№15 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“


№17 – „საქართველო“


№22 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება“                                                                                                         


№28 - "ზვიადის გზა უფლის სახელით (“სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე)"


№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“


№42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?