საცალო ვაჭრობაში ფრენჩაიზინგის ბიზნესმოდელი მუშაობს

ამბები

26 სექტემბერი 15:19, 2017 წელი

სახლთან ახლოს ფორმატის მაღაზია, რომელიც გახსნილია საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ, ტიპური „ქალაქური“ ბიზნესია, რომელიც საქართველოში დღესდღეობით მუშაობს და ამ ინდუსტრიაში 4000-მდე ადამიანია დასაქმებული.

თუმცა ამ ბოლო დროს საცალო ვაჭრობაში გამძაფრებული კონკურენცია, სავაჭრო ქსელების მიერ დაგეგმილი სხვადასხვა აქციები, ლოიალურობის პროგრამები მომხმარებელს ნელ-ნელა ათამამებს. ეს მცირე მეწარმეებს, მინი მარკეტებს ცვლილებებისკენ, განსხვავებული გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს.
ზოგადად ევროპაში წლებია აპრობირებულია ფრენჩაიზინგის ბიზნესმოდელი, რომელიც მინი მარკეტებს აძლევს საშუალებას, ოპერირებდნენ ბაზარზე ლიდერი კომპანიის სახელით. თანამშრომლობა ორივე მხარესთვის მომგებიანია.

საქართველოში ფრენჩაიზინგი ჯერ კიდევ სიახლეა. საცალო გაყიდვებში ფრენჩაიზინგის მიმართულების განვითარებაში დღეს „SPAR საქართველო“ ლიდერობს.
„სპარ“-ი ჰოლანდიური  საცალო ქსელია, რომელიც საქართველოში 2014 წელს გამოჩნდა. საკუთარი საცალო ქსელის გარდა, რომელიც დღეს  34 მარკეტს მოიცავს, „სპარი“ აგრეთვე მცირე მეწარმეებზე გასცემს თავისი ბრენდის ლიცენზიას.
კომპანიამ ფრენჩაიზინგის პირველი პროექტი შარშან ზუგდიდში ჩაუშვა, ერთ ფრენჩაიზერს რამოდენიმე თვეში მეორე დაემატა და წელს სექტემბერში „სპარმა“ რეგიონული ფრენჩაიზინგის განვითარების პროექტის ფარგლებში უკვე მე-5 პროექტი აამუშავა.
თუ რამდენად მომგენიანია მინი მარკეტისთვის „სპართან“ თანამშრომლობა, ამის შესახებ სააგენტო „პირველს“ „SPAR საქართველოს“ სუბ-ფრენჩაიზერი, კომპანია შპს „კოხტა მარკეტის“ დირექტორი ლევან ნიჟარაძე ესაუბრება:


„პირველი“: - ლევან, რა სარგებლობა მოაქვს ფრენჩაიზინგს და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით მარკეტის გახსნის დროს?


