ცესკოს საარჩევნო უბნების წევრთა კვალიფიკაცია ზოგი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისას აღემატება

ამბები

12 სექტემბერი 15:25, 2017 წელი

არასამთავრობო ორგანიზაციის IDMC -ის წარმომადგენელმა მიშა ჭიღლაძემ, სააგენტო „კვირაში“ გამართულ ბრიფინგზე, ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასების შესახებ ისაუბრა. 

ბრიფინგზე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ხარვეზები და დადებითი მხარეები. 
„საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ხორციელდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით, სამწუხაროდ დღემდე არსებობოს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მანკიერი პრაქტიკა, კერძოდ საუბნო საარჩევნო ოლქის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კანდიდატების არჩევისას არ ტარდება გასაუბრებები და კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა (რომელიც ეხება შეზღუდვებს, თუ ვინ არ შეიძლება იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი) არ არსებობს კანდიდატების შესარჩევად დამატებითი კრიტერიუმები, შესაბამისად გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან, შესაძლოა, მიღებულ იქნეს მიკერძოებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების სასარგებლოდ დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.“


„ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მზად არის თანამშრომლობისთვის, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ასევე, პარლამენტთან საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ნაწილში და იმისათვისაც რომ გაუზიაროს ევროპული გამოცდილების ნიმუშები.


"ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას და მზად ვართ, აღნიშნულთან დაკავშირებით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ცესკოსთან,“ - განაცხადა მიშა ჭიღლაძემ.



IDMC-მა დადებითად შეაფასა საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროცესი. „რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს, იგი ღიად და გამჭირვალედ წარიმართა, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა ვიდეომონიტორინგის მეშვეობით მიმდინარეობდა, რომელსაც აკვირდებოდა 4 არასამთავრობო ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ წევრებს შორის გენდერული ბალანსი დაცულია (53% - 47%-ზე)”.


შეფასება ეხება 21 აგვისტოდან დღემდე მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
შეფასებაში გამახვილდა ყურადღება სიახლეებზე, რომელიც ცესკომ შესთავაზა ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს. ისაუბრეს სოციალურად დაუცველთა ჩართულობის შესაძლებლობაზე, რაც გამოიხატება მათ საარჩევნო კამპანიის ამა თუ იმ რგოლში მონაწილეობაში, ისე რომ არ შეეზღუდებათ სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება,“ - განაცხადა გამომსვლელმა.


მიშა ჭიღლაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ IDMC-ი გააგრძელებს მუდმივ მონიტორინგს საარჩევნო პროცესებზე, იმუშავებს ცხელი ხაზი მოქალაქეთათვის, ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კანონდარღვევების შესახებ დატოვონ შეტყობინება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?