გიორგი დონაძე: „წელს იყო მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება!“

ამბები

19 სექტემბერი 12:15, 2017 წელი

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა წელს 7 ქვეყნის ფოლკლორი გააერთიანა და გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“-ზე დასრულდა

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალს გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობდა.  
ღონისძიებებმა  სტარტი 31 აგვისტოს ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო და ურეკში გაგრძელდა, სადაც საუკეთესო ნომრები ქართულ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად  ფესტივალში მონაწილე  შემსრულებლებმა უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და  თურქეთიდან წარმოადგინეს.


ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia"-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით წელს მეორედ იმართება და  ტრადიციული სახე მიიღო. ფესტივალმა 7 ქვეყნის ფოლკლორი გააერთიანა, რომელიც გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“ - ზე დასრულდა.  


„გალა კონცერტზე მრავალფეროვანი და საუკეთესო სანახაობა გველის“ - ასე გვპირდებოდნენ ფესტივალის ორგნიზატორები და არცთუ უსაფუძვლოდ.
„Black Sea Arena“ -ს გრანდიოზულ სცენაზე ცეცხლოვანი შოუს ესპანელებმა დადგეს - ფლამენკოს შემსრულებელთა ჯგუფი “La Moneta &  Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით სწორედ, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე წარდგა მაყურებლის წინაშე. 
მათ შეუერთდნენ საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და  თავიანთი ქვეყნის უნიკალური ხალხური ტრადიციები, სიმღერითა და ცეკვით შემოგვთავაზეს. საქართველოს წელს ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“ წარმოადგენდნენ.


ფესტივალს დიპლომატიურმა კორპუსმა ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებმა. სწორედ, მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.


„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი შარშან დავაფუძნეთ. ასეთი გადაწყვეტილება  ფოლკლორის სიყვარულმა  განაპირობა. საქართველო ფოლკლორული კულტურის ქვეყანაა. სურვილი გაგვიჩნდა ქართული სცენა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორისთვისაც დაგვეთმო და აქ, ჩვენთან მოგვეწვია ისინი. პირველი ფესტივალი შარშან გაიმართა და საკმაოდ,  დიდი ინტერესი გამოიწვია. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. დასაწყისისთვის ძალიან კარგი იყო.  ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფესტივალი ყოველ წელს უფრო დახვეწილი და უფრო ძლიერი გახდეს. ფესტივალი მშვენივრად დაიწყო და მშვენივრად გაგრძელდება საუკუნეები. წელს იყო მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება! მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ქვეყანას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად და ქართველებთან ერთად ეს ზეიმი მოაწყვეს,“ - აღნიშნა გიორგი დონაძემ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?