ლევან ნიჟარაძე: ჩვენ სამშენებლო კომპანია „კოხტაუბანი“ ვართ, სამშენებლო სფეროში დიდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც გადავწყვიტეთ ბიზნესის დიფერენციაცია, ვიფიქრეთ, ჩვენივე აშენებულ კორპუსში გაგვეხსნა უბნის ფორმატის მაღაზია, რადგან ვაჭრობაში „მაღაზია“ დღეს ყველაზე მომგებიანი ბიზნესია. რაღა დაგიმალოთ და დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნით, რადგან ეს სფერო ჩვენთვის სრულიად ახალი იყო. ააშენო კორპუსი ერთია და სულ სხვა გამოცდილებაა, გახსნა მარკეტი.  „სპართან“ თანამშრომლობით 22 სექტემბერს, გლდანში, 195 კვადრატულზე ჩვენ გავხსენით პირველი მაღაზია. ზოგადად ფრენჩაიზინგი კარგია. ჩვენნაირ მეწარმეებს, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს საცალო ვაჭრობაში ან მეწარმეებს, რომლებსაც უკვე აქვთ მაღაზია და აქვთ მონდომება, რომ ბიზნები კიდევ უფრო განავითარონ, „სპარი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როდესაც მაღაზიას ხსნი, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, რადგან ბაზარი შეცდომებს არ გპატიობს. ამ დროს მნიშვნელოვანია, გქონდეს გამოცდილება. „სპარი“ ყველანაირად გვერდში დაგვიდგა. მაღაზიის კონცეფციიდან დაწყებული, მარკეტინგული გაიდლაინებით დამთავრებული, ყველაფერზე მზა რეცეპტები მივიღეთ. როდესაც ვიწყებდით, არ ვიცოდით საცალო გაყიდვების სპეციფიკა ან ფრენჩაიზინგი რა იყო. უბრალოდ, ვიპოვეთ მეგობარი კომპანია, რომელმაც გამოთქვა მზაობდა, დაგხმარებოდა მარკეტის გახსნაში. ასე დავიწყეთ „სპართან“ თანამშრომლობა. დღეს უკვე ვიცით, რომ მარკეტის გახსნა არც ისე რთულია. მთავარია, სწორად მართო ბიზნესპროცესები. ჩვენ ბევრი გამოწვევა გვქონდა, მაგრამ როდესაც რაიმე კითხვა ჩნდებოდა ან დახმარება გვჭირდებოდა, სპარის მთლიანი გუნდი ჩართული იყო, ამიტომ არ გაგვიჭირდა. 


პირველი: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ლევან ნიჟარაძე: წინა პარასკევს გავხსენით პირველი მარკეტი. გლდანში უკვე ბევრი მომხმარებელი გვყავს. ამ დღეებში დავიწყეთ „სპართან“ მოლაპარაკება მეორე მარკეტის გახსნაზე ჩვენ მიერ აშენებულ მეორე კორპუსშიც. ამ ეტაპზე, „სპართან“ ერთად, ახალი მაღაზიის კონცეფციაზე ვმუშაობთ.


პირველი: როგორც უკვე გამოცდილი „ვაჭარი“, რას ურჩევდი უბნის ტიპის მარკეტებს?

ლევან ნიჟარაძე: არაორგანიზებული საცალო ბაზარი საქართველოში, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებს - მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდილება გვაკლია. პატარა მარკეტებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაიქირაონ მერჩენდაიზინგის სპეციალისტები, დაატრეინინგონ პერსონალი, შეიმუშაონ მარკეტინგული სტრატეგია, აიღონ მომწოდებლისგან იგივე პირობები, რაც აქვთ დიდ ქსელებს. შესაბამისად, უბნის ტიპის მარკეტები, უხეშად რომ ვთქვათ, იჩაგრებიან, მომხმარებელი მიდის იქ, სადაც მაღაზია მეტ აქტივობას სთავაზობს. უბნის ტიპის მარკეტებს კი არ აქვთ შესაძლებლობა, მომხმარებელს შესთავაზოს იგივე აქტივობა. ფრენჩაიზინგი ამ შემთხვევაში კარგი შანსია. წარმოიდგინე, შენთან მოდის კომპანია, რომელიც თავის გამოცდილებას გიზიარებს, გიკეთებს მაღაზიის ინტერიერს, ექსტერიერს, გიადვილებს მომწოდებლებთან ურთიერთობას, გიტრეინინგებს პერსონალს, გეხმარება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. საბოლოოდ, შენს მაღაზიაში პროდუქცია ისე ლაგდება, რომ რომც არ გინდოდეს, მაინც იყიდი (იცინის). შპს „კოხტა მარკეტის“ მომხმარებლებისთვის მოქმედებს იგივე ფასები, იგივე აქციები რაც ზოგადად სპარის ქსელშია. უბრალოდ, ის განსხვავებაა, რომ ჩვენ ფრენჩაიზერები ვართ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?